Skip to content

გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა

ალ-ი'რბად იბნ სარიაჰ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:

ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».

قام فينا رسول الله صلى الله عليه وسلم ذات يوم، فوَعَظَنا مَوعظةً بليغةً وَجِلتْ منها القلوبُ، وذَرَفتْ منها العيونُ، فقيل: يا رسول الله، وعظتَنَا موعظةَ مُودِّعٍ فاعهد إلينا بعهد. فقال: «عليكم بتقوى الله، والسمع والطاعة، وإن عبدًا حبشيًّا، وسترون من بعدي اختلافًا شديدًا، فعليكم بسنتي وسنة الخلفاء الراشدين المهديين، عَضُّوا عليها بالنواجِذ، وإياكم والأمور المحدثات، فإن كل بدعة ضلالة».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისეთი დარიგება გაუკეთა საჰაბებს, რომ ათრთოლდა მის გამო გულები და ატირდა თვალები. და უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, თითქოს გვემშვიდობებოდე ამ დარიგებით, როცა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზედმეტად მეტი ყურადღება შეამჩნიეს საუბარში, და მისგან ითხოვეს ანდერძად რჩევა, რომელსაც ჩაეჭიდებოდნენ მის შემდგომ. თქვა: მე თქვენ ანდერძად გიტოვებთ, რომ გეშინოდეთ უზენაესი ალლაჰის. ეს ვლინდება ბრძანებების შესრულებაში და აკრძალულებზე მორიდებაში. სმენა და მორჩილება, ანუ: მმართველების მიმართ, თუნდაც მონა გახდეს თქვენი მმართველი ან ხელმძღვანელი, ანუ ყველაზე მდაბიო ადამიანიც რომ გახდეს თქვენი მმართველი არ უარყოთ ის და დაემორჩილეთ მას, საშიშროებით იმისგან, რომ არ გავრცელდეს არეულობა, რადგან ვინც იცხოვრებს თქვენგან დიდხანს, ის ბევრ განხეთქილებებს იხილავს. შემდეგ განუმარტა მათ გამოსავალი ამ განხეთქილებისგან, ეს მოხდება მის სუნნაზე და მის შემდეგ მყოფი მართალი მართლმორწმუნე ხალიფების სუნნაზე ჩაჭიდებით, რომლებიც არიან აბუ ბაქრ ას-სიდიიყ, 'უმარ იბნ ალ-ხატაბ, 'უსმან იბნ ა'ფვან და 'ალი იბნ აბუ ტაალიბ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი). ჩაეჭიდეთ მას კბილებით ანუ - უკანა კბილებით-: ანუ ასეთი სერიოზულობით მიუდექით სუნნას და ჩაეჭიდეთ მას. მან ასევე გააფრთხილა ისინი რელიგიაში სიახლეებთან (ბიდ'ა) დაკავშირებით და თქვა, რომ ყოველი ინოვაცია გზააბნეულობაა.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

სუნნაზე მიყოლის და მასზე მტკიცედ ჩაჭიდების აუცილებლობა.

რჩევა-დარიგების მიცემა და გულების დარბილება.

მის შემდგომ მყოფი ოთხი მართლმორწმუნე ხალიფებზე მიყოლის ბრძანება, ისინი არიან აბუ ბაქრი, 'უმარი, 'უსმანი და 'ალი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).

რელიგიაში სიახლის გამოგონების აკრძალვა და რომ ყველა სიახლე გზასაცდენილობაა.

სმენა და მორჩილება მასზე, ვინც მართავს მორწმუნეთა საქმეებს, გარდა ცოდვისა.

უზენაესი ალლაჰის შიშის მნიშვნელობა ყოველთვის და ყველა მდგომარეობაში.

ამ უმმაში წარმოიშობა უთანხმოებები, და მათი წარმოშობის დროს საჭიროა მიმართოთ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნასა და მართალი ხალიფების სუნნას.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (7/ 16) (4607).

სუნან ალ-თირმიზი (4/ 408) (2676).

სუნან იბნ მააჯაჰ (1/ 28) (42).

მუსნად აჰმად (28/ 367) (17142).

მეტი... (4)

ან-ნავავის ორმოცი ჰადისი (ص: 89) (ح28).

تحفة الأحوذي (7/ 366).

عون المعبود وحاشية ابن القيم (12/ 235).

شرح الأربعين النووية للعثيمين (ص: 278).