Skip to content

نص الموضوع

ღვინო (ალკოჰოლური სასმელები) იმ ბოროტებათაგანია, რომლებიც შარიათმა აკრძალა, და დაწყევლილია ყოველი, ვინც მას მოიხმარს ან მონაწილეობს მის წარმოებაში, გაყიდვაში, გადატანაში, ან მის დალევასა და სხვა მსგავსში. ამდენად, ღვინის დალევა დიდ ცოდვათაგანია, რომელიც მის ჩამდენს საიქიოში მკაცრი სასჯელის მუქრის ქვეშ აყენებს, გარდა იმისა, რომ ამქვეყნადაც მრავალი ცუდი შედეგი მოჰყვება მის ჩადენას.

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაცნობა, რომ ღვინის სმის გავრცელება და გახშირება განკითხვის დღის ნიშნებიდან ერთ-ერთია, ანას იბნ მაალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება, დამკვიდრდება უმეცრება, გავრცელდება ალკოჰოლის გამოყენება და გავრცელდება მრუშობა» [76].

[76] გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (80), და მუსლიმი ნომრით: (2671).

ღვინოსთან ერთი და იგივე სამართლებრივ განაჩენს ექვემდებარება ყველაფერი, რაც აბრუებს და გონებას აქრობს, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების ყველანაირი სახეობა და ჰაშიში. ეს ყველაფერი ჰარამია (აკრძალულია), მათგან რაიმეს მიღება არ არის ნებადართული. გადმოსცემს აბდულლაჰ იბნ ომარი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ყოველი მათრობელა ნივთიერება არის ღვინო, და ყოველი მათრობელა ნივთიერება ჰარამია (აკრძალულია). ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და მასზე დამოკიდებულად დარჩება და არ მოინანიებს, საიქიოში ის ღვინოს ვერ დალევს» [96].

[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).

მტკიცებულებები:

ღვინის დალევის აკრძალვის მტკიცებულებები და მისი სისაძაგლისა და დანაშაულის სიმძიმის განმარტება მრავლადაა; მათ შორის:

თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, ღვინო, ყუმარი, კერპები და (სამკითხაო) ისრები სატანის საძაგელ საქმეთაგანაა და განერიდეთ მას – რათა ეგების გადარჩეთ.

სატანას მხოლოდ ის უნდა, რომ მტრობა და სიძულვილი ჩააგდოს თქვენ შორის ღვინითა და ყუმარით; დაგაშოროთ ალლაჰის დიდებას/ხსენებას და ლოცვას. მაშ, ნუთუ თქვენ არ შეწყვიტავთ?

[ალ-მაიდა: 38],

ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:

მე ვუსხამდი ღვინოს ხალხს იმ დღეს, როცა ღვინო აიკრძალა, აბუ ტალჰას სახლში. მაშინ გაისმა მომხმობლის ხმა. აბუ ტალჰამ მითხრა: გადი და ნახე. გავედი და დავინახე, რომ მომხმობელი მოუხმობს: «ჭეშარიტად, ღვინო უკვე აიკრძალა!». მაშინ აბუ ტალჰამ მითხრა: გადი და გადაღვარე იგი! მეც დავღვარე იგი, და ის მედინის ქუჩებში დაიღვარა. [97]

(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).

აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ადამიანი არ ჩადის მრუშობას, როცა ის მრუშობს და ის ამ დროს მორწმუნეა, და არ სვამს ღვინოს, როცა ამ დროს მორწმუნეა» [98].

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ალლაჰმა დაწყევლა ღვინო, მისი მსმელი, მისი ჩამომსხმელი, მისი გამყიდველი, მისი მყიდველი, მისი მწურავი, ის, ვინც მის დაწურვას ავალებს, ვინც მას (ღვინოს) მიიტანს, და ის, ვისთანაც მიაქვთ“» [99].

[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).

გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა: მიანდერძა ჩემმა მეგობარმა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ღვინოს ნუ დალევ, რადგან იგი ყოველი ბოროტების გასაღებია» [100].

[74] გადმოსცა იბნ მააჯამ ნომრით (4019).

გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა:

«არ შევა სამოთხეში ღვინოზე დამოკიდებული» [101].

ზიანი:

და იმ სასჯელთაგან და საფრთხეთაგან, რომლებიც ამ დიდ ცოდვას მოჰყვება:

  • ვინც ღვინოს დალევს, მისი ლოცვა ორმოცი დღის განმავლობაში არ მიიღება, გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ვინც ღვინოს დალევს, მისი ლოცვა ორმოცი დღე არ იქნება მიღებული. თუ მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას. თუ კვლავ დაუბრუნდება, ალლაჰი მის ლოცვას ორმოცი დღე არ მიიღებს. თუ მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას. თუ კვლავ დაუბრუნდება, ალლაჰი მის ლოცვას ორმოცი დღე არ მიიღებს. თუ მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას. ხოლო თუ მეოთხედ დაბრუნდება, ალლაჰი მის ლოცვას ორმოცი დღე არ მიიღებს, და თუ მაშინაც მოინანიებს, ალლაჰი აღარ მიიღებს მის მონანიებას და მას ხაბალის მდინარიდან დაალევინებს». კითხეს: ო, აბუ აბდურრაჰმან, რა არის ხაბალის მდინარე? თქვა: მდინარე, რომელიც ჯოჯოხეთის ბინადართა ჩირქიდან არის [102].

[28] გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით (2140).

თუ ღვინის მსმელი მოკვდება და მასზე არ მოინანია, აკრძალულია მისთვის სამოთხის ღვინო. იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც ამქვეყნად ღვინოს დალევს და შემდეგ არ მოინანიებს, საიქიოში მას ღვინო აეკრძალება» [103].

ის წარმოშობს მტრობასა და შუღლს მუსლიმთა შორის და ანგრევს მრავალ ოჯახს, ბევრი განქორწინება და შვილების გაფანტვა სწორედ ღვინის დალევაზე დამოკიდებულების შედეგია. ვინც ღვინოს სვამს და კარგავს გონებას, უგონოდ რჩება და შესაძლოა ჩაიდინოს ისეთი დამღუპველი ცოდვები, რისგანაც სხეულები შეძრწუნდება. ვინაიდან ღვინო ბოროტებათა დედაა და ყოველი ბოროტების გასაღები.

  • იგი ფლანგავს მის მომხმარებელთა ქონებას იმაში, რაც ზიანს აყენებს და სარგებელს არ მოიტანს; ადამიანს ჰკითხავენ თავისი ქონების შესახებ — საიდან მოიპოვა და რაში დახარჯა. აბუ ბარზა ალ-ასლამი, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით, ამბობს: მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა:

«სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი» [104].

  • ღვინო დარდს დარდზე უმატებს და პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს; და არა ისე, როგორც უქმადმყოფნი ამბობენ: თითქოს იგი სიხარულსა და მხიარულებას მოიტანდეს. და თუ რაიმე სიხარულია, ისიც ყალბი და მოტყუებითი სიხარულია, ცრუ მხიარულება, რომელიც მალე ქრება და მის შემდეგ მოდის სინანული, მწუხარება, მძიმე ფიქრი და დარდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

მათრობელა ნივთიერების მიღება იწვევს მრავალ ფიზიკურ და სულიერ ზიანს, და საკმარისია მისი ზიანიდან ისიც, რომ იგი გონებას აქრობს, რითაც დიდებულმა და ძლევამოსილმა ალლაჰმა ადამიანი პატივით შეამკო.

გაფრთხილება:

და მისი მოხმარებისა და მასზე დამოკიდებულებისგან თავის არიდების საშუალებანი:

  • ალლაჰის ბრძანებისა და აკრძალვის დიდად დაფასება, ბრძანებისადმი სწრაფი მორჩილება და აკრძალულისგან თავის შეკავება; რადგან ადამიანი, როდესაც დარწმუნებულია ალლაჰის წყალობისა და სიბრძნის სრულყოფილებაში — როგორც იმაში, რაც მან შექმნა და წინასწარ განაწესა, ისე იმაში, რაც უბრძანა და აკრძალა — კმაყოფილია თავისი ღმერთის ყველა სწავლებითა და განჩინებით, კეთილგანწყობით იღებს მათ და მიიჩქარის მათი აღსრულებისკენ უხალისობისა და სიძნელის შეგრძნების გარეშე.
  • ცოდნა იმისა, თუ რა მოჰყვება მათრობელა ნივთიერებების მიღებას: უარყოფითი შედეგები, სამარცხვინო ქცევები, დამდაბლება და დამცირება, სირცხვილი და სინანული.
  • ცვლილების სურვილი და შეუპოვრობა; აუცილებელია მტკიცე განზრახვა და მაქსიმალური ძალისხმევის გაღება.
  • ცუდი მეგობრებისგან თავის არიდება და კარგი ზნეობის მქონე ადამიანებთან მეგობრობა; და მაშინ ადამიანი იპოვის მათგან დიდ დახმარებას ალლაჰის ნებით.
  • არსებობს გარკვეული სამედიცინო მკურნალობის საშუალებები, რომლებიც ხელს უწყობენ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირების მკურნალობას; შესაძლებელია მათით სარგებლობა და ექიმებსა და სპეციალიზებულ ცენტრებზე მიმართვა.