ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც შეგნებულად მოიტყუებს ჩემზე, მოამზადოს თავისი ადგილი ცეცხლში».
«مَنْ كَذَبَ عَلَيَّ مُتَعَمِّدًا فَلْيَتَبَوَّأْ مَقْعَدَهُ مِنَ النَّارِ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც მასზე შეგნებულად მოიტყუებს, მას მიაწერს სიტყვას ან ქმედებას ტყუილით, მას იმ ქვეყნად ექნება ადგილი ცეცხლში; მისი გამოგონილი ტყუილის გამო.
...:
შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგნებულად და განზრახ ტყუილის თქმა ცეცხლში მოხვედრის მიზეზია.
შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყუილი არ ჰგავს სხვა ადამიანებზე ტყუილს, რადგან ეს იწვევს დიდ უბედურებებს როგორც რელიგიაში, ასევე ამქვეყნიურ საქმეებში.
გაფრთხილება ჰადისების გავრცელებისგან მათი სანდოობის გადამოწმების გარეშე და მათი წარმოშობის ზუსტი დადასტურების გარეშე, რომ ნამდვილად მოციქულიდან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მომდინარეობს.
საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 33) (110).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 10) (3).
მეტი... (5)
إكمال المعلم (1/111).
شرح النووي على مسلم (1/65).
المفهم (1/32).
عمدة القاري شرح صحيح البخاري (2/ 151).
شرح مقدمة سنن ابن ماجه (5/ 8).