უზენაეს ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის თქმა
- الموضوعات
- التوحيد وحمايتهالكذب على الله ورسوله
نص الموضوع
ტყუილი, ზოგადად, დიდი ცოდვაა, ხოლო ტყუილის ყველაზე საზიზღარ და მახინჯ სახეობათა შორისაა უზენაესს ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილია. ას-საადი ამბობს:
არავინ არის უფრო უსამართლო და არც უფრო დიდი დამნაშავე იმაზე, ვინც ალლაჰის შესახებ სიცრუეს თხზავს ალლაჰს მიაწერს სიტყვას ან განჩინებას, რისგანაც უზენაესი ალლაჰი შორს არის. და სწორედ ამიტომაა ეს საქციელი ქმნილებათაგან ყველაზე უსამართლო; რადგან მასშია სიცრუე და რელიგიათა ფუძეთა და განშტოებათა შეცვლა, ხოლო ამის ალლაჰზე მიწერა უდიდეს მავნებლობათაგანია. [29]
[11] ას-საადის თაფსირი (გვ: 324).
ტყუილის სახეობათაგან არის ის, რომ განმარტოს ალლაჰის სიტყვა ისე, როგორც არ უგულისხმია ალლაჰს; რადგან სიტყვის მიზანი მისი მნიშვნელობაა. ამიტომ თუ იტყვის: ალლაჰმა ამით იგულისხმა ესა და ის და ის, ის იტყუება უზენაეს ალლაჰზე, ალლაჰზე ამოწმებს იმას, რაც უზენაეს ალლაჰს არ უგულისხმია, ასევე, თუ მის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვას განმარტავს ისე, როგორც მას არ უგულისხმია.
უზენაესს ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის აკრძალვის მტკიცებულებები, აგრეთვე მისი ამაზრზენობისა და ცოდვის სიდიდის განმარტება ბევრია; მათგან:
თქვა დიდებულმა:
მათ [მრავალღმერთიანებმა] თქვეს: ალლაჰმა აიყვანა თავისთვის შვილი, ის [ალლაჰი] წმიდაა [მას არ შეეფერება არავითარი ნაკლი]! და ის არის ყველაზე მდიდარი (სრულიად თვითკმარი და არაფერს არ საჭიროებს)! მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. [რად სჭირდება მას შვილი, როცა ისედაც ყველაფერი მისი საკუთრებაა?!] თქვენ არ გაქვთ ამაზე არავითარი საბუთი [მტკიცებულება]! ნუთუ ალლაჰზე იტყვით იმას, რაც არ იცით?! 68
თქვი: ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰზე სიცრუეს მოიგონებენ (მიაწერენ მას შვილს ან თანამონაწილეს), ვერ იქნებიან ნეტარნი (არც ამქვეყნად და არც სამარადისო ცხოვრებაში)
(მათი ურწმუნოების გამო მიღებული) სიამოვნება ამქვეყნად (მხოლოდ დროებითია) შემდეგ ისინი დაბრუნდებიან ჩვენთან (ანგარიშისათვის), შემდეგ (სამარადისო ცხოვრებაში) გავასინჯვინებთ ძლიერ ტანჯვას იმ ცოდვებისთვის, რასაც ამქვეყნად ურწმუნოების სახით ჩაიდინებდნენ
(იუნუს: 68-70)
ვინც უზენაეს ალლაჰზე, სიცრუეს ამბობს და ამტკიცებს, რომ მას ჰყავს ცოლი, შვილი ან თანაზიარი, ის ურწმუნოა უზენაესი ალლაჰის მიმართ.
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
აღდგომის დღეს იხილავ მათ, რომლებიც ალლაჰზე სიცრუეს იგონებდნენ მათი სახეები შავი იქნება. ნუთუ არ არის ჯოჯოხეთში ადგილსამყოფელი ამპარტავნებისთვის?
[აზ-ზუმარ: 65 - 66].
თქვა ას-სამ'ანიმ:
და ''ალლაჰზე მოიტყუეს'' მნიშვნელობა არის: ამტკიცებდნენ, რომ უზენაესმა ალლაჰმა აიყვანა შვილი ან თანამოზიარე; ხოლო ითქმის: ეს ზოგადია და მოიცავს ალლაჰზე ყოველგვარ ტყუილს". [30]
[30] თაფსირ ას-სამ‘აანი (4/478).
და ვინ არის უფრო უსამართლო (უფრო ცოდვილი), ვიდრე ის [ყველაზე ცუდი ადამიანი], ვინც ალლაჰზე სიცრუეს მოიგონებს? ისინი წარდგებიან თავიანთ უფალთან (გასამართლებისა და საზღაურისათვის), და იტყვიან მოწმეები: «აი, ისინი არიან, ვინც სიცრუეს მიაწერდნენ თავიანთ უფალს». ო, ალლაჰის წყევლა იყოს უსამართლოებზე [ურწმუნოებზე]
[ჰუდ: 114].
და ნუ იტყვით (ო, მრავალღმერთიანებო) თქვენი ენებით აღწერილ სიცრუეზე: «ეს [რაც ალლაჰმა აკრძალა] ნებადართულია, ხოლო ეს [რაც ალლაჰმა ნებადართული გახადა] აკრძალულია», რათა ამით ალლაჰზე სიცრუე მოიგონოთ. ჭეშმარიტად, ვინც ალლაჰზე სიცრუეს მოიგონებს, ისინი არ იქნებიან ნეტარნი (არც ამქვეყნად და არც საიქიოში) 116
(ეს არის მხოლოდ) მცირე სარგებლობა (ამქვეყნად), ხოლო მათ (სამარადისო ცხოვრებაში) ელოდებათ მტანჯველი სასჯელი 117)
(ან-ნაჰლ: 116-117)
თქვა იბნ ჰაჯარ ალ-ჰაითამმა:
ეჭვგარეშეა, რომ ალლაჰზე და მის მოციქულზე განზრახ ტყუილი აკრძალულის ნებადართულად გამოცხადება ან ნებადართულის აკრძალვა —ნამდვილი ურწმუნოობაა . [31]
[31] იხილეთ: ''აზ-ზავაჯირ ა'ნ იყთირააფ ალ-ქაბააირ'' (1/162).
გადმოცემულია მუღიირა იბნ შუ'ბასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, ჩემზე ტყუილი არ არის როგორც სხვაზე ტყუილი, ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში» [32].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
ან-ნავავიმ თქვა:
ამაში ხაზგასმულია შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის მკაცრი აკრძალვა, და რომ ეს არის დიდი უზნეობა და დიდი დამღუპველი ცოდვა, თუმცა ამ სიცრუის გამო კაცი ურწმუნო არ ხდება, თუ მას ნებადართულად არ ჩათვლის, ეს არის სწავლულთა შორის ცნობილი მოსაზრება [33].
[33] იხილე: მუსლიმს განმარტება (ტომი 1, გვერდი 69)
თქვა იბნი ალ-ყაიმმა:
შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის თქმა ცეცხლში აუცილებლად მოხვედრის და იქ განსახლების ადგილის მომზადების მიზეზია, ეს არის მოუცილებელი საცხოვრისი, რომელსაც მისი მკვიდრი ვერ მოშორდება [34].
[34] მადაარიჯ ას-საალიქიინ (ტომი 1, გვ. 379).
და უზენაესს ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილი მრავალ ზიანს იწვევს, მათ შორის:
- უზენაესს ალლაჰზე ტყუილი არის მრავალღმერთიანთა გზა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
თქვა იბნი ქასირმა:
''უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა მრავალღმერთიანთა გზას გაყოლა, რომლებიც მხოლოდ თავიანთი შეხედულებებით, მათ მიერ მოგონილ და ერთმანეთში შეთანხმებულ სახელწოდებებზე დაყრდნობით, ერთს დაშვებულად აცხადებდნენ და მეორეს აკრძალულად — ბაჰირა, საიბა, ვასილა, ჰამი და სხვა, რაც მათთვის რელიგიურ წესად აქციეს, თუმცა ეს უმეცრების ხანაში თავადვე მოიგონეს" [35].
[35] თაფსირ იბნ ქასიირ (4/ 609).
- უზენაეს ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის თქმა ღვთაებრივი კანონმდებლობის შეცვლის მიზეზია: ან უზენაესი ალლაჰის მიერ ნებადართულის აკრძალვა, ან იმის ნებადართულად გამოცხადება, რაც უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა.
- რაც მიმართავს (რელიგიაში) გამოგონილი სიახლეებისკენ, იბნ ქასირმა თქვა:
ამაში შედის — ანუ უზენაესი ალლაჰის სიტყვებში: «და ნუ იტყვით იმის შესახებ, რასაც თქვენი ენებით სიცრუეს აღწერთ: ეს ნებადართულია და ეს აკრძალულია» — ყოველივემ, ვინც რელიგიაში ბიდ'ათი (სიახლე) გამოიგონა, რომელზედაც არ გააჩნია შარიათული მტკიცებულება, ან ნებადართულად გამოაცხადა რამე იმათგან, რაც ალლაჰმა აკრძალა, ან აკრძალა რამე იმათგან, რაც ალლაჰმა დაუშვა, მხოლოდ საკუთარი მოსაზრებითა და სურვილით. [36]
თავის დაცვის გზები ალლაჰზე და მის მოციქულზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიცრუის დანაშაულში ჩავარდნისგან არის:
ცოდნა არის სიტყვაზე და ქმედებაზე წინ.
- შუამავლის ﷺ სუნნაზე მყარად ჩაჭიდება და სიახლეებისგან თავის არიდება; ალ-'ირბაად იბნ საარია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცა, რომ ალლაჰის მოციქულმა ﷺ თქვა:
«თქვენზედ სავალდებულოა, რომ ჩაეჭიდოთ ჩემს სუნნას და მართლმორწმუნე სწორი გზის მაჩვენებელი ხალიფების სუნნას, ჩაეჭიდეთ მას და ჩაეჭიდეთ საღეჭი კბილებით, უფრთხილდით სიახლეებს, რადგან ყველა სიახლე ბიდათია, და ყველა ბიდ'ათი (სიახლე) გზასაცდენილობაა» [37].
[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).
- გულწრფელობისკენ სწრაფვა, გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«თქვენთვის სავალდებულოა გულწრფელობა, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე ღვთისმოსაობისკენ მიგიყვანთ, ხოლო ღვთისმოსაობა მიგიყვანთ სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. გაფრთხილდით ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ წაგიყვანთ, ხოლო ცოდვები მიგიყვანთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. მანამ სანამ ადამიანი ტყუის და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა» [38].
- ალლაჰზე და მის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილის შედეგების განხილვა ამქვეყნად და იმ ქვეყნად.
- სწავლულთა არსებობა, რომლებიც იცავენ და იგერიებენ ღმერთზე და მის შუამავალზე თქმულ ტყუილს.