Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

79 of 841 cards

Clear filters
«მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს სამოთხეში, და მან უპასუხა:«ალლაჰის მოშიშობა და კეთილზნეობა», ხოლო როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მეტად შეიყვანს ადამიანებს ჯოჯოხეთში, მან უპასუხა: «ენა და სასქესო ორგანო».
ჰასან საჰიჰ გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მე ვიყავი ბანუ ალ-მუნთაფიყის წარმომადგენელი (ან მათ შორის ერთ-ერთი), რომელიც ალლაჰის შუამავალთან ელჩად გაიგზავნა. როდესაც მასთან მივედით, სახლში ვერ დაგვხდა, მაგრამ შევხვდით მორწმუნეთა დედას (აიშა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან ბრძანა, რომ ჩვენთვის ხორციანი ფაფა მოემზადებინათ, და ის სწრაფად მოგვიმზადეს. მოგვიტანეს ასევე 'კინაუ' – ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ფინიკი იყო, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და გვკითხა: «რამე საკვები მიირთვით? ან რამე მოგიმზადეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო", როდესაც შუამავალთან ერთად ვისხედით, მწყემსმა თავისი ფარა მოიყვანა სადგომზე, მასთან ერთად პატარა ბატკანი იყო, რომელიც ხმამაღლა ბღაოდა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მწყემსს: «ჰეი შენ, შენმა ცხვარმა რა მოიგო?» მწყემსმა უპასუხა: "ბატკანი", შუამავალმა ბრძანა: «მაშინ ამის სანაცვლოდ ერთი ცხვარი დაკალი», შემდეგ შუამავალმა დაამატა: «არ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ შენთვის გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს ასი ცხვარი და არ გვინდა მათი რიცხვის ზრდა. ამიტომ, როდესაც მწყემსი ახალ ბატკანს მოიყვანს, ჩვენ მის სანაცვლოდ ერთ ცხვარს ვკლავთ», ლაყიტ იბნ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ცოლი, რომელსაც ბილწსიტყვაობა ახასიათებს. როგორ მოვიქცე?" შუამავალმა უთხრა: «მაშინ გაეყარე მას». ლაყიტმა უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასთან დიდხანს ვცხოვრობდი და შვილებიც მყავს მისგან", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუგო: «მაშინ დაარიგე ის», (ჰადისის გადმომცემმა განმარტა, რომ შუამავალმა იგულისხმა): მასთან რბილი შეგონებებით იმოქმედე, შემდეგ შუამავალმა დაამატა: «თუ მასში სიკეთე იქნება გააკეათებს(დაგიმორჩილდება). ცოლი, როგორც მონა ისე არ სცემო!» ლაყიტმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასწავლე აბდესის აღების წესი", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«საფლავი იმქვეყნიური ცხოვრების პირველი სამყოფელია. თუ ადამიანი იქ გადარჩება, იმის შემდეგი ეტაპები უფრო იოლი ექნება. ხოლო თუ იქ ვერ გადაურჩა, მისთვის შემდგომი ეტაპები უფრო მძიმე იქნება»,
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგი გაგზავნა იემენში, მას უბრძანა, რომ ყოველი ოცდაათი ძროხიდან აეღო (ზაქათად) ერთი წლის მამალი ან დედალი მოზარდი, ყოველი ორმოცი ძროხიდან კი ორი წლის მოზარდი, ყოველი ზრდასრულისგან -ანუ მოწიფული- ერთი დინარი ან მისი საფასური სამოსი, იემენში გავრცელებული სამოსისაგან.
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვისაც ორი ცოლი ჰყავს და ერთს მეორეზე მეტ ყურადღებას აქცევს, აღდგომის დღეს მოვა და მისი სხეულის ერთი მხარე დახრილი იქნება»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მუსლიმის ტანისამოსის (იზარის) სიგრძე უნდა იყოს წვივის შუამდე, ხოლო არ არის პრობლემა, თუ იგი კოჭებს შორის იქნება. თუმცა, რაც კოჭებზე დაბლაა, ის ცეცხლშია. ვინც თავისი სამოსი ამპარტავნულად დაუშვა მიწაზე, ალლაჰი მას არ შეხედავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვედრება თაყვანისცემაა», და შემდეგ წაიკითხა: «და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში». [ღააფირ: 60]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს», ვერ შეიგრძნობს სამოთხის სურნელს – ნიშნავს, რომ ის შორს იქნება სამოთხიდან და ვერ იგრძნობს მის კეთილსურნელებას.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა