نص الموضوع
მშობლებისადმი უპატივცემულობა უდიდეს ცოდვათა შორისაა, და იგი ყველაზე სახიფათოთა შორის არის უზენაეს ალლაჰთან შირქის (მასზე თანაზიარის დადგენის) შემდეგ; ამიტომ უზენაესმა ალლაჰმა თავისი უფლება და მშობლების უფლება არაერთ აიათში ერთად დააყენა, როგორც ეს ხსენებულია უზენაესი ალლაჰის სიტყვებში:
თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანამოზიარედ. და კარგად მოეპყარით მშობლებს...
[ან-ნისა: 31].
ყოვლადკურთხეული და უზენაესი ალლაჰი ამბობს:
და ვუანდერძეთ ადამიანს მისი მშობლები (რომ კარგად მოექცეს მათ). სირთულეს სირთულეზე ითმენდა და ისე ატარა დედამისმა, და მისი მკერდიდან მოწყვეტა ორ წლამდე გრძელდება. მემადლიერე მე და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა დაბრუნება
[ლუყმან: 13],
მშობლებისადმი უპატივცემულობის არსი: ეს არის მშობლებისთვის ნებისმიერი ზიანის მიყენება, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, და მათდამი სიკეთის კეთების მიტოვება.
და ამაში შედის დამორჩილება იმაში, რასაც ისინი უბრძანებენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მას შირქისკენ მოუწოდებენ ან ალლაჰზე დაუმორჩილობისკენ, ამ ორ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს მათ, რადგან არ არის მორჩილება ქმნილებისადმი შემქმნელის დაუმორჩილებაში, თან მათ კარგად მოექცეს და სიკეთით მოეპყროს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
და თუ ისინი გაიძულებენ, რომ თანაზიარად დამიდგინო ის, რისი ცოდნაც შენ არ გაქვს, არ დაემორჩილო მათ და სიკეთე გამოიჩინე მათ მიმართ წუთისოფელში
ქა'ბ ალ-აჰბარს (ალლაჰმა შეიწყალოს ის) ჰკითხეს: რა არის მშობლებისადმი უპატივცემულობა? მან თქვა:
თუ მისი მამა ან დედა დაუფიცებენ, მათ ფიცს არ დაიცავს, თუ რაიმეს უბრძანებენ, მათ ბრძანებას არ დაემორჩილება, თუ რამეს სთხოვენ, არ მისცემს მათ, და თუ მას რამეს ანდობენ, მათ უღალატებს. [116].
[64] იხილე: ალ-ქაბაა'ირ, აზ-ზაჰაბის (გვ. 20).
მტკიცებულებები:
მშობლებისადმი უპატივცემულობის აკრძალვის, აგრეთვე ამ მოქმედების სიმძიმისა და სიბოროტის დამადასტურებელი მტკიცებულებები უამრავია. მათ შორის არის:
უზენაესის სიტყვით:
{და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: უფფ!- არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა.
მათდამი სიკეთით დახარე მოწყალების ფრთები და თქვი: ღმერთო ჩემო, წყალობა უყავ მათ ისევე, როგორც მე აღმზარდეს პატარა}.
[ალ-ისრაა: 32].
აბუ ბაქრათა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
« ნუთუ არ გნებავთ, გამცნოთ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი უპატივცემულობა და სიცრუეზე მოწმობა, ან სიცრუის თქმა» [117].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს დიდ ცოდვებზე, და მან თქვა:
«ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და ცრუმოწმეობა» [118].
გადმოცემულია მუღიირა იბნ შუ'ბასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა თქვენ აგიკრძალათ: დედებისადმი უპატივცემულო მოპყრობა...» [119].
ზიანი:
მშობლებისადმი უპატივცემულობას მრავალი ზიანი აქვს, მათ შორის:
- მშობლებისადმი უპატივცემულობა იმ მიზეზთაგანაა, რის გამოც ალლაჰი მონას განკითხვის დღეს არ შეხედავს და რის გამოც მას სამოთხეში შესვლა აეკრძალება; აბდულლაჰ იბნ უმარის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) გადმოცემით, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სამი კატეგორიის ადამიანი არიან, რომლებისკენაც ალლაჰი არ გაიხედავს აღდგომის დღეს: მშობლების მიმართ ურჩი; ქალი, რომელიც მამაკაცს ემსგავსება; დაიუსი (კაცი, რომელიც არ ეჭვიანობს თავის ოჯახზე) და სამი არ შევა სამოთხეში: მშობლების მიმართ ურჩი; ღვინის მსმელი; და ვინც აყვედრის საკუთარ გაღებულ სიკეთეს» [120].
[120] გადმოსცემს ან-ნასაი ნომრით (2562).
- დაუმორჩილებელი [მშობლების მიმართ] არის ურწმუნო ალლაჰის წყალობის მიმართ და მშობლების სიკეთის მიმართ. თქვა უზენაესმა და დიდებულმა:
(...მემადლიერე მე და შენს მშობლებს, რამეთუ ჩემთანაა დაბრუნება 14)
- მშობლებისადმი დაუმოეჩილებლობა უზენაესი ალლაჰის რისხვის ერთ-ერთი მიზეზია, აბდულლაჰ იბნ უმარისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
ღმერთის კმაყოფილება მშობლის კმაყოფილებაშია, და ღმერთის რისხვა მშობლის რისხვაშია [121].
[81] გადმოსცა ალ-ბუხარიმ ალ-ადაბ ალ-მუფრადში (103).
- მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა ოჯახში იწვევს შერყევას და, შესაბამისად, მთელ საზოგადოებაშიც, ვინც მის მშობლებს სიკეთეს არ გაუკეთებს, არც მისი შვილები გაუკეთებენ მას სიკეთეს, და არც მეზობლებისა და საზოგადოების მიმართ გამოიჩენს სიკეთეს.
გაფრთხილება:
მშობლების უფლების დარღვევის თავიდან აცილების გზები:
- მშობლების თუნდაც მცირე წყენინებისგან თავის არიდება, უზენაესი ამბობს:
(და არ უთხრათ არავითარ შემთხვევაში მათ უჰ)
ეს არის უსიამოვნების ყველაზე დაბალი საფეხური, მისით მიგვანიშნა დანარჩენ, უფრო მძიმე ფორმებზე და აზრი ასეთია: ნუ მიაყენებ მათ უმცირეს უსიამოვნებასაც.
და ნუ უსაყვედურებ მათ [შენ მშობლებს]
ანუ: ნუ გაკიცხავ მათ და არ ელაპარაკო მათ უხეშად,
და უთხარი მათ [შენ მშობლებს] ძვირფასი სიტყვა.
იმგვარი სიტყვებით, რომლებიც მათთვის საყვარელია, პატივისცემითა და თავაზიანობით რბილი და კეთილი სიტყვით, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს მათ გულებს და ამშვიდებს მათ სულებს, ხოლო ეს ყოველივე ვითარებების, ადათ-ჩვეულებებისა და დროების მიხედვით იცვლება [122].
[112] იხილე: ას-საადის თაფსირი (გვ: 148).
- იმის ცოდნა, რომ მშობლები ადამიანთაგან ყველაზე მეტად იმსახურებენ პატივისცემასა და კეთილ მოპყრობას; აბუ ჰურაირასაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
ერთი კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, ადამიანთაგან ვინ იმსახურებს ყველაზე მეტად ჩემს პატივისცემას? უთხრა: «დედაშენი» ჰკითხა: შემდეგ ვინ? უთხრა: «შემდეგ დედაშენი» ჰკითხა: შემდეგ ვინ? უთხრა: «შემდეგ დედაშენი» ჰკითხა: შემდეგ ვინ? უთხრა: «შემდეგ მამაშენი» [123].
— მან უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა ბევრ სიკეთეს აკეთებდეს მშობლებისადმი, ის ვერასდროს გადაუხდის მათ თავის უფლებისამებრ, რადგან მათი უფლება გარდაუვლად აღემატება მის ყველა სიკეთეს. გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«შვილი ვერასდროს გადაიხდის მამამისის წინაშე მის ვალს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი იპოვის მამას მონად, იყიდის მას და გაათავისუფლებს». [124].
[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).
ანუ: შვილს არ ძალუძს მამისადმი არსებული უფლებების სრულად შესრულება და ვერ დაუბრუნებს მას მის მიმართ გაწეულ სიკეთეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავის მამას მონად შეხვდება და გაათავისუფლებს მას.
იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დაინახა კაცი, რომელიც თავის დედას კისერზე ატარებდა და მასთან ერთად ქააბას გარშემო ტავაფს ასრულებდა. იმ კაცმა თქვა: «ო, იბნ უმარ, გგონია, რომ ამით დედის მიმართ ვალი მოვიხადე?» მან მიუგო: «არა, არც მისი მშობიარობის ერთი ტკივილიც კი; თუმცა კარგად მოიქეცი, და ალლაჰი მცირე საქმის გამოც უხვად დაგაჯილდოებს» [125].
[125] იხილეთ: აზ-ზაჰაბის ''ალ-ქაბააირ'' (გვ. 42).
- საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა მშობლების კმაყოფილებისათვის, რაც ალლაჰის გზაზე ჯიჰადის ერთ-ერთ სახეობად ითვლება. როგორც გადმოსცემს აბდულლაჰ იბნ ამრი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ჰადისში გადმოცემულია, რომ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა კაცი და სთხოვა ჯიჰადზე წასვლის ნებართვა, და შუამავალმა ჰკითხა: «მშობლები გყავს?», მან უპასუხა: კი. თქვა: «მაშინ, მათში არის შენი ჯიჰადი» [126].
- საჭიროა ადამიანმა თავი აარიდოს ისეთ საქციელს, რომ ჩხუბისას სხვას არ აწყენინოს და არ შეურაცხყოს მისი მშობლები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს, რომ მეორე მხარემ თავის მხრივ მის მშობლებს მიაყენოს შეურაცხყოფა.გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ყველაზე დიდი ცოდვათაგან ერთია კაცის მიერ საკუთარი მშობლების დაწყევლა». ჰკითხეს: «ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ წყევლის კაცი თავის მშობლებს?» მან თქვა: «კაცი წყევლის სხვა კაცის მამას, ის კი პასუხად წყევლის მის მამას; წყევლის მის დედას, ის კი პასუხად წყევლის მის დედას» [127].
- გულმოდგინება იმისათვის, რომ მშობლები არ დამწუხრდნენ; გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ერთი ადამიანი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და თქვა: "მოვედი, რომ შენთან ჰიჯრაზე (გადმოსახლებაზე) დავდო ფიცი, ხოლო მშობლები ტირილში დავტოვე. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «დაბრუნდი მათთან და გაამხიარულე ისინი ისე, როგორც აატირე» [128].
[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).
- ბავშვებისთვის მშობლების მიმართ კარგი მოპყრობის სწავლება ბავშვობიდანვე.