Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ, იბნ ჰიბბაანმა თავის საჰიჰში და ალ-ჰაქიმმა.
«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და იბნ ჰიბბაანმა.
«ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს, რომ მისი შემსუბუქება მიიღონ ისევე, როგორც უყვარს, რომ მისი ბრძანებები შესრულდეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ
რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მექქას აღების დღეს მიმართა ხალხს და თქვა: «ჰეი, ადამიანებო! ალლაჰმა მოგაშორათ უმეცრობის დროინდელი ქედმაღლობა და წინაპრებით სიამაყე. ხალხი ორ კატეგორიად იყოფა: კეთილშობილი, ღვთისმოშიში და ალლაჰისთვის პატივცემული და ცოდვილი და უბედური, რომელსაც ალლაჰის წინაშე არ აქვს ღირებულება. ყველანი ადამის შვილები ხართ და ალლაჰმა ადამი მიწისგან შექმნა». შემდეგ მოციქულმა წაიკითხა ალლაჰის სიტყვები: «{ჰეი, ადამიანებო! ერთი მამრისაგან და ერთი მდედრისაგან გაგაჩინეთ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. თქვენგან ყველაზე უფრო პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}» [ალ-ჰუჯურაათ: 13]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«ყველაზე ცუდი ქურდი ხალხში ის არის, ვინც თავის ლოცვას იპარავს». ჰკითხეს: "როგორ იპარავს ლოცვას?" მან უპასუხა: «როცა არ ასრულებს სრულყოფილად რუქუ"ს და სჯუდს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ