Skip to content

نص الموضوع

ქურდობა დიდი ცოდვაა, რომელიც არღვევს ადამიანის სანდოობასა და მის რელიგიას, უზენაესმა ალლაჰმა მასზე სავალდებულოდ დაადგინა სასჯელი ხელის მოკვეთა, როდესაც მისი პირობები არსებობს, და ამ დიდი ცოდვის ჩამდენის რწმენაც უარყო(ალლაჰმა)ამ ცოდვის ჩადენის დროს, და მასზე წყევლაც დააკისრა.

არსებობს სხვა სახეებიც, რომლებიც ქურდობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ მათზე არსებული სამართლებრივი შეფასება განსხვავებულია, მათ შორისაა: გატაცება, ძარცვა და ჯიბის ქურდობა და ამ საძრახ ქმედებებიდან თითოეულს თავისი სამართლებრივი დადგენილება და სასჯელი აქვს.

მტკიცებულებები:

ქურდობის აკრძალულობის მტკიცებულებებიც, და მისი საძაგურობისა და დანაშაულის სიმძიმის განმარტებებიც ბევრია, მათგან:

უზენაესის სიტყვით:

{და ქურდ კაცს და ქურდ ქალს — მოჭერით (ო, მმართველებო) მათი ხელები (როგორც განსაზღვრულია ალლაჰის კანონში) საზღაურად იმის გამო, რაც ჩაიდინეს, როგორც ალლაჰისგან მიცემული დაშინება (სხვებისთვის). ხოლო ალლაჰი არის აღმატებული (თავის მბრძანებლობაში) და ბრძენი (თავის გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებში)!}

[ალ-მაიდა: 38],

იბნ შიჰაბ აზ-ზუჰრიმ თქვა:

«უზენაესმა ალლაჰმა ადამიანთა ქონების ქურდობისათვის სამაგალითო სასჯელად დააწესა ხელის მოკვეთა, და ალლაჰი ძლევამოსილია თავის შურისძიებაში ქურდის მიმართ, ბრძენია იმაში, რაც სავალდებულოდ დაადგინა ქურდის ხელის მოკვეთა.» [88]

[64] იხილე: ალ-ქაბაა'ირ, აზ-ზაჰაბის (გვ. 20).

აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

« მრუში არ მრუშობას, როცა მრუშობს და ის ამ დროს მორწმუნეა, და არ იპარავს, როცა იპარავს და ის, ამ დროს მორწმუნეა» [89].

(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ალლაჰმა დაწყევლა ქურდი, რომელიც მოპარავს ერთ კვერცხს და მისი ხელი უნდა მოიკვეთოს, მოიპარავს თოკს და მისი ხელი უნდა მოიკვეთოს». [90]

აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ხელი იჭრება მეოთხედი დინარის (ღირებულების ქურდობისთვის) და ზემოთ» [91].

გადმოცემულია 'ურვა იბნ აზ-ზუბაირისგან, რომ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს მექქის აღებისას, ერთმა ქალმა ქურდობა ჩაიდინა. მაშინ მისიანებმა უსამა იბნ ზაიდს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მიაშურეს, რომ მისგან შუამდგომლობა ეთხოვათ. 'ურვა ამბობს: როცა უსამამ ამ საქმეზე მას მიმართა, ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სახე შეიცვალა და თქვა:

ნუთუ შენ მელაპარაკები ალლაჰის მიერ დადგენილ სასჯელთაგან ერთ-ერთზე?! უსამამ უთხრა: მიტევება ითხოვე ჩემთვის, ო ალლაჰის შუამავალო. როცა საღამო დადგა, ალლაჰის მოციქული ﷺ ადგა და ხალხს ქადაგებით მიმართა, მან შეაქო ალლაჰი და განადიდა ის, ისე როგორც ეს მას ეკუთვნის, შემდეგ თქვა: ამის შემდეგ: ჭეშმარიტად, განადგურდა თქვენს წინ მყოფი ხალხი, როცა მათ შორის მოიპარავდა ღირსეული, ტოვებდნენ მას, ხოლო როცა სუსტი მოიპარავდა, ასრულებდნენ მასზე სასჯელს. ვფიცავ იმ ერთს, ვისი ხელშიც არის მუჰამმადის სული, თუ ფატიმა მუჰამმადის ასული მოიპარავდა, მე მოვჭრიდი მას ხელს. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა ﷺ უბრძანა იმ ქალის დასჯა და მას ხელი მოჭრეს. ამის შემდეგ მისი მონანიება იყო კარგი და ის გათხოვდა, აიშა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) ამბობდა: ამის შემდეგ ის ჩემთან მოდიოდა და მე მის საჭიროებებს ალლაჰის მოციქულს ﷺ გადავცემდი [92].

ეს მკაცრი სასჯელი – ხელის მოკვეთა – მისი მიზეზია სხვის ქონებაზე ხელყოფა. იგი არის შემაკავებელი და სამაგალითო სასჯელი გაფრთხილება და გაკვეთილი მათთვის, ვინც ხალხის ქონების მოპარვას განიზრახავს იგი ასევე არის ქურდის ცოდვისგან განწმენდა, საზოგადოებაში უსაფრთხოებისა და სიმშვიდის საფუძვლების დამყარება და ხალხის ქონების დაცვა.

ზიანი:

ქურდობას ბევრი ზიანი აქვს, მათ შორის:

  • ქურდობა ეწინააღმდეგება რწმენის სრულყოფილებას, წინამორბედი ჰადისის თანახმად: «არ ჩადის ქურდობას, და ის ამ დროს მორწმუნეა».
  • ქურდს ელოდება სასჯელი საიქიოში, თუ არ მოინანიებს, გარდა იმ სირცხვილისა, რომელსაც იგი ამქვეყნად შეხვდება..
  • ქურდისთვის ხელის მოკვეთის მიზეზი.
  • ქურდის ვედრება უპასუხოდ რჩება, ხოლო აბუ ჰურაირასაგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოცემულია რომ მან თქვა:

«შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოიხსენა კაცი, რომელიც დიდ ხანს იყო მოგზაურობაში, ხელები ჰქონდა აპყრობილი ზეცისკენ და სთხოვდა: ო ღმერთო, ო ღმერთო, ხოლო მისი საკვები, სასმელი და სამოსიც იყო ჰარამი (აკრძალული), და გამოკვებილი იყო ჰარამით, და როგორ მიიღებდა ის პასუხს» [93].

[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).

  • ეს მიუთითებს სულის უღირსობაზე და მდგომარეობის დაკნინებაზე.
  • ადამიანები ქურდს არაფერს ანდობენ, თუნდაც უმნიშვნელოს.

გაფრთხილება:

ქურდობაში ჩავარდნისგან თავის არიდების გზები:

  • ქურდის ხელის მოკვეთით სასჯელის აღსრულება საზოგადოებაში ქურდობის აღკვეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მიზეზად ითვლება.

ამანათის დაცვის წახალისება და ღალატისგან, ქურდობისგან დაშინება.

  • ჰალალი სარჩოს გახსენება მთელი ოჯახისთვის, ასევე ქურდობის ავისმომასწავებელი შედეგისა და მისი გავლენა ოჯახის ყველა წევრზე.
  • ბავშვების აღზრდა პატიოსნებითა და სხვათა უფლებებისა და ქონების ხელყოფისგან თავშეკავებაში, ბავშვის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფა, რათა ეშმაკმა ქურდობა არ შეაგონოს, და მისი განრიდება ცუდი მეგობრებისგან, რომლებიც მის თვალში ასეთ ქცევებს ალამაზებენ.
  • ჰალალი სარჩოთი დაკმაყოფილება და ჰარამის თავიდან აცილება სარჩოს მოპოვებასა და მის გზებში, ამისათვის ძალისხმევის ჩადება და ალლაჰზე ვედრება, და აქვე შედის ის, რაც ჰადისში მოტანილია მოჰამმად მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესახებ:

«ღმერთო ჩემო, მაკმარე შენი ნებადართული და შორს მამყოფე აკრძალულისგან, მომეცი სარჩო შენი წყალობით და ნუ დამტოვებ ნურავის იმედად შენს გარდა» [94].

[28] გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით (2140).