სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე
აბუ უმამა ალ-ბაჰილისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი კაცი ახსენეს – ერთ-ერთი იყო მლოცველი და მეორე კი სწავლული, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სწავლულის უპირატესობა მლოცველზე ისეთივეა, როგორც ჩემი უპირატესობა თქვენგან ყველაზე უმდაბლესზე», შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი, მისი ანგელოზები, ცათა და მიწათა მცხოვრებლები – თუნდაც ჭიანჭველა თავის სოროში და თევზი ზღვაში – ვედრებას აღავლენენ იმ ადამიანისთვის, ვინც ასწავლის ხალხს სიკეთეს».
«فَضْلُ العَالِمِ عَلَى العَابِدِ كَفَضْلِي عَلَى أَدْنَاكُمْ»، ثُمَّ قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «إِنَّ اللَّهَ وَمَلاَئِكَتَهُ وَأَهْلَ السَّمَوَاتِ وَالأَرَضِينَ حَتَّى النَّمْلَةَ فِي جُحْرِهَا وَحَتَّى الحُوتَ لَيُصَلُّونَ عَلَى مُعَلِّمِ النَّاسِ الخَيْرَ».
ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი კაცი ახსენეს – ერთ-ერთი იყო მლოცველი და მეორე – სწავლული, და ჰკითხეს, რომელია მათგან უკეთესი? უპასუხა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): ის სწავლული, რომელიც ფლობს შარიათის ცოდნას, მოქმედებს მის მიხედვით და ასწავლის მას, უფრო ღირსეულია, ვიდრე ის, ვინც მთლიანად ლოცვასა და ღვთისმსახურებას მიუძღვნა თავი, თუმცა იცის ის ცოდნა, რაც მისთვის სავალდებულოა. ეს უპირატესობა იგივეა, როგორც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღმატებულება და პატივი მისი ყველაზე დაბალი საჰაბას მიმართ. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ამ უპირატესობის მიზეზი: ალლაჰი, მისი ანგელოზები – მათ შორის არშის მატარებლები, ცათა მცხოვრები ყველა ანგელოზი, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები და ჯინები, ყველა ცხოველი, მათ შორის ჭიანჭველა, რომელიც თავის სოროში იმყოფება, და ზღვის თევზები – ყველა ისინი ვედრებას აღავლენენ იმ ადამიანისათვის, რომელიც ასწავლის ხალხს იმ ისლამურ სწავლებებს, რომლებიც მათ გადარჩენასა და წარმატებას მოუტანს.
ალლაჰის გზისკენ მოწოდების მეთოდები: წახალისება და მაგალითების მოყვანა.
სწავლულების უდიდესი ღირსება – მათ ისწავლეს ცოდნა და აღასრულეს მისი უფლებები საქმითა და მოწოდებით.
სწავლულებისა და ცოდნის მაძიებელთა პატივისცემისა და მათთვის დუას აღვლენის წახალისება
ხალხისთვის სიკეთის სწავლების წახალისება, რადგან ეს მათი გადარჩენისა და ბედნიერების მიზეზია.
სუნან ალ-თირმიზი (4/ 416) (2685).
მეტი... (12)
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (16/ 481).
مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.
لعلي القاري (1/ 298).
فيض القدير شرح الجامع الصغير.
للمناوي (4/ 432).
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 469).
تطريز رياض الصالحين.
لفيصل آل مبارك (ص758).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (2/ 954).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 6«فضلُ العالم علىٰ العَابدِ كفضلِي علىٰ أدْنَاكم»،
- مشروع المنهج التعليميمادة الدعوة«إِنَّ اللهَ وَمَلَائِكَتَهُ وَأَهْلَ السَّمَوَاتِ وَالأَرَضِينَ حَتَّى النَّمْلَةَ فِي جُحْرِهَا وَحَتَّى الحُوتَ لَيُصَلُّونَ عَلَى مُعَلِّمِ النَّاسِ الخَيْرَ»
- مشروع المنهج التعليميمادة الدعوة«إِنَّ اللهَ وَمَلَائِكَتَهُ وَأَهْلَ السَّمَوَاتِ وَالأَرَضِينَ حَتَّى النَّمْلَةَ فِي جُحْرِهَا وَحَتَّى الحُوتَ لَيُصَلُّونَ عَلَى مُعَلِّمِ النَّاسِ الخَيْرَ».