ჯვარს აცვეს თუ არა მესია ისა (იესო) - მშვიდობა მას?
- محاور التعريف بالإسلام
- المحتوى المخصص بحسب الدينمحتوى للنصارىالتعريف بالأنبياء السابقين ومكانة عيسى عليه السلامحقيقة عيسى عليه السلام
- مصدر الإجابة
- قسم الأديان والفرق
- الباب / الفصل
- (قسم الأديان والفرق)
السؤال
ჯვარს აცვეს თუ არა მესია ისა (იესო) - მშვიდობა მას?
الجواب
მესია იესო, მშვიდობა მასზე, არ ყოფილა ჯვარცმული, არამედ ზეცაში იქნა აყვანილი, და ის ახლა ცოცხალია, არ მომკვდარა მეორე ზეცაში, უზენაესმა ბრძანა:
როცა შეამჩნია მათში ‘ისამ ურწმუნოება, ჰკითხა: ,,ვინ იქნებიან ჩემი დამხმარენი ალლაჰისკენ მიმავალ გზაზე?" – მოწაფეებმა მიუგეს: ჩვენ ვართ ალლაჰის დამხმარენი , ვირწმუნეთ ალლაჰი და დაამოწმე შენც, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო.
ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ის, რაც ჩამოავლინე და მივყევით შუამავალს, მაშ, ჩაგვწერე (ჭეშმარიტების) დამმოწმებელთა რიგებში!
ვერაგული მახე გაამზადეს , და ალლაჰმაც გაამზადა მახე (ვერაგთა საწინააღმდეგოდ), და ალლაჰია საუკეთესო მათგან, ვინც მახე გაამზადეს (– ვერაგთავე საწინააღმდეგოდ რომ შეატრიალებს მახეს).
აკი, ალლაჰმა უთხრა: ეი, ‘ისა! მე ვარ შენი მომკვდინებელიც, ჩემს წინაშე ამამაღლებელიცა და ურწმუნოთაგან მხსნელიც . ხოლო მათ, ვინც შენი მიმყოლია, უმაღლესვყოფ ურწმუნოებზე – დღემდე განკითხვისა, ბოლოს კი ჩემთან დაბრუნდებით და განვსჯი თქვენ შორის იმას, რაზეც უთანხმოებდით.
[სურა ალი იმრანი:81].
და ჩამოვა განსჯის დღემდე, თქვა დიდებულმა:
და უეჭველად, იგი [ისა, მარიამის ძე] არის საათის [განკითხვის დღის] ნიშანი [მის მოახლოებაზე]. ამიტომ ნუ შეგეპარებათ ეჭვი მასში [განკითხვის დღის მოსვლაში] და (უთხარი მათ, ო, მუჰამმად): გამომყევით მე (რასაც მე გადმოგცემთ ყოვლისშემძლე ალლაჰისგან)! ეს (არის) სწორი გზა (სამოთხისკენ).
[სურა აზ-ზუხრუფი: 61],
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
მართლაც, წიგნის ხალხთაგან არავინ დარჩება, რომ არ ირწმუნოს იგი სიკვდილის წინ; და აღდგომის დღეს იქნება მათზე მოწმე.
[სურა ან-ნისა:163],
და როდესაც ჩამოვა 'ისა (მშვიდობა მას), ის მოკლავს მასიჰ დაჯალს, განსჯის ისლამით, დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს, გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს) და არ მიიღებს მას, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მალე თქვენს შორის ჩამოვა მარიამის ძე, როგორც სამართლიანი მსაჯული, დაამტვრევს ჯვარს, მოკლავს ღორს, გააუქმებს ჯიზიას და სიმდიდრე ისე გამრავლდება, რომ მას არავინ მიიღებს»
საჰიჰ ალ-ბუხარი (3), და საჰიჰ მუსლიმი (252).
المصدر
ملاحظات
--