Skip to content

نص الموضوع

მრუშობა დიდი და მძიმე ცოდვაა, რომელიც მიუთითებს რელიგიისა და ზნეობის გახრწნაზე, ხოლო მისი ზიანი ვრცელდება ხალხებსა და საზოგადოებებზე სისუსტით, გახრწნით და დაქცევით.

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ მრუშობის გახშირება და გავრცელება აღსასრულის ნიშნთაგან ერთ-ერთია; ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება, დამკვიდრდება უმეცრება, გავრცელდება ალკოჰოლის გამოყენება და გავრცელდება მრუშობა» [76].

[76] გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (80), და მუსლიმი ნომრით: (2671).

მტკიცებულებები:

მრუშობის აკრძალვის მტკიცებულებები და მისი საძაგლობისა და დანაშაულის სიმძიმის განმარტება ბევრია, მათგან:

თქვა დიდებულმა:

და არ მიუახლოვდეთ მრუშობას [თავი აარიდეთ თვით იმ მიზეზებსაც, რომლებმაც შეიძლება მიგიყვანოთ მასთან], რადგან იგი [მრუშობა] სიბილწეა [ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საქმე] და ბილწი როგორც გზაა

[ალ-ისრაა: 32].

და თქვა დიდებულმა:

მრუში ქალი და მრუში კაცი (თუ ისინი ადრე ქორწინებაში არ ყოფილან) თითოეულს ასი დარტყმა მიაყენეთ შოლტით. და ნუ შეგეცოდებათ ისინი ალლაჰის კანონის აღსრულებისას, რომ არ დატოვოთ სასჯელი ან არ შეამსუბუქოთ იგი, თუ თქვენ გწამთ ალლაჰის და უკანასკნელი დღის. და დასჯის დროს იქ იმყოფებოდეს მორწმუნეთა საზოგადოება [ რათა ეს იყოს მათთვის, გაფრთხილება და შეგონება]

[ან-ნურ: 2].

ყოვლადკურთხეული და უზენაესი ალლაჰი ამბობს:

(და ისინი) რომლებიც, არ მოუხმობენ (არ თაყვანს სცემენ) ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთს, და არ კლავენ სულს, რომლის მოკვლაც ალლაჰმა აკრძალა, თუ არა მხოლოდ სიმართლით, და არ ჩადიან მრუშობას. ხოლო ვინც ამას ჩაიდენს, ის შეხვდება (ამისთვის) სამარადისო ცხოვრებაში სასჯელს

გაორმაგდება მისთვის სასჯელი აღდგომის დღეს, და იგი დარჩება მასში სამუდამოდ, დამცირებული 69

გარდა მათისა, ვინც მოინანა (ალლაჰის წინაშე გულწრფელი სინანულით) და ირწმუნა (შემდეგ) კეთილ საქმეებს აკეთებდა ალლაჰი მათთვის შეცვლის მათ ბოროტ საქმეებს კეთილ საქმეებად და ალლაჰი არის შემნდობი (მათ მიმართ, ვინც სინანულს გამოთქვამს) და მოწყალე (თავისი მონებისადმი, რადგან იგი მოუხმობს მათ მონანიებისაკენ 70)

[ალ-ფურყაან: 68-70]

აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ადამიანი არ ჩადის მრუშობას, როცა ის მრუშობს და ის ამ დროს მორწმუნეა» [77].

(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან შეგქმნა შენ». მე ვთქვი: ჭეშმარიტად, ეს დიდი ცოდვაა, შემდეგ ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «საკუთარი შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ ის შენთან ერთად დაიწყებს ჭამას», ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «მრუშობა მეზობლის ქალთან» [78].

გადმოცემულია 'უბაადა იბნ საამითისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე:

აიღეთ ჩემგან, აიღეთ ჩემგან, დაუქორწინებელი დაუქორწინებელთან — ასი მათრახის დარტყმა და ერთი წლით გადასახლება, ხოლო დაქორწინებული ქორწინებულთან ასი მათრახის დარტყმა და ქვებით ჩაქოლვა» [79].

[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).

მრუშობის ყოველი სახეობა აკრძალულია და დიდი ცოდვაა, თუმცა მრუშობის ზოგი სახეობა ალლაჰის წინაშე უფრო დიდ სიბრაზესა და სიძულვილს იწვევს, ვიდრე სხვანი. მრუშობის ყველაზე მძიმე და ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი სახეებია:

  • მაჰრამებთან მრუშობა: ალ-ბარა იბნ 'ააზიბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:

„მე შევხვდი ჩემს ბიძას და მას თან ჰქონდა დროშა. ვკითხე: საით მიემართები? მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამგზავნა იმ კაცთან, რომელმაც ცოლად შეირთო მამის ცოლი, და მიბრძანა, რომ კისერი მოვკვეთო და მისი ქონება ავიღო [80].

[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).

  • მეზობლის ცოლთან მრუშობა: გადმოცემულია ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებს მრუშობის შესახებ ჰკითხა. მათ თქვეს: «აკრძალულია, აკრძალა ალლაჰმა და მისმა მოციქულმა». მან თქვა: «თუ კაცი ათ ქალთან იმრუშებს, ეს მისთვის უფრო მსუბუქია, ვიდრე მეზობლის ცოლთან მრუშობა» [81].

[81] გადმოსცა ალ-ბუხარიმ ალ-ადაბ ალ-მუფრადში (103).

  • მოჯაჰიდების ცოლებთან მრუშობა: სულეიმან იბნ ბურაიდასგან, მისი მამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«მუჯაჰიდთა ცოლების ხელშეუხებლობა მათთვის, ვინც უკან დარჩნენ, ისეთივეა, როგორც მათი დედების ხელშეუხებლობა. და იმ უკან დარჩენილთაგან არ არის ისეთი კაცი, რომელიც მუჯაჰიდის ოჯახში მის ადგილს დაიკავებს და მათ მიმართ ღალატს ჩაიდენს, რომ აღდგომის დღეს მის წინაშე არ დააყენონ და ის, ვისაც უღალატა, მის საქმეებიდან აიღებს, რასაც ინებებს.და რა გგონიათ თქვენ?» [82]

  • ხანდაზმულთა მრუშობა: აბუ ჰურეირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«სამი კატეგორიის ადამიანი არიან, ვისთანაც ალლაჰი არ დაელაპარაკება აღდგომის დღეს, არ განწმენდს მათ, არ შეხედავს მათ და მათთვის მტკივნეული სასჯელი იქნება: მოხუცი, რომელიც ჩადის მრუშობას, მატყუარა მეფე, ღარიბი, რომელიც ქედმაღლობს» [83].

ზიანი:

მრუშობას მრავალი ზიანი აქვს, მათ შორის:

  • მრუშობის ჩადენის დროს მონასგან რწმენა შორდება; ხოლო როცა მოინანიებს, რწმენა მას კვლავ უბრუნდება. აბუ ჰურაირას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით) გადმოცემით: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«როცა ადამიანი მრუშობს, რწმენა მას ტოვებს იგი მის ზემოთ ჩრდილივით იქნება, ხოლო როდესაც ის თავს დაანებებს რწმენა მას დაუბრუნდება» [84].

  • მრუშობა იწვევს ალლაჰის სიბრაზეს, მის მოძულებას და მის სასჯელს.
  • ამქვეყნად მას ეკისრება შარიათით დადგენილი სასჯელი: თუ დაქორწინებულია — ქვებით ჩაქოლვა სიკვდილამდე; ხოლო თუ დაუქორწინებელია მათრახით ასი დარტყმა.
  • მრუშობა იწვევს გვარეულობათა აღრევას, ამის შედეგად ოჯახები იშლება, მათ შორის დამკვიდრდება გაუცხოება და საზოგადოება ინგრევა.
  • ისეთი დაავადებების გამოჩენა, რომლებიც წინა ეპოქებში არ არსებობდნენ, მაგალითად, შიდსი.
  • მრუშობა აქრობს მორიდებულობასა და სანდოობას.

გაფრთხილება:

ზინას დანაშაულში ჩავარდნისგან თავის არიდების საშუალებები:

ქორწინება ზინასგან დაცვის ყველაზე მძლავრ მიზეზთაგანია, ხოლო ვისაც არ შეუძლია ქორწინება, მას ევალდებულება მარხვა. გადმოსცა აბდულლაჰ იბნ მასუდმა (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით), მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელმაც თქვა:

«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან] დაცვა» [85].

  • სხეულის ორგანოების დაცვა და მზერის არიდება, როგორც თქვა უზენაესმა:

უთხარი (ო, წინასწარმეტყველო) მორწმუნე კაცებს, რომ დახარონ თავიანთი თვალები [არ შეაჩერონ მზერა იმ ქალებზე, რომელთა ყურებაც აკრძალულია, და ასევე სხეულის იმ ნაწილებზე, რომელთა ყურებაც სხვა კაცებშიც აკრძალულია], და დაიცვან თავიანთი სასქესო ორგანოები [მრუშობისა და მამათმავლობისაგან, და არ გამოაჩინონ ის, რაც დაფარული უნდა იყოს]. ეს მათთვის უფრო უკეთესია. ჭეშმარიტად, ალლაჰი მცოდნეა იმისა, რასაც ისინი აკეთებენ!

და უთხარი (ო, შუამავალო) მორწმუნე ქალებს: დახარონ თავიანთი თვალები [არ შეხედონ უცხო კაცებს და არც სხეულის იმ ნაწილებს, რომელთა ყურებაც არ არის ნებადართული კაცებშიც და ქალებშიც].

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაუწერა ადამის ძეს თავისი წილი მრუშობიდან, ამის მიღწევა გარდაუვალია. თვალის მრუშობა არის მზერა, ენის მრუშობა მეტყველება, სული ნატრობს და მიილტვის, ხოლო სასქესო ორგანო ამას ან დაადასტურებს, ან უარყოფს» [86].

  • უცხო ქალთან განმარტოება აკრძალულია; იბნ აბასმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, როგორ ამბობდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ნურასდროს იქნება კაცი ქალთან მარტო, თუ მასთან ერთად არ არის მაჰრამი» [87].

  • მუსლიმი ქალის ჰიჯაბის ვალდებულება, რომელიც ალლაჰმა უბრძანა სურებში „ან-ნურ“ და „ალ-აჰზაბ“, და თავის არიდება გამოპრანჭვისგან, რაც შარიათმა აკრძალა.
  • არ უნდა შედიოდე პორნოგრაფიულ საიტებზე და არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ცუდ მეგობრებთან იქნება ეს კაცები თუ ქალები.

მონანიებისკენ წახალისება მისი სამი პირობის მიხედვით (მრუშობის მიტოვება, სინანული და მტკიცე განზრახვა იმაზე, რომ აღარასდროს დაუბრუნდება ამ ცოდვას). უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, როცა აღწერს ყოვლადმოწყალის მონებს:

და არ მრუშობენ. ხოლო ვინც ამას ჩაიდენს, იგი შეხვდება ამის საზღაურს მარადიულ ცხოვრებაში