Skip to content

თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას

გადმოცემულია უსმანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«თქვენს შორის საუკეთესო ის არის, ვინც სწავლობს ყურანს და ასწავლის სხვას».

«خَيْرُكُمْ مَنْ تَعَلَّمَ الْقُرْآنَ وَعَلَّمَهُ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ მუსლიმთა შორის საუკეთესო და მათ შორის ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფი ალლაჰის წინაშე არის ის, ვინც ისწავლა ყურანი კითხვით, ზეპირად, თაჯვიდით, მასში გადმოცემულზე ფიქრებით და განმარტებით. შემდეგ სხვასაც ასწავლის იმას, რასაც ის ფლობს ყურანის ირგვლივ, ასევე მოჰყავს ის პრაქტიკაში და ცხოვრობს ყურანის ცოდნით.

ჰადისის სარგებლობიდან

ყურანის სიძვირფასის განმარტება. ის არის საუკეთესო სიტყვა, რადგანაც ის ალლაჰის სიტყვაა.

ნასწავლთ შორის საუკეთესო არის ის, ვინც სხვასაც ასწავლის და არა ის, ვინც მხოლოდ თავისთვის სწავლობს.

ყურანის სწავლა და სწავლება მოიცავს მისი კითხვის, მნიშვნელობების განმარტებისა და მასში მოცემული კანონების სწავლას.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (6/ 192) (5027).

მეტი... (8)

فتح الباري شرح صحيح البخاري.

لابن حجر العسقلاني (1/ 374).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 226).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخن وغيره (1/ 740).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (4/ 638).