نص الموضوع
ლოცვას მაღალი ადგილი უკავია ისლამში; იგი არის სარწმუნოების საყრდენი და შაჰადათის შემდეგ პირველი მსახურება. აბდულლაჰ იბნ ომარი, ალლაჰი იყოს ორივეთით კმაყოფილი, ამბობს: ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:
«ისლამი დაფუძნებულ იქმნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში» [55].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
ლოცვის მიტოვება უდიდეს ცოდვათაგანაა და მის ჩამდენს ქუფრის (ურწმუნოების) საშიშროება ემუქრება. ჯააბირის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოცემით, მან თქვა: „მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, ადამიანს და შირქსა და ურწმუნოებას შორის გამყოფი ზღვარი არის ლოცვის მიტოვება» [56].
[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).
მტკიცებულებები:
ლოცვის მიტოვების აკრძალვის მტკიცებულებები და მისი საშინელების და დანაშაულის სიმძიმის განმარტება მრავალია, მათ შორისაა:
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
(და მათ [ვინც ალლაჰმა სიკეთით დააჯილდოვა] გაჰყვნენ შთამომავლები, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და გაჰყვნენ ვნებებს, და ისინი წააწყდებიან განადგურებას (და დაღუპვას) ჯოჯოხეთში 59)
[მარიამ: 59]
ანუ: მათ დაეწევათ გაორმაგებული მკაცრი სასჯელი, ხოლო მუფასირები აღნიშნავენ, რომ ლოცვის უგულებელყოფა არის ან მისი სრულად მიტოვება, ან და მათი დაგვიანებით ლოცვა [57].
[57] იხილეთ: თაფსირ იბნ ქასიირ (5/243).
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
(შემდეგ ისინი კითხავენ ურწმუნოებს, რომლებიც ჯოჯოხეთში იტანჯებიან): «რამ შეგიყვანათ თქვენ (ჯოჯოხეთის ფენაში) ას-საყარში? 42
მათ [ჯოჯოხეთში დატანჯულები] ეტყვიან (სამოთხის ბინადართ): «ჩვენ (მიწიერ ცხოვრებაში) მლოცველთა რიგებში არ ვიყავით 43)
(ალ-მუდასსირ: 42-43).
ლოცვის მიტოვება ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზთაგანაა, ალლაჰმა გვიხსნას მისგან.
ასევე, თქვა დიდებულმა და ძლევამოსილმა:
სიმწარე [მძიმე სასჯელი] (სამსჯავროს დღეს) იმ მლოცველებს,
რომლებიც თავიანთ ლოცვებს უგულებელყოფენ [არ ასრულებენ თავის დროზე და სწორად].
(ალ-მაა'უუნ: 4-6)
თქვა ას-სა'დიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
«და ვაი იმ მლოცველთ», ანუ: რომლებიც ასრულებენ ლოცვას, თუმცა «რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი», ანუ: მას უგულებელყოფენ, თავის დროზე არ ასრულებენ, მის სავალდებულო საფუძველს გამოტოვებენ. ეს იმიტომ არის, რომ ალლაჰის ბრძანებას არ აქცევენ ყურადღებას ლოცვა უგულებელყვეს, რომელიც არის მორჩილებათა შორის უმნიშვნელოვანესი და ალლაჰთან დაახლოების საუკეთესო საშუალებათა შორის. [58]
[11] ას-საადის თაფსირი (გვ: 324).
ბურაიდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«აღთქმა ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვაა, და ვინც მიატოვა ლოცვა ურწმუნო გახდა» [59].
[28] გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით (2140).
გადმოცემულია შაყიყ იბნ აბდულლაჰისგან (იგი თაბი'ინთაგან ერთ-ერთია), რომელმაც თქვა:
«მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები არ მიიჩნევდნენ არცერთი საქმის მიტოვებას ურწმუნოებად, გარდა ლოცვისა». [60]
ზიანი:
ლოცვის მიტოვებას აქვს მრავალი ზიანი, მათ შორის:
- ისლამის დიდი და აშკარა ნიშნებიდან ერთ-ერთის დაკარგვა.
- ლოცვის მიმტოვებელი იმ საფრთხის წინაშეა, რომ ურწმუნოებაში ჩავარდეს, ღმერთმა დაგვიფაროს! ფიყჰის სწავლულებში აზრთა სხვადასხვაობაა: ნუთუ ის არის ურწმუნო, რომელზეც ვრცელდება ურწმუნოთა შესახებ დადგენილი განჩინებები? თუ ის დიდ ცოდვათაგან ერთ-ერთის ჩამდენია?
- ლოცვის მიმტოვებელს არ აქვს წილი ისლამში,
«მისვარი იბნ მახრამა გადმოსცემს, რომ ის შევიდა უმარ ბინ ალ-ხატტაბთან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იმ ღამეს, როცა იგი დაჭრეს, და გააღვიძა უმარი დილის ლოცვისთვის. მაშინ უმარმა თქვა: დიახ, და ვინც ლოცვას ტოვებს, მას არ აქვს წილი ისლამში. შემდეგ უმარმა ილოცა, მაშინ როცა მისი ჭრილობიდან სისხლი უხვად გადმოდიოდა». [61]
[61] მუვატტა მაალიქის ნომრით: (51).
სისხლი გამოედინება: მიედინება და იფრქვევა.
თქვა ალ-ბააჯიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
ომარის სიტყვები: «არ აქვს წილი ისლამში მას, ვინც ლოცვას ტოვებს» ნიშნავს: რომ მას არ აქვს წილი ისლამში და მისი საქმეები არ იქნება მიღებული; რადგან ლოცვა ისლამის საქმეებიდან პირველია მიღებით და მნიშვნელობით უმაღლესი. მაშ, ვინც ლოცვას ტოვებს, უქმდება მისი წილი ისლამის დანარჩენ საქმეებში, არ სარგებლობს მათით და მათგან არ აქვს წილი [62].
[62] იხილეთ: ალ-მუნთაყა შარჰ ალ-მუატტა' (1/86).
- ლოცვის მიტოვება იმედგაცრუება და მარცხია ყიამეთის დღეს; გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, აღდგომის დღეს მონას საქმეებიდან პირველი, რაზეც დაეკითხებიან, არის მისი ლოცვა თუ ლოცვა სწორი აღმოჩნდა, იგი წარმატებულია და ხსნა ჰპოვა, ხოლო თუ ლოცვა გაფუჭდა, იგი წარუმატებელია და იზარალა» [63].
აუნ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა:
«ჭეშარიტად, როცა ადამიანს საფლავში ჩაასვენებენ, მას ჰკითხავენ ლოცვაზე — პირველ რიგში სწორედ ლოცვაზე ჰკითხავენ, თუ იგი მისთვის მიღებულ იქნა, მაშინ მის დანარჩენ საქმეებსაც შეხედავენ, ხოლო თუ არ იქნა მიღებული, ამის შემდეგ მის საქმეებიდან არაფერს აღარ შეხედავენ». [64]
[64] იხილე: ალ-ქაბაა'ირ, აზ-ზაჰაბის (გვ. 20).
-ვინც ერთ ლოცვას მიტოვებს, ალლაჰი მასზე განრისხდება, თქვა იბნ აბბასმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით):
«ვინც განზრახ ტოვებს ერთ ლოცვას, შეხვდება უზენაესს ალლაჰს და იგი მასზე განრისხებულია» [65].
- ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანეს ლოცვის მიმტოვებელთა წინააღმდეგ ბრძოლა, აბდულლაჰ იბნ უმარის (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მათით) გადმოცემით, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მე მებრძანა რომ ვებრძოლო ხალხს, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. ასევე, რომ აღასრულონ ლოცვა და გადაიხადონ ზაქათი. თუ ისინი ამას გააკეთებენ, დაცულნი იქნებიან ჩემგან თავიანთი სიცოცხლითა და ქონებით, გარდა ისლამის მიერ დადგენილი უფლებებისა, ხოლო მათი ანგარიში ალლაჰთანაა» [25].
- სინათლისგან მოკლებულობა, რომლის შესახებ ალლაჰის შუამავალმა ﷺ გვაუწყა, როგორც თქვა:
«ლოცვა სინათლეა» [67].
- ლოცვის დატოვება მუსლიმურ საზოგადოებაში ავრცელებს სიბილწეებსა და მიუღებელ ქმედებებს; რადგან მუსლიმთა ლოცვის დაცვა იცავს მათ და საზოგადოებას სიბილწისა და მიუღებელი ქმედებისგან როგორც თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
(...აღასრულე ლოცვა, ვინაიდან ჭეშმარიტად ლოცვა აცილებს (მლოცველს) საძაგელ საქმეთა და დაგმობილი ქმედებებისაგან...)
[ალ-'ანქაბუუთ: 45]
გაფრთხილება:
ლოცვის მიტოვების დიდ ცოდვაში ჩავარდნის თავიდან აცილების გზები:
- ლოცვის უდიდესი მნიშვნელობის ცოდნა ისლამში და ამის სწავლა წმინდა ყურანიდან და წმინდა სუნნიდან.
- მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერის შესწავლა, ხოლო მაალიქ იბნ ალ-ჰუაირისი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ილოცეთ ისე, როგორც მე მხედავთ, რომ ვლოცულობ»[67].
- სავალდებულო ლოცვების მეჩეთში ჯამაათით შესრულებაზე ზრუნვა, და მუსლიმმა არ უნდა დაუშვას, რომ რამემ მას ლოცვის თავის დროზე შესრულებისგან შეაკავოს. თქვა ალლაჰმა:
ო, მორწმუნენო! ნუ მოგაცდენთ ალლაჰის ხსენებას [ღმერთისმსახურებასა და მორჩილებას] თქვენი ქონება და შვილები. ხოლო ვინც ამას ჩაიდენს ისინი სამსჯავროს დღეს დამარცხებულნი აღმოჩნდებიან.
[ალ-მუნაფიყუნ: 9]
თქვა იბნ ჰაჯარ ალ-ჰაითამმა:
«მუფასსირთა ჯგუფის თქმით: აქ „ალლაჰის ხსენებით“ იგულისხმება ხუთივე ლოცვა. მაშ, ვინც ლოცვას თავის დროზე თავი აარიდა საკუთარი ქონების გამო როგორიცაა ვაჭრობა ან ხელობა ან შვილის გამო, ის განადგურებულთაგანია».[68]
[31] იხილეთ: ''აზ-ზავაჯირ ა'ნ იყთირააფ ალ-ქაბააირ'' (1/162).
- გაერიდე ცუდ მეგობრებს და ცოდვის ჩამდენ პირებს, რომლებიც ლოცვებს უგულებელყოფენ.
- ბავშვების ლოცვაზე შეჩვევა ადრეული ასაკიდან, გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«უბრძანეთ თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლის გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან» [69].
[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).
- ნებაყოფლობითი ლოცვების ხშირი შესრულება; რადგან ისინი ანაზღაურებენ სავალდებულო ლოცვებში არსებულ ხარვეზს; აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: მე გავიგონე, როგორ ამბობდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«განკითხვის დღეს, მის საქმეებიდან, პირველი რაზეც ადამიანს პასუხს მოსთხოვენ — მისი ლოცვაა; თუ იგი გამართულია გადარჩა და წარმატებას მიაღწია, ხოლო თუ გაფუჭებულია დაიკარგა და განადგურდა. და თუ მის სავალდებულო ლოცვაში რამე ნაკლია, ამბობს უფალი უზენაესი და დიდებული: შეხედეთ, აქვს თუ არა ჩემს მონას ნებაყოფლობითი ლოცვები; და მათით შეივსება ის, რაც სავალდებულოს აკლდა. შემდეგ მისი დანარჩენი საქმეებიც ამავე წესით იქნება შეფასებული». [70]
- ლოცვის შესრულებისას მიღებული დიდი საზღაურის გაცნობიერება; რადგან ის არის ყველაზე საყვარელი საქმე, რომელსაც მუსლიმი აღასრულებს ალლაჰისადმი მორჩილების სახით; ასევე, იგი არის ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ალლაჰის მონა უკავშირდება თავის შემქმნელს, ევედრება მას და სთხოვს მის შემწეობას.
ლოცვის მისი დროის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ შესრულების აუცილებლობაზე ზრუნვა და ყურადღების მიქცევა; ამისთვის შეიძლება ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ამაში ეხმარება, მაგალითად: მაღვიძარას დაყენება, მეგობრისგან შეხსენების თხოვნა, ან ისეთი წყაროს თვალყურის დევნება, რომელშიც ლოცვების დროები ზუსტად არის მითითებული, და სხვა მსგავსი საშუალებები.
ملاحظات
[55] رواه البخاري برقم (8)، ومسلم برقم (21).
[56] رواه مسلم برقم (134).
[57] ينظر: تفسير ابن كثير (5/ 243).
[58] تفسير السعدي (ص: 935).
[59] رواه الترمذي برقم (261).
[60] رواه الترمذي برقم (2622).
[61] موطأ مالك برقم (51).
[62] المنتقى شرح الموطأ (1/ 86).
[63] رواه الترمذي برقم (413).
[64] الكبائر للذهبي (ص: 20).
[65] الكبائر للذهبي (ص: 20).
[66] رواه البخاري برقم (25)، ومسلم برقم (22).
[67] رواه مسلم برقم (223).
[67] رواه البخاري برقم (631)، ومسلم برقم (674).
[68] الزواجر عن اقتراف الكبائر (1/ 220).
[69] رواه أبو داود برقم (495).
[70] رواه الترمذي برقم (413).