عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (19)
«ქალი არ უნდა იმყოფებოდეს გლოვაში მიცვალებულზე სამ დღეზე მეტხანს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გარდაცვლილია მისი ქმარი – ასეთ შემთხვევაში, იგი უნდა გლოვობდეს ოთხ თვესა და ათი დღის განმავლობაში , მან არ უნდა ატაროს შეღებილი ტანსაცმელი, გარდა უხეში ქსოვილისგან დამზადებულისა, მან არ უნდა წაისვას თვალის სილამაზე, არ უნდა გამოიყენოს სურნელოვანი ნივთიერებები, გარდა მცირე რაოდენობის ყისტისა ან აყვავებული მცენარეული ნაზავისა, როცა ის განიწმინდება ქალთა წესიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დაწყევლა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ან-ნასააიმ "ალ-ქუბრა-ში", იბნ მააჯამ მისი მნიშვნელობით და აჰმადმა.
«ჭეშმარიტად, ალლაჰი კმაყოფილია თქვენთვის სამი რამით და სძულს სამი რამ: კმაყოფილია იმით, რომ მხოლოდ მას ეთაყვანებით და არ უდგენთ მას თანაზიარებს, რომ ეჭიდებით ალლაჰის თოკს ერთობლივად და არ იშლებით. და სძულს: ჭორაობა და ამაო ლაპარაკი, ზედმეტი კითხვა და ქონების ფლანგვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული