Skip to content

ნათესაური კავშირების გაწყვეტა

نص الموضوع

ნათესაური კავშირის გაწყვეტა, ნათესავებისადმი ცუდად მოქცევა, ან მათი უფლებების შესრულებისგან თავის არიდება დაღუპულთა ნიშანია, რომლებმაც გაწყვიტეს ის კავშირები, რომელთა გამყარებაც ბრძანა ალლაჰმა, მეტიც, ეს დანაშაულია და მძიმე ცოდვათაგან ერთ-ერთია, და ამგვარ დანაშაულს მხოლოდ ის ჩადის, ვისაც გული გაქვავებულია, კეთილშობილება დაკლებული აქვს და პასუხისმგებლობის გრძნობა გამქრალია.

ნათესავები: ისინი არიან მამისა და დედის მხრიდან ახლო ადამიანები, ხოლო ნათესაური კავშირის გაწყვეტა არის: მათი მიტოვება, მათი მონახულებისაგან თავის არიდება, მათ სასიხარულო ამბებში არმონაწილეობა და მათი მწუხარებისას თანადგომის არგამოჩენა. ასევე, სხვების მათზე ამჯობინება ნათესაურ ყურადღებებსა და კერძო დახმარებებში, რომლებზეც მათ სხვებზე მეტი უფლება აქვთ.

მტკიცებულებები:

ნათესაური კავშირის გაწყვეტის აკრძალვაზე მტკიცებულებები ბევრია, მათგან:

თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

ნუთუ, თუ თქვენ ზურგს აქცევთ (ალლაჰის წიგნსა და მისი მოციქული მუჰამმადის ﷺ სუნნას), დაიწყებთ ქვეყნიერებაზე არეულობისა, სისხლისღვრას და ნათესაური კავშირების გაწყვეტას? 22

აი ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაწყევლა [მისი წყალობიდან გარიყა]; მან მათი სმენა დააყრუა (ასე რომ, აღარ ესმით ის, რაც მათთვის სასარგებლოა) და თვალნი დაუბრმავა (რათა ვერ დაინახონ ჭეშმარიტება).

[მუჰამმად: 19]

ყოვლადკურთხეული და უზენაესი ალლაჰი ამბობს:

ხოლო ისინი, რომლებიც არღვევენ აღთქმას ალლაჰთან დადებული ერთგულების შემდეგ (იმ აღთქმას, რომელიც ადამიანთა სულებმა მისცეს ალლაჰს ჯერ კიდევ ამ სამყაროში მოვლინებამდე, რომ მხოლოდ ერთ ალლაჰს აღიარებდნენ ღმერთად), და წყვეტენ იმას, რისი დაკავშირებაც ალლაჰმა უბრძანა (ანუ არღვევენ ნათესაურ და მორწმუნეთა შორის ერთობისა და თანადგომის კავშირებს) და ავრცელებენ მიწაზე არეულობასა და ცოდვებს, მათთვის არის ალლაჰის წყევლა [იგი განაშორებს მათ თავის წყალობას] და მათ ელით ცუდი საცხოვრებელი (ჯოჯოხეთი) 25

(არ-რა'დ: 25)

(...წყვეტენ იმ კავშირებს, რომელთა გამყარებაც ბრძანა ალლაჰმა...)

ანუ: და გაწყვეტენ ნათესაური კავშირებს, რომელთა კავშირი ალლაჰმა მათ უბრძანა [129].

[109] ატ-ტაბარის განმარტება (6/ 625).

  • გადმოცემულია ჯუბაირ იბნ მუტ'იმისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), მან გაიგონა, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«არ შევა სამოთხეში კავშირის გამწყვეტი» [4].

[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).

ანუ ნათესაური კავშირის გამწყვეტი.

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

ალლაჰმა შექმნა ქმნილებები, და როცა დაასრულა მათი შექმნა, ნათესაურმა კავშირმა წამოდგა და მოეჭიდა მოწყალეს სარტყლის ადგილას (ის ადგილი, სადაც იკვრება იზარი). ალლაჰმა თქვა: კმარა! მან თქვა: "ეს არის ადგილი მისთვის, ვინც შენ გეკედლება მისი გაწყვეტისგან! ალლაჰმა თქვა: არ ხარ კმაყოფილი, რომ შევინარჩუნო კავშირი იმასთან, ვინც შენთან შეინარჩუნებს კავშირს, და გავწყვიტო იმასთან, ვინც შენთან გაწყვეტს? მან თქვა: რათქმაუნდა, ო, ღმერთო. თქვა: მაშ ეს იქნება შენთვის. აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი) თქვა: "წაიკითხეთ თუ გნებავთ: ნუთუ, თუ თქვენ ზურგს აქცევთ (ალლაჰის წიგნსა და მისი მოციქული მუჰამმადის ﷺ სუნნას), დაიწყებთ ქვეყნიერებაზე არეულობის გავრცელებას (ურწმუნოებით) და დაღვრით სისხლს და გაწყვეტთ ნათესაურ კავშირებს?. [მუჰამმად: 22]

(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).

აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ნათესაური კავშირი ტახტზეა ჩამოკიდებული და ამბობს: ვინც შეინარჩუნებს ნათესაურ კავშირს, ალლაჰი მასთან კავშირს შეინარჩუნებს, ხოლო ვინც გაწყვეტს ნათესაურ კავშირს, ალლაჰი მასთან კავშირს გაწყვეტს» [132].

ზიანი:

ამ დიდი ცოდვის ზიანებსა და სასჯელებს შორის:

  • ნათესაური კავშირის გამწყვეტი დაწყევლილია უზენაესი ალლაჰის წიგნში, როგორც წინა აიათებში.

აგრეთვე, ალლაჰმა ურჩთა და განადგურებულთა თვისებად გახადა იმის გაწყვეტა, რის შეერთებასაც ალლაჰი უბრძანებს; ამაში შედის ნათესაური კავშირის შენარჩუნებაც. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

(რომელნიც არღვევენ ალლაჰის აღთქმას მისი განმტკიცების შემდეგ და წყვეტენ იმ კავშირებს, რომელთა გამყარებაც ბრძანა ალლაჰმა, და ქვეყნად თესავენ უკეთურებას... ეგენი არიან, ნამდვილად, წაგებულნი 27)

[ალ-ბაყარა: 264].

  • ის, ვინც წყვეტს ნათესაურ კავშირებს, მას სასჯელი ამქვეყნად დაჩქარებულად ეწევა, იმასთან ერთად, რაც მისთვის საიქოში სასჯელად არის შემონახული, აბუ ბაქრათი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომლისთვისაც ალლაჰი უფრო მალე დასჯიდა ადამიანს ამქვეყნად, გარდა იმ სასჯელისა, რომელიც მას ელოდება საიქიოში, როგორც დაუნდობლობა (ძალადობა, უსამართლობა) და ნათესაური კავშირის გაწყვეტა.» [133].

[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).

  • და იმ უდიდეს სასჯელთაგან, რომლითაც ისჯება ნათესაური კავშირის გამწყვეტი, არის ის, რომ მას აეკრძალება სამოთხეში შესვლა. ხოლო ჯუბაირ იბნ მუტ'იმის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
  • ნათესაური კავშირის გამწყვეტის საქმე არ ამაღლდება, და ალლაჰი არ მიიღებს მისგან საქმეს. აბუ ჰურაირამ (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) თქვა: «გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«ჭეშმარიტად, ადამის შვილთა საქმეებს ალლაჰს წარმოუდგენენ ყოველ ხუთშაბათ საღამოს, პარასკევის ღამეს, და არ მიიღება იმ ადამიანის საქმე, რომელმაც გაწყვიტა ნათესაური კავშირები» [135].

[19] გადმოსცა აჰმადმა ნომრით (17634).

გაფრთხილება:

ამ დიდი ცოდვის საფრთხეებში ჩავარდნისგან თავის არიდების საშუალებები ესენია:

  • მუსლიმმა უნდა გაიხსენოს ნათესაური კავშირის შენარჩუნების დიდი ღირსება, რათა ეს მას უბიძგებდეს მის დაცვასა და შენარჩუნებას. და მათგან არის ის რაც: ანას იბნ მაალიქი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: მე გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«ვისაც სურს, რომ მისი სარჩო გაიზარდოს, ან სიცოცხლე გახანგრძლივდეს (ანუ: მისი სიცოცხლე გახანგრძლივდეს), დაე, შეინარჩუნოს ნათესაური კავშირები» [136].

  • ბოროტებაზე სიკეთით პასუხი, და გაწყვეტაზე კავშირის აღდგენა, აბდულლაჰ იბნ 'ამრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებს, რომელმაც თქვა:

«ნამდვილი ნათესაური კავშირის დამყარებელი ის არ არის, ვინც მხოლოდ საპასუხოდ აკეთებს ამას, არამედ ნამდვილი კავშირის დამყარებელი ისაა, ვინც აგრძელებს ნათესაურ კავშირს იმასთან, ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს» [137].

(8) გადმოსცა ალ-ბუხარიმ ნომრით (5885).

  • გამართლების მიღება და შეურაწყოფის პატიება და შემწყნარებლობა, ეს წინასწარმეტყველთა და მოციქულთა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათზე) ზნეობაა. ამის მაგალითად მოჰყავთ იუსუფი (მშვიდობა მასზე): მიუხედავად იმისა, რაც მისმა ძმებმა გაუკეთეს, მან მაინც აპატია მათ და გადააბიჯა მათ საქციელს, რათა მათ შორის თბილი ურთიერთობის კავშირი დაურღვევლად შენარჩუნებულიყო.
  • სიუხვე საკუთარი დროითა და ძალისხმევით, ასევე ქონებით, ნათესავებისადმი, მათგან საპასუხო სიკეთის მოლოდინის გარეშე, მათზე სიკეთის შეხსენებით თავმომწონებისგან თავის არიდება და იმით არ დამძიმება, რისი ტარებაც არ შეუძლიათ, მათთან ურთიერთობაში თავმდაბლობა და კარგი ზნეობა, და მოთმინება, მათი შეცდომებისა და ქმედებების ამაღლებით (გადალახვით), ასევე საუკეთესო აზრის ქონა მათ მიმართ და მათი დადანაშაულებისა და საყვედურის გახშირებისგან თავის შეკავება.
  • ნათესავების ერთმანეთთან დაახლოებაზე ზრუნვა, როგორიცაა მათი მოწვევა საზეიმო შეკრებებზე და ნადიმებზე, მათი მონახულება და მათთან ტელეფონით კავშირის შენარჩუნება.
  • ბავშვების მიჩვევა და მათი აღზრდა ნათესავური კავშირების შენარჩუნებისა და გამყარების მნიშვნელობაზე, რათა ამას მიბაძონ და ცხოვრებაში განახორციელონ, როდესაც გაიზრდებიან.
  • ოჯახური პრობლემების გადაჭრა თათბირებითა და ლმობიერებით, განსაკუთრებით მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
  • ნათესავებთან ურთიერთობაში ფორმალობების თავიდან არიდება, რადგან ეს ხშირად ნათესაური კავშირის გაწყვეტამდე მიდის