Skip to content

მარხვის შეწყვეტა რამადანის ერთ დღეს გამართლების გარეშე

التصنيف الشرعي
الفقهالصيامشهر رمضان

نص الموضوع

უზენაესმა ალლაჰმა მორწმუნეებზე სავალდებულო გახადა რამადანის თვის მარხვა და ბრძანა:

{ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია მარხვა, – როგორც დაწერილა თქვენზე ადრე მყოფთათვის, იქნებ გეშინოდეთ}.

[ალ-ბაყარა: 264].

მარხვა რამადანის თვეში ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთია. აბდულლაჰ იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ამბობს: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში» [174].

(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).

ვინც განზრახ დაარღვევს რამადანის თვეში მარხვას, ან მის რომელიმე დღეს, უმიზეზოდ, მან ურჩობა უჩვენა ყოვლისშემძლე ღმერთს, ხელყო რელიგიის ერთ-ერთი საყრდენი და ჩაიდინა დიდ ცოდვათაგან ერთი დიდი ცოდვა.

თქვა ჰააფიზ აზ-ზაჰაბიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის):

«მორწმუნეთა შორის დადგენილია: ვინც რამადანის მარხვას ტოვებს ავადმყოფობისა და რაიმე გამამართლებელი მიზეზის გარეშე; ის უარესია, ვიდრე მრუში, უკანონო მოსაკრებლების ამკრეფი და ღვინის მუდმივი მსმელი; უფრო მეტიც, მის ისლამშიც კი ეჭვი შეაქვთ და ვარაუდობენ მასზე ერესობასა და ზნეობრივ გახრწნილებას» [175].

[175] იხილეთ: ფაიდ ალ-ყადირ (4/311).

მტკიცებულებები:

საპატიო მიზეზის გარეშე რამადანის რომელიმე დღის მარხვის დარღვევის აკრძალვის მტკიცებულებანი და მისი სისაძაგლისა და ცოდვის სიმძიმის განმარტებანი მრავლადაა; მათგან:

აბუ უმაამამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«როდესაც მე ძილში ვიყავი, მომიახლოვდა ორი კაცი და წამიყვანეს; დავინახე ხალხი, რომლებიც ქუსლებით იყვნენ დაკიდულნი (ანუ ფეხის უკანა მხარე), გახეთქილი ჰქონდათ მათი პირის კუთხეები (ანუ პირის გვერდები) და მათი პირის კუთხეებიდან სისხლი სდიოდათ. ვკითხე: ვინ არიან ესენი? მან მითხრა: ესენი არიან ისინი, ვინც მარხვას არღვევენ მანამდე, ვიდრე ნებადართული გახდება მათთვის მარხვის შეწყვეტა» [176].

[176] გადმოსცა ან-ნასაიმ სუნან ალ-ქუბრაში ნომრით (3273) შემოკლებულად.

მოყვანილია რამდენიმე გადმოცემა, რომლებიც მიუთითებს, რომ საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) სჯიდნენ იმას, ვინც რამადანის დროს გამართლებული მიზეზის გარეშე მარხვას შეწყვეტდა; მათ შორის: უმარ იბნ ალ-ხატტაბს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოუყვანეს ხანდაზმული კაცი, რომელმაც რამადანის დროს ღვინო დალია, და მან თქვა:

«ნესტოებს, ნესტოებს! — ეს არის ხმა, რომელიც ვირის ნესტოდან გამოდის — და ჩვენი შვილები მარხულობენ — ანუ ჩვენი მცირეწლოვნები მარხულობენ, ხოლო შენ მარხვა გახსნილი გაქვს — შემდეგ დასაჯა იგი ოთხმოცი დარტყმით და გადაასახლა შამში».

გადმოცემულია ალი იბნ აბუ ტაალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მასთან მოიყვანეს კაცი, რომელმაც რამადანში ღვინო დალია; მან მას ოთხმოცი დარტყმა მიაყენა, შემდეგ კი მეორე დღეს კიდევ ოცი, და თქვა:

«შენი ღვთის მიმართ სითავხედისა და რამადანში მარხვის შეწყვეტის გამო, ოცი დარტყმა მოგაყენეთ».

გადმოცემულია ალი იბნ აბუ ტაალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

«ვინც რამადანის ერთი დღის მარხვა განზრახ დაარღვია, მას ვერასოდეს შეეძლება მისი ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში».

  • და იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

«ვინც შარიათული მიზეზის გარეშე რამადანის ერთი დღის მარხვას დაარღვევს, მას არ ეყოფა მთელი ცხოვრების მარხვა, თუნდაც იმარხოს» [177].

[177] იხილეთ ამ გადმოცემებისთვის: ალ-მუჰალლა იბნ ჰაზმისგან (4/311).

ზიანი:

რამადანის თვეში გამამართლებელი მიზეზის გარეშე მარხვის შეწყვეტას მრავალი ზიანი ახლავს, მათ შორის:

  • ისლამის საფუძვლებიდან ერთ-ერთის მიტოვება.
  • უზენაესი ალლაჰის ბრძანებების უმნიშვნელოდ ჩათვლა.
  • ალლაჰის მიერ დადგენილი ვალდებულების წინააღმდეგ თავხედური მიდგომა და მარხვის დარღვევა ხალხის თვალწინ; ეს ქმედება არ იმსახურებს ალლაჰის შეწყალებას. ალლაჰის წინაშე ამ გათავხედებულის მარხვის დარღვევას ვერავინ გაიგებს, თუ თვითონ არ გაახმაურებს ამას სიტყვით ან საქმით. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ამბობს: მე მოვისმინე, როგორ თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს» [178].

  • სხვათა წახალისება ამ ცოდვის გავრცელებისკენ, და ალლაჰმა ამაზე სასჯელს შეჰპირდა, თქვა ალლაჰმა:

{ჭეშმარიტად, იმათ, რომელთაც უყვართ, რომ გაავრცელონ უზნეობა მათ შესახებ, ვინც ირწმუნა, მათთვისაა მტანჯველი სასჯელი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით!}

[ან-ნურ: 2].

გაფრთხილება:

რამადანის თვეში, გამართლებული მიზეზის გარეშე, მარხვის შეწყვეტაში ჩავარდნისგან თავის არიდების საშუალებები:

  • მარხვას შეჩვევა ადრეული ასაკიდან; გადმოცემულია არ-რუბაია ბინთ მუ'ავვიზისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აშურას დილას ანსარების სოფლებში ასეთი შეტყობინება გააგზავნა: «ვინც დილას არამარხული შეხვდა, დაე, დღის დარჩენილი ნაწილი მარხვით გაატაროს; ხოლო ვინც დილას მარხული შეხვდა, დაე, იმარხულოს». მან თქვა: შემდგომში ჩვენ ამ დღეს ვმარხულობდით და ჩვენს ბავშვებსაც ვამარხულებდით; მათთვის იჰნისგან(ე.ი.მატყლისგან) სათამაშოს ვამზადებდით; როცა რომელიმე მათგანი საჭმელზე ტიროდა, მას ვაძლევდით, სანამ იფტარის დრო დადგებოდა [179].

  • საკუთარი თავის აღზრდა მოთმინებაზე; აბუ საიდ ალხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც ცდილობს მოითმინოს, ალლაჰი მოუმატებს მას მოთმინებას» [180].

— საკუთარი თავის წახალისება იმაზე, რაც ალლაჰთანაა — მარხვისთვის დიდი საზღაურია. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ალლაჰმა თქვა: ყოველი საქმე ადამის შვილს ეკუთვნის, გარდა მარხვისა, რადგან მარხვა ჩემთვისაა და მე ვაჯილდოვებ მას» [181].

საჰლ ბინ სა‘დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ჭეშმარიტად, სამოთხეში არის კარიბჭე, რომელსაც არ-რაიან ჰქვია. აღდგომის დღეს მასში შევლენ მარხულები, და არავინ შევა მასში მათ გარდა. გამოეცხადებათ: ‘სად არიან მარხულები?’ და ისინი წამოდგებიან. და არავინ შევა მასში მათ გარდა. როცა ისინი შევლენ, ის დაიკეტება და უკვე აღარავინ შევა მასში» [182].