ალლაჰზე თანაზიარის დადგენა (შირქი- მრავალღმერთიანობა)
- التصنيف الشرعي
- العقيدةالإسلامنواقض الإسلامالشرك
- الموضوعات
- التوحيد وحمايتهالشرك بالله وأقسامه
نص الموضوع
შირქი (ალლაჰზე თანაზიარის დადგენა) არის უსათუოდ ყველაზე მძიმე ცოდვა, რომლითაც უზენაეს ალლაჰს ურჩობენ ის ეწინააღმდეგება ალლაჰს რწმენას და მის ერთობის დამოწმებას. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
(....ჭეშმარიტად მრავალღმერთიანობა ყველაზე დიდი უსამართლობაა 13)
[ლუყმან: 13],
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ» [22].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
ან-ნიდდ: თანაზიარი
შირქის არსი: არის წმინდა და დიდებულ ალლაჰზე თანაზიარის დადგენა მის მბრძანებლობაში, თაყვანისცემაში, სახელებსა და თვისებებში და ისიც, რომ ადამიანი ალლაჰის რომელიმე უფლებას ან თაყვანისცემის რომელიმე სახეობას მიუძღვნის ალლაჰის გარდა სხვას.
ყოველი მრწამსი, სიტყვა თუ ქმედება, რომლის შესახებაც დადგენილია, რომ იგი შარიათით არის ბრძანებული მისი მიმართვა მხოლოდ ყოვლისშემძლე ალლაჰზე არის თაჰვიდი, რწმენა და გულწრფელობა, ხოლო მისი მიმართვა მის გარდა სხვა ვინმესადმი მრავალღმერთიანობა და ურწმუნოებაა.
მრავალღმერთიანობაში შედის: გარდაცვლილებზე ვედრებით მიმართვა, მათგან საჭიროებათა თხოვნა, მათთვის აღთქმის მიცემა და მათგან დახმარების თხოვნა, ასევე ალლაჰის გარდა სხვისთვის სუჯუდის გაკეთება, ალლაჰის გარდა სხვისთვის შესაწირის დაკვლა და მსგავსი ქმედებები.
მრავალღმერთიანობის აკრძალვის მტკიცებულებები და მისი სასიზღრობისა და დანაშაულის სიმძიმის განმარტება უამრავია; და მათგანია:
თქვა დიდებულმა:
ნამდვილად, ალლაჰი არ პატიობს (სრულფასოვანი მონანიების გარეშე), მასზე თანაზიარის დადგენას [როცა ვინმეს უტოლებენ მას], და პატიობს იმას, რაც ამაზე ნაკლებია [სხვა ცოდვებს, გარდა მრავალღმერთიანობისა და ურწმუნოების], ვისაც ისურვებს. ხოლო ვინც ალლაჰს თანამოზიარეს დაუდგენს [მრავალღმერთიანობას ჩაიდენს], მან უდიდესი ცოდვა გამოიგონა
[ან-ნისა: 31].
და თქვა დიდებულმა:
ვინაც ალლაჰს თანამოზიარეს დაუდგენს [ვინც ემსახურება და თაყვანს სცემს ვინმეს ალლაჰის გარდა], მას ალლაჰი უკრძალავს სამოთხეში შესვლას. ხოლო მისი საბოლოო სამყოფელი იქნება ცეცხლი [ჯოჯოხეთი], და უსამართლოებს არ ეყოლებათ შემწეებიდან არავინ [ვინც გადაარჩენდა მათ ჯოჯოხეთის სასჯელისგან]
[ალ-მაიდა: 38],
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
და უკვე შთაგაგონე შენ (ო, მოციქულო) და იმ (მოციქულებსაც), რომლებიც შენამდე იყვნენ: «თუ ალლაჰს თანამოზიარეს დაუდგენთ [ვინმეს სხვას აღიარებ ღმერთად მის გარდა], მაშინ უეჭველად, შენს საქმეს (კეთილ საქმეებს) აზრი დაეკარგება [ყველა კეთილი საქმე არაფრად ჩაითვლება ალლაჰთან], და (ამ შემთხვევაში) აუცილებლად აღმოჩნდები წაგებულთა რიგში (როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში – სამარადისო ცხოვრებაში) 65
პირიქით, მხოლოდ ალლაჰს თაყვანი ეცი და მადლიერთაგანი იყავი 66)
[აზ-ზუმარ: 65 - 66].
აბუ ბაქრათა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
« არ გნებავთ, გამცნოდ ყველაზე დიდი ცოდვების შესახებ?» და გაიმეორა სამჯერ, მიუგეს: რა თქმა უნდა, ო, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: «ალლაჰზე თანაზიარის დადგენა, მშობლებისადმი ურჩობა, ადამიანის მკვლელობა და სიცრუეზე მოწმობა» [23].
მრავალღმერთიანობას მრავალი ზიანი აქვს, მათ შორის:
- რომ მრავალღმერთიანობა ანადგურებს ყველა [კეთილ] საქმეებს, თქვა ალლაჰმა:
და თუ ისინი [მოციქულები] მას თანამოზიარეს დაუდგენდნენ, მაშინ უეჭველად, ფუჭი იქნებოდა ის, რასაც აკეთებდნენ
[ალ-ან'აამ: 88].
- რომ ვინც ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება და მისგან არ მოინანიებს, იგი ჯოჯოხეთში მარადიულად დარჩება. ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა ﷺ უპასუხა: «ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა» [24].
[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).
- მრავალღმერთიანი არ სარგებლობს სისხლისა და ქონების ხელშეუხებლობით; გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მე მებრძანა რომ ვებრძოლო ხალხს, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. ასევე, რომ აღასრულონ ლოცვა და გადაიხადონ ზაქათი. თუ ისინი ამას გააკეთებენ, დაცულნი იქნებიან ჩემგან თავიანთი სიცოცხლითა და ქონებით, გარდა ისლამის მიერ დადგენილი უფლებებისა, ხოლო მათი ანგარიში ალლაჰთანაა» [25].
- ის, რომ მრავალღმერთიანი ალლაჰისაგან ვერ პოვებს ვერც შეწევნას და ვერც დახმარებას ამქვეყნიური განსაცდელების მიმართ, რომლებიც მას დაატყდება, და ეშმაკები ყველა მხრიდან დაეუფლებიან მას, და იგი იცხოვრებს შფოთსა და არეულობაში, მუდმივ შიშსა და განუყრელ სევდაში. უზენაესი ბრძანებს:
ხოლო ვინც ალლაჰს თანამოზიარეს დაუდგენს [მრავალღმერთიანობას ჩაიდენს], იგი თითქოს ციდან ვარდება [რწმენის სიმაღლიდან], და თითქოს ფრინველები იტაცებენ მას [როგორც კი შემოერტყმებიან მას], ან ქარი მიაქანებს და შორეულ ადგილას მოისვრის
[ალ-ჰაჯჯ: 31].
შეიხი ას-სა'დი (ალლაჰმა შეიწყალოს ის) ამ აიათის განმარტებაში ამბობს:
„... ასევე მრავალღმერთიანი, რწმენა ზეცის მსგავსია — დაცულია და მაღლა აღმართული, ხოლო ვინც რწმენას მიატოვებს, ის ზეციდან ჩამოვარდნილს ჰგავს საფრთხეებისა და განსაცდელების წინაშე დაუცველი, ან ფრინველები გაიტაცებენ და ნაწილ-ნაწილ დაგლეჯენ. ასევეა მრავალღმერთიანი როცა რწმენაზე ჩაჭიდებას მოეშვება, ეშმაკები ყოველი მხრიდან გაიტაცებენ, დაგლეჯენ და დააკარგვინებენ სარწმუნოებასაც და ამქვეყნიურსაც [26].
[11] ას-საადის თაფსირი (გვ: 324).
- მრავალღმერთიანი არ განიბანება, არ შეახვევენ სუდარაში, არ აღავლენენ ლოცვას მისთვის და ის არ დაიკრძალება მუსლიმთა სასაფლაოზე.
შირქისგან (მრავალღმერთიანობისგან) დაცვის გზები:
მუსლიმი იცავს საკუთარ თავს მრავალღმერთიანობაში (შირქში) ჩავარდნისგან იმით, რომ:
- უნდა ისწავლოს თავჰიდი და სწორი რწმენა და იმოქმედოს ნასწავლის თანახმად. უზენაესმა თქვა:
(იცოდე, რომ არ არსებობს (არავითარი ჭეშმარიტი) ღმერთი, გარდა ალლაჰისა)
[მუჰამმად: 19]
იმამ იბნი ალ-ყაიმი ამბობს (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
უზენაესი ალლაჰი ამბობს: (იცოდე, რომ არ არსებობს (არავითარი ჭეშმარიტი) ღმერთი ალლაჰის გარდა...) ; მაშ, მისი ერთღმერთიანობის ცოდნა და რომ არ არსებობს ღვთაება მის გარდა — თავისთავად მოთხოვნადია; თუმცა ეს საკმარისი არაა, არამედ საჭიროა მასთან ერთად მისადმი თაყვანისცემა მხოლოდ მასზე ერთად-ერთზე, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე. ამრიგად, ეს ორი საქმე მოთხოვნადია: რომ შეიცნოს უზენაესი ალლაჰი მისი სახელ-თვისებებით, ქმედებებითა და განჩინებებით და რომ ეთაყვანოს მას შესაბამისად, მისი პირობების შესრულებით, როგორც მისი თაყვანისცემა მოთხოვნადია და მიზნად დასახული, ასევე ცოდნაც მის შესახებ და მისი შეცნობაც. ასევე, ცოდნა თაყვანისცემის ერთ-ერთი საუკეთესო სახეობაა [27].
[27] მიფთაჰ დარ ალ-სა'ადა (ტომი 1, გვ. 178).
უნდა მოერიდოს პატარა შირქს; როგორიცაა: მოჩვენებითობა, ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება, და როდესაც ადამიანი ადამიანს ეუბნება: როგორც ალლაჰი და შენ ისურვებთ, ეს ალლაჰისგან და შენგანაა, მე ალლაჰითა და შენით ვარ, მე მივენდე ალლაჰს და შენ, და სხვა მსგავსი გამონათქვამები, რადგან პატარა შირქი არის გზა დიდი შირქისკენ.
უნდა იცოდეს შირქის (მრავალღმერთიანობის) გამოხატულებები და მისი სახეობები, რომლებიც ხალხში ფართოდ არის გავრცელებული, რათა მათგან თავი აირიდოს და შირქში არ ჩავარდეს.
- რომ შეევედროს დიდებულ და ძლევამოსილ ალლაჰს, რომ გაამყაროს იგი ერთღმერთიანობაზე და აარიდოს იგი მრავალღმერთიანობას, უზენაესმა ალლაჰმა გვამცნო იბრაჰიმის შესახებ (მშვიდობა მას):
და (გაიხსენე) (ო, მოციქულო), (თუ)როგორ თქვა (მოციქულმა) იბრაჰიმმა, როდესაც ალლაჰს მოუხმო (იმ დროს, როცა თავის შვილ ისმაილსა და მის დედას ჰაჯარს მექქას ველზე ასახლებდა): ღმერთო ჩემო! აქცია ეს ქალაქი [მექქა] უსაფრთხოდ (ისეთ ადგილად, სადაც ყოველი იქნება უსაფრთხოდ), დამიფარე მე ჩემი შვილები, რომ არ ვეთაყვანოთ კერპებს
[იბრაჰიმ: 35],
და შუამავალი ﷺ ხშირად ამბობდა ხოლმე:
«ო გულების შემბრუნებელო, გაამტკიცე ჩემი გული შენს რელიგიაზე» [28].
[28] გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით (2140).