დაცინვა და მასხრად აგდება
- التصنيف الشرعي
- الفضائل والآدابفقه الأخلاقالأخلاق الذميمة
- الموضوعات
- الكبائر والمحرماتالسخرية والاستهزاء
نص الموضوع
მუსლიმის მიერ თავისი მუსლიმი ძმის დაცინვა და მასხრად აგდება დიდ ცოდვათაგან ერთ-ერთია; ეს არის ურწმუნოთა და თვალთმაქცთა (მუნაფიყები) თვისება, და მის ჩამდენს მკაცრი სასჯელი ელოდება. ამ დიდი ცოდვის სიმძიმე მით უფრო იზრდება, როდესაც ის ალლაჰის მართალ მსახურებს შეეხება.
მუსლიმის თავისი მუსლიმი ძმის დაცინვას სხვადასხვა სახე აქვს, მათ შორის: მისი შეურაცხყოფა და დამცირება; მისი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოკვეთა, რათა მასზე იცინონ; მიბაძვა — ქმედებით, სიტყვით ან მინიშნებით; მის ნათქვამზე სიცილი, როცა ლაპარაკში აირევა ან შეცდება; მისი ხელობის გამო დაცინვა; მისი მახინჯი გარეგნობის გამო დაცინვა; და სხვა ყოველივე, რაც მის დაკნინებას შეიცავს.
მტკიცებულებები:
მტკიცებულებები მუსლიმის შეურაცხყოფისა და დაცინვის აკრძალვაზე:
თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
{რომელნიც ურწმუნონი არიან, მოკაზმული ეჩვენათ მათ ამქვეყნიური ცხოვრება და დასცინიან იმათ, რომელთაც ირწმუნეს. და რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან, მათზე (ურწმუნოებზე) აღმატებულნი იქნებიან აღდგომის დღეს და ალლაჰი უთვალავს უბოძებს, ვისაც ინებებს}
[ალ-ბაყარა: 264].
თქვა ას-სა'დიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
უზენაესი ალლაჰი გვაუწყებს, რომ ვინც არ ირწმუნეს ალლაჰი, მისი აიათები/სასწაულები და მისი მოციქულები, და მის შარიათს არ დაემორჩილნენ, – მათთვის ამქვეყნიური ცხოვრება შემკობილია (მიმზიდველია); შეიმკო მათი თვალებისთვის და გულებისთვის, ამიტომაც მასზე დაკმაყოფილდნენ, მასში დამშვიდება ჰპოვეს და მათი ვნებანი, სურვილები და ყველა საქმე მთლიანად მისთვის გახდა. მას მიაშურეს, გამალებით შეუდგნენ მის მოპოვებას, იგი განადიდეს და განადიდეს ისინიც, ვინც მათსავე საქციელში თანამონაწილეობდა; მორწმუნეები კი დაამცირეს და მასხრად იგდეს და თქვეს: "ნუთუ ესენი არიან, ვისაც ალლაჰმა ჩვენ შორის გამორჩეულად მადლი უბოძა?" [183].
[11] ას-საადის თაფსირი (გვ: 324).
ეს მათი გონების სისუსტისა და შეზღუდული ხედვის ნიშანია, რადგან ეს ცხოვრება არის განსაცდელისა და გამოცდის ადგილი, და ამ ცხოვრებაში უბედურება და გასაჭირი მოევლინება როგორც მორწმუნეებს, ისე ურწმუნოებს. თუმცა მორწმუნე ამ ცხოვრებაში, თუნდაც უსიამოვნება მიადგეს, ითმენს და ალლაჰისგან საზღაურს ელის; და უზენაესი ალლაჰი მისი რწმენისა და მოთმინების წყალობით ისე უმსუბუქებს სიძნელეს, როგორც ეს სხვას არ ხვდება.
ნამდვილად, მთელი არსი და ჭეშმარიტი უპირატესობა — მარადიულ, საიქიო სამყოფელშია; ამიტომაც უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
{განკითხვის დღეს ამაღლდებიან მათზე ისინი, ვინც ღვთისმოშიშია}
მაშინ ღმრთისმოშიშნი იქნებიან უმაღლეს საფეხურებზე, ნეტარებითა და სიხარულით, სილაღითა და მხიარულებით დამტკბარნი, ხოლო ურწმუნონი მათ ქვემოთ — ყველაზე ქვედა საფეხურებში, მრავალგვარ ტანჯვასა და დამცირებაში ჩაფლულნი, მარადიულ უბედურებაში, რომელიც არასოდეს შეწყდება. ამ აიათში არის ნუგეში მორწმუნეთათვის და საყვედური ურწმუნოთა მიმართ.
და თქვა დიდებულმა:
{ისინი, რომლებიც კიცხავენ მორწმუნეებს, ვინც ნებაყოფლობით გასცემს მოწყალებას და იმათ, ვისაც თავიანთი გარჯის მეტი არაფერი აბადიათ და მასხრად იგდებენ მათ. ალლაჰი მასხრად აიგდებს მათ და მიაგებს მტანჯველ სასჯელს}.
[ათ-თავბა: 78]
თქვა იბნ ქასირმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
«ეს მუნაფიყების თვისებებიდანაა; არავინ არის დაცული მათი გაკიცხვისა და დაცინვისგან ყველა ვითარებაში; ქველმოქმედებიც კი არ არიან მათგან დაცულნი. თუ ქველმოქმედთაგან ვინმე მსხვილ თანხას შეიტანს, ამბობენ: ეს თავის წარმოჩენისთვის აკეთებს».
«და თუ მოიტანდა მცირეს, თავისი ძალისხმევისა და შესაძლებლობის შესაბამისად, ამბობდნენ: «ალლაჰს ნამდვილად არ სჭირდება ამ პირის მოწყალება».
და ყოვლისშემძლე ალლაჰის სიტყვები: "მასხრად იგდებენ მათ — ალლაჰიც მასხრად იგდებს მათ“ — ეს არის საპირწონე პასუხი მათი უსაძაგისი საქციელისა და მორწმუნეთა მასხრად აგდების გამო; რადგანაც საზღაური საქმის შესაფერისია. ამიტომ მოექცა მათ ისე, როგორც მას, ვინც მათ მასხრად იგდებს — მორწმუნეთა დასაცავად ამქვეყნად, ხოლო ფარისევლებისთვის იმქვეყნად მოამზადა მტკივნეული სასჯელი. [184]
[184] თაფსირ იბნ ქასიირ (4/184), გადამუშავებით და შემოკლებით.
{ჩემი მსახურების ერთი ნაწილი ამბობდა: ღმერთო ჩვენო ვირწმუნეთ! მოგვიტევე ჩვენ და შეგვიწყალე, რამეთუ შენა ხარ მოწყალეთაგან საუკეთესო
თქვენ კი მასხრად აიგდეთ ისინი ისე, რომ ამან ჩემი ხსოვნაც კი დაგავიწყათ მაშინ, როცა მათზე იცინოდით.
მე დავაჯილდოვე ისინი დღეს იმისათვის, რომ მოითმინეს და ისინი ნეტარნი არიან}
[ალ-მუ'მინუუნ: 109-111].
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
{ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ დასცინებს ერთი ხალხი მეორე ხალხს. ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე და ნურც ქალები სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე; და ნუ შეურაცხყოფთ ერთმანეთს და ნუ დაუძახებთ ერთმანეთს (დამამცირებელ) ზედმეტსახელებს. რწმენის მიღების შემდგომ, რა ცუდია დამამცირებელი სახელი! და ვინც არ მოინანიებს . სწორედ ისინი არიან უსამართლონი}.
(ალ-ჰუჯურათ: 11)
{ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც, ცოდვილნი არიან, დასცინოდნენ იმათ, რომელთაც ირწმუნეს.
და როცა გვერდს ჩაუვლიდნენ მათ, ერთმანეთს თვალს უკრავდნენ:
და როცა უბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს, უბრუნდებოდნენ გამხიარებულნი.
და როცა დაინახავდნენ მათ, ამბობდნენ: ესენი მართლაც გზააბნეულნი არიანო.
და ისინი კი არ წარმოგზავნილან მათ მცველებად.
ხოლო იმ დღეს ისინი, ვინც ირწმუნა, გასცინებენ ურწმუნოებს
სავარძლებზე (მსხდომნი) გამოიხედავენ.
დაჯილდოვდნენ თუ არა ურწმუნონი იმით, რასაც აკეთებდნენ?}
[ალ-მუტაფფიფიინ: 29-36]
«უზენაესმა ალლაჰმა ამცნო, რომ ისინი, ვინც იყვნენ ცოდვილნი, ამქვეყნად მასხრად იგდებდნენ მორწმუნეებს, დასცინოდნენ მათ, მათზე იცინოდნენ და, როცა მათ გვერდით ჩაივლიდნენ, ერთურთს თვალით ანიშნებდნენ — მათი არაფრად ჩაგდებისა და ზიზღის გამო. და ამის მიუხედავად, ხედავ მათ დამშვიდებულთ; შიშიც კი არ გაუელვებთ გულში. და როცა თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან, დილით იქნება ეს თუ საღამოს, ბრუნდებიან მხიარულნი — ანუ, გახარებულნი, ნეტარებით აღსავსენი».
ეს არის თვითმოტყუების უდიდესი გამოვლინება: მათ შეაერთეს ბოროტქმედების უკიდურესობა და ამქვეყნიურ უსაფრთხოებაში დამშვიდება, ისე, თითქოს ალლაჰისგან მოსვლოდათ წიგნი და აღთქმა, რომ ისინი ბედნიერთა შორის არიან; და საკუთარ თავებს თავადვე გამოუტანეს განაჩენი, თითქოს ისინი არიან მართალი გზის ხალხი, ხოლო მორწმუნენი — გზაბნეულნი; — ეს ყოველივე ალლაჰზე ცილისწამებით და მის შესახებ უცოდინრობით ლაპარაკის გაბედვით.
უზენაესმა ბრძანა: "თუმცა ეგენი მათდა სადარაჯოდ არ იყვნენ წარგზავნილი". ანუ: ისინი არ იყვნენ წარგზავნილნი მორწმუნეებზე ზედამხედველებად, ვალდებულნი, რომ მათ საქმეებს დარაჯობდნენ, რათა გულმოდგინედ დაებრალებინათ მათთვის გზააბნეულობა. ეს მათი მხოლოდ გადამეტებული გაჯიუტება, წინააღდგომა და თვალთმაქცობაა, რომელსაც არ აქვს არც საყრდენი და არც მტკიცება. ამიტომაც, მათი სასჯელი საიქიოში იქნება მათივე ქცევის შესაფერი.
ალლაჰი ბრძანებს: «ხოლო (განკითხვის) დღეს ისინი, რომელთაც ირწმუნეს, დასცინიან ურწმუნოებს», როცა მათ დაინახავენ სატანჯველის ტალღებში ტრიალებს; გაქრება მათგან ის, რასაც ცილს სწამებდნენ, ხოლო მორწმუნენი უმაღლეს განსვენებასა და სიმშვიდეში არიან — «სავარძლებზე მყოფნი უცქერენ». ესენია დამშვენებული სარეცლები; უცქერენ იმას, რაც ალლაჰმა მოუმზადა მათთვის ნეტარებას, და უცქერენ თავიანთი კეთილშობილი უფლის სახეს [185].
მიეზღოთ თუ არა ურწმუნოებს იმის გამო, რასაც აკეთებდნენ?!" ანუ: მიეზღოთ თუ არა მათ მათი ქმედებების მსგავსი საზღაურით? როგორც ისინი ამქვეყნად დასცინოდნენ მათ, რომელთაც ირწმუნეს, და მათ გზააბნებულობას სდებდნენ ბრალად, ისე იმქვეყნად ისინი, რომელთაც ირწმუნეს, მათ დასცინიან და იხილავენ მათ სატანჯველსა და სასჯელში, რომელიც არის გზის აცდენისა და გზააბნეულობის დასჯა. დიახ, მიეზღოთ მათ ის, რასაც აკეთებდნენ — ალლაჰის სამართლითა და სიბრძნით; და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
გდმოცემულია აბუ ზარრისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
„ჩემსა და ჩემს ერთ ძმათაგან კაცს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მისი დედა არაბი არ იყო, და მე იგი დედის გამო დავამცირე. მან ჩემზე უჩივლა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). შემდეგ მე შევხვდი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან მითხრა: @«ო აბუ ზარ, შენ კაცი ხარ, რომელშიც ჯაჰილიის ნარჩენებია»*. ვუთხარი: "ო ალლაჰის შუამავალო, ვინც ხალხს აგინებს, ისინი მის მამასა და დედას აგინებენ". მან თქვა: @«ო აბუ ზარ, შენ კაცი ხარ, შენში ჯაჰილიის ნარჩენებია...» [186].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მუსლიმი მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ მიატოვებს (დახმარების გარეშე), არ დაამცირებს. ღვთისმოშიშება აი აქაა – და სამჯერ მიუთითა გულზე – ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. მუსლიმის ყველაფერი მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება» [187].
[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).
ზიანი:
მუსლიმის შეურაცხყოფისა და მისი დაცინვის ზიანი:
- ეს ალლაჰისადმი ურჩობა და დიდი ცოდვათაგანია.
- ვინც ამას ჩაიდენს, ხდება ფასიყი, და ამას თან სდევს მისი მოწმობის უარყოფა. ყურტუბიმ თქვა მას შემდეგ, რაც მოიყვანა უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
«ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ დასცინებს ერთი ხალხი მეორე ხალხს. ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე ....}
სიტყვებამდე:
... რწმენის მიღების შემდგომ ...}
მან თქვა: «თქვეს: მნიშვნელობა ის არის, რომ ვინც თავის ძმას ზედმეტსახელით მოიხსენიებს ან მას დასცინის, ცოდვილია» [188].
[188] ალ-ყურტუბის თაფსირი (ტომი 16, გვერდი 328).
- ეს საქციელი ურწმუნოთა და მუნაფიყთა ზნეობიდანაა, რადგან მათი ჩვევაა მორწმუნეთა დაცინვა ყოველ ეპოქაში.
- ეს იწვევს იმას, რომ დამცინებელი ისეა დაკავებული იმ ადამიანით, ვისაც დასცინის, რომ ავიწყდება ის, რაც უზენაესმა ალლაჰმა დაავალდებულა მას — მისი თაყვანისცემა და უზენაესი ალლაჰის მოხსენიება, როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
{თქვენ კი მასხრად აიგდეთ ისინი ისე, რომ ამან ჩემი ხსოვნაც კი დაგავიწყათ...}
- ის ხშირად ერთვის აკრძალულ ღიიბას (ზურგს უკან სხვის ცუდად ხსენებას); ამდენად, იგი მასში ჩავარდნის გარდაუვალ გზად იქცევა, რადგანაც დამცინავი უმეტესად სხვას მის არყოფნაში — ზურგს უკან — დასცინის და სასაცილოდ აგდებს.
- ხშირად დაცინვა და შეურაცხყოფა არის ხალხის უპატივცემულობის შედეგი; ეს კი დასაგმობი სიამაყის ნაირსახეობაა, რომლის მატარებელი მტკივნეული სასჯელით არის დამუქრებული. და სანდო ჰადისში აბდულლაჰ იბნ მასუდისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით), შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვერ შევა სამოთხეში ის, ვისაც გულში მარცვლის ოდენა სიამაყე ექნება». ერთმა კაცმა თქვა: ყველა ადამიანს უყვარს, რომ მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყოს ლამაზი. მან თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი ლამაზია და უყვარს სილამაზე, სიამაყე არის სიმართლის უარყოფა და ადამიანთა დამცირება» [189].
სიმართლის უარყოფა: მისი უკუგდება და უარყოფა, ქედმაღლურობისა და ძალმომრეობის გამო. ხალხის უპატივცემულობა: ანუ მათთან ცუდად მოქცევა, თავისი სიამაყის გამო.
- ეს არის საზოგადოებაში მტრობისა და სიძულვილის გავრცელების ერთ-ერთი უდიდესი მიზეზი, და შესაძლოა, მის წევრებს შორის ერთმანეთთან ბრძოლაც კი გამოიწვიოს.
- შეიძლება მასში იყოს ალლაჰის ქმნილების დაცინვა; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი სხვას დასცინის მის თანდაყოლილ თვისებებზე — მისი გარეგნობის, ხმის ან კანის ფერის გამო.
- დაცინვა და შეურაცხყოფა დამცინავს აკარგვინებს ავტორიტეტს და მასთან აღარ ტოვებს კეთილშობილურ ზნეობას.
გაფრთხილება:
შეურაცხყოფისა და დაცინვის თავიდან აცილების გზები:
- შიში ალლაჰის წინაშე და მისი მძიმე რისხვის შიში, რომელიც ალლაჰის დაუმორჩილებას მოჰყვება.
– ადამიანმა საკუთარი თავი იმით დაიკავოს, რაც მისთვის სასარგებლოა მისი რელიგიისა და მიწიერი ცხოვრების საკითხებში; რათა საკუთარ თავს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ დაკავდეს ძმების ნაკლოვანებებით.
- ამპარტავნობის დატოვება და ხალხის დამცირებაზე უარის თქმა; ვინაიდან ბევრი მათგანი, ვინც სხვებს დასცინის, ამას სწორედ უბიძგებს საკუთარი გარშემომყოფების მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულება და მათდამი დამცირება.
- ცუდი ამხანაგობის მიტოვება, რომელიც შესაძლოა ამის მიზეზი იყოს; ვინაიდან მათი თავყრილობები ხალხის დაცინვისგან არ იცლება, რასაც ისინი ხუმრობის ერთ-ერთ გზად მიიჩნევენ.
უნდა იცოდეს, რომ მისი ყოველი წყალობა ალლაჰისგანაა, და რომ ალლაჰი ძალმოსილია იმისა, რომ წაართვას მას ის, რაშიც იმყოფება, და ჩააგდოს უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის, ვისაც ის დასცინის.
- უნდა გააფრთხილოს ადამიანმა სხვა, როცა დაინახავს, რომ ის დასცინის თავის მუსლიმ ძმებს, და არ დაეთანხმოს მის ქმედებას, რათა იგი ამ საქმეში არ დაჟინდეს.