Skip to content

როგორ განიხილავს ისლამი რწმენას იესოს მიმართ - მშვიდობა მას?

مصدر الإجابة
قسم الأديان والفرق
الباب / الفصل
(قسم الأديان والفرق)

السؤال

როგორ განიხილავს ისლამი რწმენას იესოს მიმართ - მშვიდობა მას?

الجواب

ისა (იესო) (მშვიდობა მას) უზენაესი ალლაჰის უდიდეს წინასწარმეტყველთაგანია, ის არის ჩვენი წინასწარმეტყველის, მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინამორბედი წინასწარმეტყველი და მოციქულთაგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) ერთ-ერთი "ულულ-აზმი". ყურანში მასზე ბევრია ნათქვამი, მოხსენიებულია მისი ღირსება და ის, რომ იგი პატივდებულია ალლაჰის წინაშე. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

აკი ანგელოზებმა უთხრეს: ეი, მარიამ! ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს თავის სიტყვას, რომლის სახელია მესიჰი ‘ისა ძე მარიამისა. იქნება ის ღირსეული ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და ერთ-ერთი – დაახლოებულთაგან (ღმერთთან).

[სურა ალი იმრანი:81].

წმინდა ყურანმა განმარტა მარიამის ისტორია და ისას ისტორია, მშვიდობა მათზე, რამდენიმე სურაში, როგორიცაა სურა ალ-იმრანი, სურა ალ-მაიდა და სურა მარიამი, და ეს მოყვანილია სუნაში რამდენიმე ჰადისში, რის შედეგადაც ამ ყველაფრის ერთობლიობიდან ირკვევა მისი დიადი მდგომარეობა ალლაჰის წინაშე, წმინდა ყურანში, წინასწარმეტყველურ სუნაში და მუსლიმებს შორის.

და მასში გადმოცემულთაგან არის ის, რომ ალლაჰმა 'ისა სასწაულებრივი ნიშნით შექმნა, რადგან მან იგი დედისგან, მამის გარეშე შექმნა, არამედ უთხრა:

„იყავ“, და იყო, უზენაესმა ბრძანა:

– იგი ხალხს დაელაპარაკება აკვანშიც და ზრდასრულ ასაკშიც , და იქნება ერთ-ერთი სათნოთაგან.

(გაკვირვებულმა) თქვა: ,,ღმერთო, როგორ მეყოლება ვაჟი, როცა კაცი არ შემხებია?" უთხრა: ასეა, – იმას გააჩენს, რასაც ინებებს; ალლაჰი, რის ქმნასაც გადაწყვეტს , – მხოლოდ ეტყვის მას: „იყავ!“ – და უმალვე შეიქმნება.

და ალლაჰმა გვამცნო, რომ ეს არაჩვეულებრივი შობა არ ხდის ისას (მშვიდობა მას) ღმერთად და არც ღვთის შვილად, არამედ იგი ჩვეულებრივი ადამიანია, და რომ ისაც და მისი დედაც ჭამდნენ საკვებს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:

მესიჰი, ძე მარიამისა, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავლებმა მასზე უწინ. დედა მისი სიმართლისმთქმელი ქალი იყო. ორივე მათგანი საკვებს მიირთმევდა. შეხედე, როგორ ვუმარტავთ ხალხს აიათებს, და შეხედე, როგორ აქცევენ ზურგს!

[სურა ალ-მაიდა: 44].

თქვა იბნ ჯარირმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის):

თქვა აბუ ჯაფარმა: და ეს არის უწყება უზენაესი ალლაჰისგან, რომლის სახელიც განდიდებულია, როგორც მტკიცებულება მისი შუამავლის, მუჰამმედის (ﷺ) სასარგებლოდ, ქრისტიანული სექტების წინააღმდეგ იმაზე, რასაც ისინი ამბობენ მესიაზე. იგი ამბობს — უარყოფს რა იაკობიტებს (იაკობიტები ძველი ქრისტიანული სექტაა) მათ ნათქვამში: „ის ღმერთია“, და სხვებს მათ ნათქვამში: „ის ალლაჰის შვილია“: სიმართლე არ არის ის, რასაც ეს ურწმუნონი ამბობენ მესიაზე, არამედ ის მარიამის ძეა, რომელმაც შვა იგი ისე, როგორც დედები შობენ თავიანთ შვილებს; და ეს ადამიანთათვის დამახასიათებელი თვისებაა და არა ადამიანთა შემოქმედის თვისება. ჭეშმარიტად, ის მხოლოდ ალლაჰის მოციქულია, ისევე როგორც სხვა მისი მოციქულები, რომლებიც მანამდე უკვე იყვნენ და წავიდნენ. მის ხელთ მან [ალლაჰმა] მოავლინა აიათები და სასწაულები, რისი მოვლენაც ისურვა, როგორც მისი ჭეშმარიტების მტკიცებულება და იმისა, რომ ის არის ალლაჰის მოციქული იმ ქმნილებებისადმი, ვისთანაც იგი გაგზავნა, ისევე, როგორც მოავლინა აიათები და სასწაულები მის წინა მოციქულთა ხელით, როგორც მტკიცებულება მათი ჭეშმარიტებისა, რომ ისინი ალლაჰის მოციქულები იყვნენ. ﴿ხოლო მისი დედა იყო ჭეშმარიტი (მორწმუნე)﴾, უზენაესი, რომლის სახელიც განდიდებულია, ამბობს: მესიის დედა ჭეშმარიტი (მორწმუნე) იყო. ხოლო მისი სიტყვები: ﴿ორივენი — ისაც და მისი დედაც — ჭამდნენ საკვებს (როგორც სხვა ადამიანები)﴾, არის უწყება უზენაესი ალლაჰისგან, რომლის სახელიც განდიდებულია, მესიასა და მის დედაზე: რომ ორივენი საჭიროებდნენ იმას, რითაც გამოიკვებებოდნენ და რითაც მათი სხეულები იარსებებდა — საჭმელსა და სასმელს, ისევე როგორც სხვა ადამიანები ადამის ძეთაგან. და ვინც ასეთია, ის ვერ იქნება ღმერთი [ღვთაება]; რადგან ის, ვინც საკვებს საჭიროებს, სხვაზეა დამოკიდებული თავის არსებობაში. სხვაზე დამოკიდებულება და იმის საჭიროება, რაც მას არსებობას უნარჩუნებს, მისი უძლურების ნათელი მტკიცებულებაა. ხოლო უძლური მხოლოდ მორჩილი ქმნილება შეიძლება იყოს და არა უფალი.

თაფსირ ალ-ტაბარი = ჯამი ალ-ბაიანი თ. შაქირი (10/ 147).

მესია - მშვიდობა მას - ირწმუნა ერთმა ნაწილმა და უარყო მეორე ნაწილმა, და ალლაჰმა გაამარჯვებინა მორწმუნეებს ურწმუნოებზე. და არ არის მართებული ადამიანის ისლამი, სანამ არ ირწმუნებს იესოს - მშვიდობა მას - შუამავლობას და რომ ის არის ალლაჰის მონა და მისი შუამავალი, ხოლო ვისაც სწამს, რომ ის არის ღმერთი ან ღმერთების ნაწილი, იგი ურწმუნოა.

მესია (იესო), მშვიდობა მას, არ ყოფილა ჯვარცმული, არა, პირიქით — იგი ზეცად იქნა ამაღლებული. ის ცოცხალია, არ გარდაცვლილა და მეორე ზეცაში იმყოფება. უზენაესი ბრძანებს:

მათ თქვეს: „ჩვენ მოვკალით მესია, იესო, მარიამის ძე, ღვთის მოციქული“, მაგრამ არ მოუკლავთ და არც ჯვარს აცვეს, არამედ მათ მოეჩვენათ ასე. ხოლო ვინც ამ საკითხში განსხვავებულად ფიქრობენ, ეჭვში არიან ამის შესახებ. მათ არ აქვთ ამის შესახებ ცოდნა, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან. ნამდვილად არ მოუკლავთ.

არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან. ალლაჰი ძლევამოსილი და ბრძენია.

მართლაც, წიგნის ხალხთაგან არავინ დარჩება, რომ არ ირწმუნოს იგი სიკვდილის წინ; და აღდგომის დღეს იქნება მათზე მოწმე.

[სურა ან-ნისა:163],

და რომ ის ჩამოვა განკითხვის დღემდე, მოკლავს მასიჰ დაჯჯალს(ანტიქრისტეს), იმსჯელებს ისლამით, დაამტვრევს ჯვარს და გაანადგურებს ღორებს. თქვა ალლაჰის შუამავალმა ﷺ:

«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მალე თქვენს შორის ჩამოვა მარიამის ძე, როგორც სამართლიანი მსაჯული, დაამტვრევს ჯვარს, მოკლავს ღორს, გააუქმებს ჯიზიას და სიმდიდრე ისე გამრავლდება, რომ მას არავინ მიიღებს»

საჰიჰ ალ-ბუხარი (3), და საჰიჰ მუსლიმი (252).

შემდეგ ის დედამიწაზე ორმოცი წელი დარჩება, შემდეგ გარდაიცვლება და მუსლიმები მასზე ილოცებენ.

المصدر

قسم الأديان والفرق

ملاحظات

--