რა თემებს ეხება ყურანი?
- محاور التعريف بالإسلام
- التعريف بالقرآن الكريم
- مصدر الإجابة
- قسم القرآن والكتب السابقة
- الباب / الفصل
- (قسم القرآن والكتب السابقة)
السؤال
რა თემებს ეხება ყურანი?
الجواب
დიდება ალლაჰს, წმინდა ყურანი არის ალლაჰის სიტყვა, ბოლო ზეციური წიგნი და მათი გამაბათილებელი, რომელიც გარდმოვლენილ იქნა ჩვენს შუამავალ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ის დაყოფილია ნაწილებად, ყოველი ნაწილი სურებად, ხოლო ყოველი სურა აიათებად. სურა შეიძლება იყოს ერთ თემაზე ან რამდენიმე თემაზე.
ყურანი ასევე გამოირჩევა იმით, რომ ის არ არის უწყვეტი ისტორიული თხრობა, რომელიც ერთხელ წაკითხვის შემდეგ შეიძლება მეორედ აღარ წაიკითხო, როგორც ეს იუდეველთა და ქრისტიანთა წიგნებშია. არამედ, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ყოველი ადგილი შეიცავს შუამავალთა ისტორიებისა და მათგან მომდინარე დარიგებების დიდ მრავალფეროვნებას, ასევე მითითებებს ალლაჰის აიათებსა და მის საოცარ შემოქმედებაზე დაფიქრებისკენ. ამ ყველაფერში კი შერწყმულია ბრძანებები და აკრძალვები, ზნეობები, წესები და კანონმდებლობები. ყოველივე ეს მსგავსია ბაღისა, საიდანაც ადამიანს შეუძლია მიიღოს სარგებელი ყურანის კითხვისას თითქმის ნებისმიერ ადგილას. ერთი შუამავლის ისტორიაც კი არ არის მოცემული მხოლოდ ერთხელ და ამით დასრულებული, არამედ იგი გვხვდება ერთზე მეტ სურაში და ერთზე მეტ ადგილას. და ყოველ ადგილას ახალი სარგებელი და მოვლენების ახალი კუთხეა, რაზეც დაფიქრებულმა მკითხველმა უნდა გაამახვილოს ყურადღება.
რაც შეეხება თემებს, რომლებიც გადმოცემულია წმინდა ყურანში, მათგანია:
- ის არის ყოვლისმომცველი წიგნი ყველა იმ საკითხში, რაც ადამიანს სჭირდება მის რწმენასთან თუ ამქვეყნიურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე მის ურთიერთობაში თავის უფალთან, საკუთარ თავთან, მის გარშემო მყოფ ადამიანებთან და იმ სამყაროსთან, რომელშიც იგი ცხოვრობს.
- უზენაესი ალლაჰის თვისებების, სახელების, ქმედებების, საზღაურის, რელიგიის, შარიათის, ბედისწერისა და განჩინების განმარტება, და რომ ის ერთადერთია გაჩენაში, მფლობელობაში, სარჩოს ბოძებაში, განმგებლობაში, გაცოცხლებასა და მოკვდინებაში.
- უზენაესი ალლაჰის უფლების განმარტება თავის ქმნილებებზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აღიარონ მისი ერთადერთობა და ეთაყვანონ მას, და არავის და არაფერს მის გარდა; და ქმნილებათა უფლების განმარტება შემოქმედის წინაშე, თუ ისინი ეთაყვანებიან მას და დაემორჩილებიან მის ბრძანებას; და მასში მოცემულია ღვთისმსახურების, დადგენილებებისა და ურთიერთობების დეტალები.
- ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] არის ნათელი ნიშანი [მტკიცებულება] ქმნილებათათვის, (ჭეშმარიტი) სახელმძღვანელო, წყალობა, შეგონება და საკმარისი კაცობრიობის სწორსა და ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
ჭეშმარიტად, ეს ყურანი უწინამძღვრებს(ადამიანებს) ყველაზე სწორი გზისკენ(და ეს არის სრული დამორჩილება ალლაჰზე) და ახარებს მორწმუნეებს, რომელნიც აკეთებენ კეთილ საქმეებს(ასრულებენ ალლაჰის ბრძანებებს და თავს იკავებენ მისი აკრძალული საქმისგან), რომ სწორედ მათთვისაა უდიდესი ჯილდო.
(ალ-ისრა: 88),
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
ნუთუ მათთვის [ამ მრავალღმერთიანთათვის] არ კმარა ის, რომ ჩვენ გარდმოვავლინეთ შენთვის [ო, მოციქულო მუჰამად] წიგნი [ყურანი], რომელიც მათთვის იკითხება [იმისთვის, რომ აღიარონ შენი სიმართლე]? მართლაც, ამაში [ყურანის გარდმოვლინებაში] არის წყალობა და შეგონება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სწამთ
[ალ-ანქაბუთ: 6].
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ თვალსაჩინო მტკიცებულებანი; ასე რომ, ვინც თვალს გაახელს - მისივე სულის სარგოდ, ხოლო ვინც წაუბრმავებს - მისდა საზიანოდ. და არ ვარ მე თქვენი მეთვალყურე.
[ალ-ან'აამ: 103]
უთხარი: უეჭველად, მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა ჩემი ღმერთისგან. ესაა თვალსაჩინო მტკიცებულებები თქვენი ღმერთისგან, ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნე ხალხისთვის.
[ალ-ა"რააფ: 54]
ტაჰირ ბინ აშურმა, ღმერთმა შეიწყალოს იგი, თქვა:
«ხოლო "ბასაირ" (ნათელი ნიშნები [მტკიცებულებები]) არის მრავლობითი რიცხვი სიტყვისა "ბასირა", რაც წარმოადგენს იმას, რითაც ნათელი ხდება ჭეშმარიტება... და ეს არის ყურანის ღირსების ხაზგასმა, და რომ იგი უკეთესია იმ ნიშნებზე, რომლებსაც ისინი ითხოვენ; რადგან იგი აერთიანებს შუამავლის სიმართლის მტკიცებულებას (სასწაულის მტკიცებულებისა და მისი წერა-კითხვის უცოდინრისგან მომდინარეობის მეშვეობით), ასევე (ჭეშმარიტ) სახელმძღვანელოს, სწავლებას, დარიგებასა და საუკუნეების განმავლობაში მის მარადიულობას. სიტყვა «ბასაირ» მრავლობით რიცხვშია გამოყენებული, რადგან ყურანი მოიცავს (ჭეშმარიტი) სახელმძღვანელოს მრავალ სახეობას იმ მიმართულებების მიხედვით, რომლისკენაც იგი მიუძღვება: როგორიცაა გონების განათება რწმენის გამოსასწორებლად, რელიგიის სწორად გაგების ჩამოყალიბება, ურთიერთობებისა და ადამიანთა შორის თანაცხოვრებისთვის კანონების დადგენა, ამქვეყნიურ ცხოვრებაში წარმატებისა და გადარჩენის გზების მითითება, და დანაკარგის უფსკრულებისგან გაფრთხილება».
[ათ-თაჰრირ ვათ-თანვირ (9/ 238)].
- საუბარი ღვთიურ წიგნებზე და მათში არსებულ ჭეშმარიტ გზასა და მითითებებზე, ნებადართულსა და აკრძალულზე და კანონმდებლობაზე. უზენაესი ამბობს:
მივყევით მათ კვალს იესო მარიამის ძით, რომელიც ადასტურებდა მის წინ არსებულ თორას. მივეცით მას ინჯილი, რომელშიც არის გზამკვლევი და ნათელი, და ადასტურებდა მის წინ არსებულ თორას, და იყო გზამკვლევი და დარიგება ღვთისმოშიშთათვის.
[ალ-მაიდა: 46].
- ერთ-ერთი უდიდესი თემა, რომელსაც დიადი ყურანი ეხება, არის წინასწარმეტყველობები და ღვთიური გზავნილები; ის, თუ რა უთხრა თითოეულმა წინასწარმეტყველმა თავის ერს და რა უპასუხეს მისი ხალხის წარჩინებულებმა; საზღაური იმათთვის, ვინც ირწმუნა მისი და სასჯელი იმათთვის, ვინც შეეწინააღმდეგა და არ დაემორჩილა მას; იმ ნიშნების განმარტება, რომლებითაც ალლაჰმა განამტკიცა თითოეული წინასწარმეტყველი. ასევე, შუამავლებისადმი ადამიანთა საჭიროების ახსნა, რომლებიც იყვნენ მახარობელნი და გამაფრთხილებელნი; მათზე მოვლენილი წიგნებისადმი რწმენის ვალდებულების განმარტება; და წინა ერების მდგომარეობისა და იმის აღწერა, თუ როგორ მოექცნენ ისინი თავიანთ წინასწარმეტყველებს, რათა აქედან გაკვეთილი და შეგონება მივიღოთ.
- ერთ-ერთი უდიდესი თემა, რომელსაც დიადი ყურანი განიხილავს, არის: უკანასკნელი დღე, რომელიც არის აღდგომის, გაცოცხლებისა და საზღაურის მიგების დღე, მორწმუნეთა ჯილდოსა და მათი სამოთხეში შესვლის დაწვრილებითი გადმოცემა, სადაც ისინი მარადიულად დარჩებიან, ურწმუნოთა საზღაურისა და მათი ჯოჯოხეთის ცეცხლში შესვლისა, სადაც ისინი მარადიულად დარჩებიან, და ყოველივე ამის დეტალები.
- საუბარი დაფარულ სამყაროებზე, როგორებიცაა ანგელოზები, ჯინები და ეშმაკები, თუ როგორ შეიქმნენ ისინი, რა არის მათი საქმეები და თვისებები; ანგელოზების მორჩილებაზე თავიანთი უფლის მიმართ, ჯინებისა და ეშმაკების ურჩობაზე და მათ სხვა მდგომარეობებზე; ასევე იმაზე, რომ ანგელოზები ეხმარებიან მორწმუნეებს მორჩილებაში, და რომ ეშმაკები დაჟინებით უბიძგებენ ურწმუნოებს ცოდვებისკენ.
- დადგენილი თაყვანისცემის განმარტება, როგორიცაა ლოცვა, ზაქათი, მარხვა, ჰაჯი, სიკეთე, სათნოება, ერთგულება და განდგომა; ურთიერთობების, როგორიცაა ყიდვა-გაყიდვა, სასესხო ურთიერთობები, ქორწინება და მემკვიდრეობა; სულის განწმენდა კეთილშობილური ზნეობებით და მისი გაწმენდა მანკიერი ზნეობისგან; და აკრძალულების, არასასურველი ქმედებების, უზნეობისა და ცოდვების განმარტება.
- მოწოდება, რომ დავაკვირდეთ და დავფიქრდეთ სამყაროსეულ სასწაულებზე ცაში, დედამიწაზე, მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე; ასევე, დავაკვირდეთ ჰორიზონტებსა და იმას, რასაც სულები შეიცავს, და დავფიქრდეთ მათზე ისეთი დაფიქრებით, რომელიც მიიყვანს ადამიანს რწმენისკენ, ისლამისკენ, შემოქმედისადმი მორჩილებისა და მისი თაყვანისცემისკენ; უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
უეჭველად, – ცათა და დედამიწის გაჩენაში, დღეთა და ღამეთა მიმოქცევაში, ხალხის საკეთილდღეოდ ზღვად მიმომცურავ გემებში და იმაშიც, ალლაჰმა რომ ციდან წყლად ჩამოასხურა და იმის სიკვდილის შემდეგ მისით რომ მიწა გამოაცოცხლა და ყოველგვარი სულდგმული მასზე მიმოფინა, და ცასა და დედამიწას შორის მიმომქროლ ქარებსა და მორჩილად მიმომსვლელ ღრუბლებში – ნადმვილად სასწაულებია გონიერი ხალხისთვის.
[ალ-ბაყარა: 21]
ჭეშმარიტად, ცათა და დედამიწის გაჩენაში და დღე-ღამის მონაცვლეობაში – თვალსაჩინო სასწაულებია გონიერთათვის.
[ალი იმრან: 3-4].
- ამ სამყაროს გაჩენისა და პირველი ადამიანის შექმნის ისტორია, დედამიწაზე მისი დამკვიდრებისა და მასზე ცხოვრების წარმართვის დავალდებულება; ღვთიური კანონებისა და სამყაროსეული კანონზომიერებების განმარტება, რაც დაეხმარება მას დამკვიდრებაში; იმ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შექმნა, რომელიც ადამიანმა უნდა ჩამოაყალიბოს ყურანის მითითებების საფუძველზე; და განმარტება იმისა, თუ როგორ შეცდნენ წინა ერები, იძალადეს და გაავრცელეს სიბილწე დედამიწაზე, როგორც უზენაესი ბრძანებს:
ნუთუ ისინი არ დადიოდნენ დედამიწაზე, რათა ეხილათ, როგორი აღსასრული ჰქონდა მათზე წინ მცხოვრებთ [რომლებიც არ დაემორჩილნენ ალლაჰს]?! ისინი მათზე ძლიერები იყვნენ ძალით, უფრო მეტად ამუშავებდნენ მიწას და აშენებდნენ მასზე [სასახლეებს], ვიდრე ესენი [მექქელები] აშენებენ. და მოვიდნენ მათთან მოციქულები ცხადი სასწაულებით, ალლაჰი არ მოექცეოდა მათ უსამართლოდ, არამედ ისინი თვითონვე იქცეოდნენ უსამართლოდ საკუთარი თავის მიმართ
[არ-რუუმ: 27].
უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
ისინი იცნობენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების გარეგნულ მხარეს, ხოლო საიქიოს შესახებ დაუდევარნი არიან [არ ფიქრობენ მასზე]
ნუთუ ისინი საკუთარ თავებში არ დაფიქრდნენ?! ალლაჰმა შექმნა ცა, მიწა და ის, რაც მათ შორისაა, ჭეშმარიტებითა და განსაზღვრული ვადით, სინამდვილეში მრავალი ადამიანი ურწმუნოა თავის უფალთან შეხვედრის მიმართ
ბოლოს, მათ, ვინც ცუდ ქმედებას სჩადიოდნენ[შირქსა და სხვა ცოვებს], დასასრულიც ბოროტი მოუვიდათ [მათ დაეწიათ ჯოჯოხეთის სატანჯველი] იმის გამო, რომ უარყვეს ალლაჰის ნიშნები [არ ირწმუნეს ისინი] და დასცინოდნენ მათზე [ალლაჰის ნიშნებზე].
ალლაჰი იწყებს გაჩენას [არარაობიდან ქმნის], შემდეგ კვლავ იმეორებს მას [ხელახლა ქმნის], ხოლო ბოლოს თქვენ მასთანვე დაბრუნდებით [ანგარიშებისა და საზღაურისათვის]!
და ალლაჰმა განმარტა, რომ სასიკეთო დასასრული ღვთისმოშიშთათვისაა; უზენაესი ბრძანებს:
აი ისაა მარადიული სამყოფელი [სამოთხე] დავადგინეთ მათთვის, რომელთაც არ სურთ გამედიდურება [ქედმაღლობა] დედამიწაზე და უკეთურობის გავრცელება, ხოლო კეთილი დასასრული [სამოთხე] ღვთისმოშიშთათვისაა.
[ალ-ყასას: 83].
- წმინდა ყურანი აერთიანებს გონებრივ მტკიცებულებებს, ლოგიკურ ანალოგიებს, მოყვანილ მაგალითებსა და უდავო შეკითხვებს, რომელთა სრულად მოცვა მხოლოდ დიდი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ყველა მათგანი წარმოადგენს ნათელ არგუმენტსა და უტყუარ მტკიცებულებას იმ საკითხებზე, რომლებიც ყურანშია მოცემული. თუ ობიექტური ადამიანი დაუკვირდება ამ მტკიცებულებებს, შეუძლებელია არ დაემორჩილოს და არ აღიაროს ის, რაზეც ისინი მიუთითებენ. ჭეშმარიტების გულწრფელად მაძიებელი ათეისტიც კი, როდესაც მათ გაეცნობა, უარს იტყვის თავის ათეიზმზე და ირწმუნებს იმას, რაც ამ წმინდა ყურანმა გვაუწყა.
- მაღალი და კეთილშობილური ღირებულებები, რომელთა არსებობისა და მათ მისაღწევად სწრაფვის გარეშე შეუძლებელია მართებული ცივილიზაციისა ან სრულყოფილი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა. ამრიგად, წმინდა ყურანში თქვენ იხილავთ სარწმუნოებრივ, სამართლიანობის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სოციალურ, ზნეობრივ, ფინანსურ და სხვა ღირებულებებს, რომლებსაც მოითხოვს დედამიწაზე ადამიანთა არსებობა.
წმინდა ყურანის მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იგი ვერ იხილავს ყურანს ისე თემატურად დალაგებულს, როგორც ადამიანთა სხვა წიგნებია; არამედ, ის არის ღვთაებრივი წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია რწმენის საკითხი, მისი მტკიცებულება და საზღაური, რაც დაკავშირებულია დედამიწის აღშენების სამყაროსეულ კანონზომიერებასთან, რასაც მოსდევს წინათ არსებული ერებიდან ერთ-ერთის მდგომარეობის განმარტება, რომელიც შეეწინააღმდეგა ამ საკითხს. შესაბამისად, ვისაც სურს შეიცნოს ის თემები, რომლებსაც დიადი ყურანი მოიცავს, ვალდებულია სრულად წაიკითხოს ყურანი, რათა გაეცნოს მასში განხილულ საკითხებს.
ამიტომ, ყველამ, ვინც აფასებს თავის ადამიანობას და პატივს სცემს საკუთარ გონებას, ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ წაიკითხოს ეს დიადი წიგნი, რომელზე უკეთესიც კაცობრიობას არ მოვლენია, ან წაიკითხოს მისი თარგმანი, თუ მან არ იცის არაბული ენა. თუ გონიერ ადამიანს ეტყვიან, რომ წიგნი დაწერა უდიდესი სიბრძნის მქონე ბრძენმა, რომელმაც მასში მთელი თავისი სიბრძნე ჩადო, ის აუცილებლად გამოიჩენდა ძალისხმევას მის გასაცნობად. მაშ, როგორ შეიძლება, როცა შენს ხელთაა, ჰოი ადამიანო, ღვთიური წიგნი, რომელიც დღემდე დაცულია იმ ენით, რომლითაც გარდმოევლინა; დაცულია ყოველგვარი ნაკლისა და დანამატისგან, უვნებელია შეცვლისა და დამახინჯებისგან; მასშია გარდასულთა ამბები, წარსულთა თუ მომავალთა რჯული და ყოველი სულიერის ხვედრის განმარტება, და შენ კი მას არ ეცნობი! ადამიანის მიერ წმინდა ყურანის უგულებელყოფა და მასზე არზრუნვა ზიანს არ აყენებს წმინდა ყურანს, არამედ აზარალებს თავად იმას, ვინც ზურგი აქცია მას, რადგან ალლაჰი არ საჭიროებს თავის ქმნილებებს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
და რომ ვუკითხო [ხალხს] ყურანი.და ვინც ჭეშმარიტ გზას [ალლაჰის გზას] დაადგება, სწორ გზას ადგას თავისი თავისათვის [თავის სასიკეთოდ], ხოლო ვინც გზააბნეულობაში ჩავარდება [გადაიხრება ჭეშმარიტი გზიდან], უთხარი: მე მხოლოდ შემგონებელი ვარ.
[ან-ნამლ: 88].
ხოლო ვინც გაირჯება [ ჯიჰადს გააკეთებს იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს უმაღლესი და საქმეებში დაემორჩილოს ალლაჰს], ის გაირჯება საკუთარი თავისთვის [მას ეწერება ამისთვის ჯილდო]. ჭეშმარიტად, ალლაჰი სრულიად არ საჭიროებს სამყაროებს [არ საჭიროებს თავის მონების საქმეებს და საერთოდ არაფერს]
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.
المصدر
ملاحظات
--