ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან
ჰუზაიფა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ნუ იტყვით: "როგორც ალლაჰმა ინება და ამან", არამედ თქვით: "როგორც ალლაჰმა ინება, და შემდეგ — ამან"».
«لَا تَقُولُوا: مَا شَاءَ اللهُ وَشَاءَ فُلَانٌ، وَلَكِنْ قُولُوا: مَا شَاءَ اللهُ ثُمَّ شَاءَ فُلَانٌ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა, რომ მუსლიმმა თქვას საუბარში: "რაც ინება ღმერთმა და ინება ამა და ამ პიროვნებამ", ან ინება ღმერთმა და ამა და ამ პიროვნებამ; ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ალლაჰის ნება და სურვილი აბსოლუტურია, და არავინ გაანაწილებს და ვერავინ იქნება მისი თანამოზიარე ამ თვისებებში. კავშირი „და“ ამ კონტექსტში გულისხმობს თანასწორობას და ვინმეს თანამონაწილეობას ალლაჰთან. არამედ თქვას: რაც ინება ალლაჰმა, შემდეგ ინება ამა და ამ პიროვნებამ, ამით ხაზგასმულია ის, რომ ადამიანის ნება ექვემდებარება ალლაჰის ნებას, და ეს გამოიხატება სიტყვით „შემდეგ“ „და“-ს ნაცვლად, რადგან „შემდეგ“ მიუთითებს თანმიმდევრობას, დაყოვნებას და დროის განსხვავებას.
...:
აკრძალულია სიტყვა: "რაც ინება ალლაჰმა და ინებე შენ", და ამის მსგავსი სხვა სიტყვები, სადაც არის "და" კავშირი გამოყენებული ალლაჰთან; რადგან ეს არის სიტყვებით ჩადენილი შირქი (მრავალღმერთიანობა).
ნებადართულია სიტყვა: "რაც ინება ალლაჰმა და შემდეგ ინებე შენ", და ამის მსგავსი სხვა სიტყვები, სადაც ალლაჰთან კავშირის დროს გამოყენებულია (სიტყვა)"შემდეგ" ; რადგან ამით აკრძალვის მიზეზი ქრება.
ჰადისში დადასტურებულია, რომ ნება ეკუთვნის ალლაჰს, ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანის ნებაც არსებობს, თუმცა ის ექვემდებარება უზენაესი ალლაჰის ნებას.
ალლაჰის ნება-სურვილში ქმნილებათა შეზიარების აკრძალვა, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ სიტყვიერად.
თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ქმნილების ნება თანაბარია ყოვლისმომცველობითა და აბსოლუტურობით ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰის ნებასთან, ან ფიქრობს, რომ ადამიანს აქვს დამოუკიდებელი ნება, რომელიც არ ექვემდებარება ალლაჰის ნებას, ეს არის დიდი შირქი(მრავალღმერთიანობა). თუმცა, თუ ის თვლის, რომ ქმნილების ნება ექვემდებარება ალლაჰის ნებას, მაგრამ იყენებს არასწორ გამონათქვამს, ეს ითვლება მცირე შირქად.
ალ-სუნან ალ-ქუბრა ლი-ნნასაი (9/ 361) (10755).
სუნან აბი დაუდ (7/ 334) (4980).
მუსნად აჰმად (38/ 299) (23265).
(38/ 364) (23339).
მეტი... (4)
الجديد في شرح كتاب التوحيد.
لمحمد القرعاوي (ص368).
الملخص في شرح كتاب التوحيد.
لصالح الفوزان (ص329).
Cited in books
6 Booksმეტი... (5)
- التوحيد في ضوء عقيدة الإمام الشافعي رحمه الله ونصوصه ومروياته"لا تقولوا: ما شاء الله وشاء فلان، ولكن قولوا: ما شاء الله ثم شاء فلان"([131]).
- الدروس المهمة لعامة الأمة«لا تَقُولُوا: مَا شَاءَ اللَّهُ وَشَاءَ فُلانٌ، وَلَكِنْ قُولُوا: مَا شَاءَ اللَّهُ ثُمَّ شَاءَ فُلانٌ»[5]
- خذ عقيدتك من الكتاب والسنة الصحيحة«لا تقولوا ما شاء الله وشاء فلان، ولكن قولوا: ما شاء الله ثم شاء فلان»
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 8«لا تَقُولوا: مَا شاء اللهُ وشاءَ فُلانٌ، ولكنْ قُولوا: مَا شاءَ اللهُ، ثُمَّ شاءَ فُلانٌ».
- كتاب التوحيدكتاب التوحيد للشيخ محمد بن عبد الوهاب((لَا تَقُولُوا: مَا شَاءَ اللَّهُ وَشَاءَ فُلَانٌ، وَلَكِنْ قُولُوا: مَا شَاءَ اللَّهُ ثُمَّ شَاءَ فُلَانٌ))