Skip to content

შეასრულეთ ჰაჯობა და უმრა თანმიმდევრულად, რადგან ისინი შლიან სიღარიბეს და ცოდვებს ისე, როგორც დნობის ღუმელი წმენდს რკინას, ოქროსა და ვერცხლს მინარევებისგან. ხოლო სწორად შესრულებული ჰაჯობის საზღაური არაფერია, გარდა სამოთხისა

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«შეასრულეთ ჰაჯობა და უმრა თანმიმდევრულად, რადგან ისინი შლიან სიღარიბეს და ცოდვებს ისე, როგორც დნობის ღუმელი წმენდს რკინას, ოქროსა და ვერცხლს მინარევებისგან. ხოლო სწორად შესრულებული ჰაჯობის საზღაური არაფერია, გარდა სამოთხისა».

«تَابِعُوا بَيْنَ الحَجِّ وَالعُمْرَةِ، فَإِنَّهُمَا يَنْفِيَانِ الفَقْرَ وَالذُّنُوبَ كَمَا يَنْفِي الكِيرُ خَبَثَ الحَدِيدِ، وَالذَّهَبِ، وَالفِضَّةِ، وَلَيْسَ لِلْحَجَّةِ الْمَبْرُورَةِ ثَوَابٌ إِلاَّ الجَنَّةُ».

გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდა ჰაჯობის და უმრის ღვთისმსახურებების ერთმანეთზე მიყოლებით შესრულება, ისე რომ არ მოხდეს მათ შორის წყვეტა და მათი შესრულების შესაძლებლობის შემთხვევაში შეუსრულებლობა, რადგან მათი შესრულება არის სიღარიბის და ცოდვების გაქრობის მიზეზი, ასევე კარგ კვალს ტოვებს გულში. როგორც ცეცხლის დაბერვა საბერველით არის მიზეზი, რომ რკინა გამოთავისუფლდეს სიბინძურეებისგან, და ასევე სხვა ლითონებისგან, რომელიც მას არ ეკუთვნის.

ჰადისის სარგებლობიდან

ჰაჯობის და უმრას ერთმანეთზე მიყოლებით შესრულების მადლიანობა და მასზე მოწოდება.

ჰაჯობის და უმრას ერთმანეთის მიყოლებით შესრულება არის სიმდიდრის და ცოდვების მიტევევის მიზეზი.

ალ-მუბარაქფურიმ თქვა: «(აქრობენ სიღარიბეს) ანუ: ანადგურებენ, აქ შეიძლება იგულისმებოდეს აშკარა სიღარიბე, რომელიც გაქრება ხელთ მოპოვებული სიმდიდრით, და ასევე შეიძლება იყოს შინაგანი სიღარიბე, რომელიც გაქრება გულის სიმდიდრის მოპოვებით».

წყაროები

სუნან ალ-თირმიზი (2/ 167) (810).

სუნან ალ-ნასაიი (5/ 115) (2631).

მუსნად აჰმად (6/ 185) (3669).

მეტი... (2)

ذخيرة العقبى في شرح المجتبى (23/ 322).

النهاية في غريب الحديث والأثر (819) (252).