რია (თავმომწონეობა, მოჩვენებითობა)
- التصنيف الشرعي
- الأدعية والأذكار والرقائقالرقائق والمواعظأمراض القلوب
- الموضوعات
- أعمال القلوب المذمومةالرياء
نص الموضوع
რია (სხვის დასანახად შესრულებული ქმედება) დიდი ცოდვათაგან ერთ-ერთია, რომელიც ანადგურებს კეთილ საქმეებს; რადგან ის შირქის (მრავალღმერთიანობის) ერთ-ერთი სახეობაა, რისგანაც შარიათი გვაფრთხილებს, და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია...» [45].
[19] გადმოსცა აჰმადმა ნომრით (17634).
რიას არსი ისაა: მონა ქმედებას ისე ასრულებს, რომ მისით მხოლოდ ალლაჰის სახეს არ ეძებს; იქნება მისი ქმედება მხოლოდ ადამიანებისთვის გაკეთებული, ან იყოს ალლაჰისთვის, მაგრამ პარალელურად ადამიანების დასანახადაც ორივე რიაა.
შეიძლება, რია თავად რწმენის საფუძველში იყოს და მაშინ იგი ურწმუნოება (ქუფრი) და ნიფაყი (ფარისევლობა) იქნება, ასევე შეიძლება ის გამოჩნდეს ზოგიერთ ქმედებაში, რომელიც რწმენის საფუძველს არ შეადგენს, და ამ შემთხვევაში იგი პატარა შირქია.
მტკიცებულებები:
გადმოცემულია მტკიცებულებები რიას აკრძალვაზე, მათგანია:
თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გააბათილოთ თქვენი მოწყალებანი დაყვედრებითა და წყენით, იმის მსგავსად, ვინც ხალხის დასანახად ხარჯავს თავის ქონებას და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი...
[ალ-ბაყარა: 264].
და თქვა დიდებულმა:
უეჭველად, ფარისევლები ალლაჰს ატყუებენ, მაგრამ ისაა მათი მომტყუებელი*. როცა ლოცვაზე დგებიან, – დგებიან ზანტად, ხალხის დასანახად...
[ან-ნისა: 31].
ყოვლადკურთხეული და უზენაესი ალლაჰი ამბობს:
ვინც იმედოვნებს თავის ღმერთთან შეხვედრას (სასჯელის შიშით და ჯილდოს იმედით), დაე, შეასრულოს კეთილი საქმე (ალლაჰის დადგენილებასთან შესაბამისობაში) და არავინ დაუდგინოს თანამოზიარედ თავის ღმერთს ღვთისმსახურებაში [ანუ თავისი მსახურება მხოლოდ ალლაჰს მიუძღვნას]
[ალ-ქაჰფ: 110].
ანუ : ალლაჰს თანაზიარი არ დაადგინოს და თავის ქმედებას არ აასრულოს ვინმეს დასანახად.
სიმწარე [მძიმე სასჯელი] (სამსჯავროს დღეს) იმ მლოცველებს,
რომლებიც თავიანთ ლოცვებს უგულებელყოფენ [არ ასრულებენ თავის დროზე და სწორად].
რომლებიც თავიანთ კეთილ საქმეებს ადამიანების საჩვენებლად აკეთებენ 6)
(ალ-მაა'უუნ: 4-6)
ზიანი:
''რია''-ს ზიანები:
-რია სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვედრის მიზეზია, თუ იგი რწმენის საფუძველში ჩნდება; რადგან მაშინ ეს არის ურწმუნოება და თვალთმაქცობა. როგორც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
და როცა მორწმუნეებს შეხვდებიან, ამბობენ, ჩვენც ვირწმუნეთ, ხოლო როდესაც თავიანთ სატანებთან განმარტოვდებიან, ეუბნებიან: რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ჩვენ მხოლოდ მათი დამცინავნი ვართ 14)
უეჭველად, ფარისევლები ყველაზე დაბლა იქნებიან ცეცხლში და ვერ ჰპოვებ მათთვის დამხმარეს.
- რია არის მის ჩამდენის საქმის გაუქმების მიზეზი. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვა ყოვლადკურთხეულმა და უზენაესმა ალლაჰმა: მე სრულიად მდიდარი ვარ თანამოზიარეებზე, რომ თანაზიარი დამიდგინონ. ვინც რაიმე საქმეს შეასრულებს და თანაზიარს დამიდგენს მასში, მე მივატოვებ მას და მის მრავალღმერთიანობასაც"» [46].
[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).
მაშასადამე, თვალთმაქცს საიქიოში არ ექნება რაიმე საზღაური იმ საქმეებზე, რომლებიც ხალხის გულისთვის შეასრულა. მაჰმუდ იბნ ლაბიდისგან (ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით) გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია (სხვის დასანახად შესრულებული ქმედება), განკითხვის დღეს, როცა ყველა ადამიანი თავისი ნამოქმედარის საფასურს მიიღებს უზენაესი ალლაჰი იტყვის: წადით იმათთან, ვის დასანახავადაც აკეთებდით იმქვეყნად ქმედებებს, და ნახეთ, მოიპოვებთ თუ არა მათგან რაიმე საზღაურს!» [47].
- რია ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზია; აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ადამიანთაგან პირველი, ვისზეც განაჩენს გამოიტანენ განკითხვის დღეს, იქნება კაცი, რომელიც შაჰიდი გახდა. მას მოიყვანენ, და ალლაჰი შეახსენებს მას თავის წყალობებს, და ის აღიარებს მათ. ალლაჰი ჰკითხავს: "აბა, რას აკეთებდი მათით? ის პასუხობს: შენს გულისთვის ვიბრძოდი, ვიდრე შაჰიდი არ გავხდი. იტყვის: ტყუილია! არამედ ებრძოდი იმისთვის, რომ ეთქვათ: მამაციაო — და უკვე ითქვა! შემდეგ მიეცემა ბრძანება მის შესახებ და სახით ითრევენ, ვიდრე ჯოჯოხეთში ჩააგდებენ. და კაცი, რომელმაც შეისწავლა ცოდნა, ასწავლიდა მას და ყურანს კითხულობდა — მას მოიყვანენ, და ალლაჰი შეახსენებს მას თავის წყალობებს, და ის აღიარებს მათ. ალლაჰი ჰკითხავს: აბა, რას აკეთებდი მათით? ის პასუხობს: ვსწავლობდი ცოდნას, მასაც ვასწავლიდი და შენს გულისთვის ვკითხულობდი ყურანს. იტყვის (ალლაჰი): ტყუილია! არამედ ცოდნას სწავლობდი იმისთვის, რომ ეთქვათ: სწავლულიაო, და ყურანს კითხულობდი იმისთვის, რომ ეთქვათ: ეს არის მკითხველიო და უკვე ითქვა! შემდეგ მიეცემა ბრძანება მის შესახებ და სახით ითრევენ, ვიდრე ჯოჯოხეთში ჩააგდებენ. და კაცი, რომელსაც ალლაჰმა გაუხსნა სიუხვე და დოვლათის ყოველი სახეობა მისცა — მას მოიყვანენ, და ალლაჰი შეახსენებს მას თავის წყალობებს, და ის აღიარებს მათ. ალლაჰი ჰკითხავს: აბა, რას აკეთებდი მათით?" ის პასუხობს: არცერთი გზა არ დამიტოვებია, რომელშიც გიყვარს, რომ დაიხარჯოს, რომ მასში შენთვის არ დამეხარჯოს". იტყვის: "ტყუილია! არამედ ამას აკეთებდი იმისთვის, რომ ეთქვათ: გულუხვია და უკვე ითქვა! შემდეგ მიეცემა ბრძანება მის შესახებ და სახით ითრევენ, შემდეგ კი ჯოჯოხეთში ჩააგდებენ» [48].
- რია (სხვის დასანახად შესრულებული ქმედება) არის გამჟღავნებისა და შერცხვენის მიზეზი აღდგომის დღეს ყველა ქმნილების წინაშე; ხოლო ჯუნდუბი (ალლაჰი იყოს მასით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც თავის საქმეებს სხვების გასაგონად აკეთებს, ალლაჰი გააგებინებს სხვებს მის შესახებ აღდგომის დღეს და ვინც თვალთმაქცობს, ალლაჰი გამოაჩენს მას». [49]
(8) გადმოსცა ალ-ბუხარიმ ნომრით (5885).
და „უზენაესი ალლაჰი მას გამოაჩენს“ ნიშნავს: აღდგომის დღეს მის შესახებ ხმამაღლა გამოაცხადებენ, რომ იგი თავის საქმეებს საჯაროდ ახმაურებდა და თვალთმაქცობდა.
გაფრთხილება:
მოჩვენებითი ღვთისმოსაობისგან თავის დაცვის გზები:
- იცოდეს, რომ ალლაჰი მის ფარულს ხედავს და იცის, რას მალავს მისი გული, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ნუთუ მათ [თვალთმაქცებმა] არ იცოდნენ, რომ ალლაჰმა იცის მათი დაფარული [გულებში რაც აქვთ] და მათი ფარული საუბრები, და რომ ალლაჰი მცოდნეა ყოველი დაფარულის შესახებ
[ათ-თავბა: 78]
- - მუდმივად იმის გაცნობიერება, რომ ალლაჰი თავის მონას ყოველთვის უთვალთვალებს, ეს არის იჰსანის საფეხური, რომელიც ახსენა წინასწარმეტყველმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯიბრილის ჰადისში, და ეს არის
რომ ეთაყვანო ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავდე მას, შენ ვერ ხედავ მას, მაგრამ ის გხედავს შენ." [50].
- ყველა სიტყვასა და საქმეში განახორციელოს გულწრფელობა და ამ ყველაფერს უნდა აკეთებდეს მხოლოდ ალლაჰის სახისთვის.
- უნდა იცოდეს, რომ ხალხს არ ძალუძს მისთვის არც სარგებლის მოტანა და არც ზიანის მიყენება, და რომ თუ ის გულწრფელად მიუძღვნის მოქმედებას ალლაჰს, ალლაჰი კმაყოფილი იქნება მისით და შეიყვარებს მას, მას მიენიჭება მიღება ხალხში და ხალხი შეიყვარებს მას, მისგან მათი წინაშე თვალთმაქცობის საჭიროების გარეშე, აბუ ჰურაირას — ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისით — გადმოცემით, შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰი როდესაც შეიყვარებს რომელიმე მონას, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: მე მიყვარს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიყვარე იგი, მაშინ ჯიბრილიც შეიყვარებს მას, შემდეგ ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს უყვარს ესა და ეს, ამიტომ შეიყვარეთ ის, და ზეცის მკვიდრნი მას შეიყვარებენ, ხოლო მიწაზე მას სიყვარული და მიღება მიენიჭება. ხოლო როდესაც ალლაჰს სძულს ვინმე, ის უხმობს ჯიბრილს და ეუბნება: მე მძულს ესა და ეს, ამიტომ შენც შეიძულე იგი, მაშინ ჯიბრილი შეიძულებს მას, შემდეგ ზეცაში გამოაცხადებს: ალლაჰს სძულს ესა და ეს, ამიტომ შეიძულეთ იგი, მაშინ ზეცის მკვიდრებიც შეიძულებენ მას, და მიწაზე მის მიმართ სიძულვილი გავრცელდება» [51].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
- მონამ უზენაეს ალლაჰს უნდა შეეფაროს თავი თვალთმაქცობისგან, და ჰადისში გადმოცემულია შუამავლის ﷺ სიტყვები:
„ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ ამ შირქის, რადგან ის უფრო მეტად დაფარულია, ვიდრე ჭიანჭველის ფეხის ხმა, მაშინ ერთმა, ვისაც ალლაჰმა ინება ეთქვა, ჰკითხა: „და როგორ ავირიდოთ იგი, როცა ის უფრო მეტად დაფარულია, ვიდრე ჭიანჭველის ფეხის ხმა, ო, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: თქვით: ღმერთო, ჩვენ შენ შემოგეკედლებით იმისგან, რომ რაიმე დაგიდგინოთ მოზიარედ, რაც ვიცით, და შენ გთხოვთ მიტევებას იმის გამო, რაც ჩვენ არ ვიცით“ [52].
უმარ იბნ ალ-ხატტაბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობდა თავის ვედრებაში:
«ღმერთო, ჰქმენ ჩემი საქმე მთლიანად სათნო, და ჰქმენ იგი მხოლოდ შენი სახისთვის გულწრფელად, და არ ჰქმნა მასში რაიმე წილი არავისთვის» [53].
[54] გადმოსცა იბნ აბი შაიბამ ალ-მუსანნაფში ნომრით (2951).
გადმოცემულია ალი იბნ აბუ ტაალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ იგი ღმერთს ევედრებოდა და ამბობდა:
«ო ალლაჰ, განწმინდე ჩემი გული ფარისევლობისგან, ჩემი მკერდი ბოროტებისგან(შური,მტრობა,ღალატი) და ჩემი საქმეები რიასგან» [54].
[53] მაჯმუ'უ ფათავა იბნ თაიმია (1/99).
- რიაასგან (თვალთმაქცობისაგნ) გასათავისუფლებლად ალლაჰისაგან შეწევნის თხოვნა, უზენაესმა ალლაჰმა მორწმუნეთა შესახებ თქვა:
მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას.
(ალ-ფაათიჰა: 5)
– თაყვანისცემის ფარულად შესრულება და მისი გამოჩენისგან თავის შეკავება; გარდა იმ თაყვანისცემებისა, რომელთა გამოჩენა შარიათში დაწესებულია, როგორიცაა აზანი და ჯამაათის ლოცვა, და მათ მსგავსი საქმეები, რომელთა დაფარვა არ შეიძლება და არც შარიათშია დაწესებული.