Skip to content

სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია

აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«სივაქი პირის სისუფთავე და ალლაჰის კმაყოფილების მიზეზია».

«السِّوَاكُ مَطْهَرَةٌ لِلْفَمِ، مَرْضَاةٌ لِلرَّبِّ».

გადმოსცა ალ-ნასაიმ და აჰმადმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ არაქის ხის ტოტით (სივაქით) და მსგავსი საშუალებებით კბილების გასუფთავება წმენდს პირს ჭუჭყისა და უსიამოვნო სუნისაგან. და ის (სივაქი) ალლაჰის მონისადმი კმაყოფილების მიზეზთაგანია, რადგან მასშია ალლაჰის მორჩილება და მისი ბრძანების შესრულება, ასევე სისუფთავე, რომელიც უზენაეს ალლაჰს უყვარს.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

სივაქის სიკეთე და მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწოდება მისი ხშირი გამოყენებისკენ.

კბილების გასუფთავებისთვის საუკეთესოა არაქის(სივაქი) ხის ტოტის გამოყენება, ხოლო ჯაგრისი და კბილის პასტა მისი ალტერნატივაა.

წყაროები

სუნან ალ-ნასაიი (1/ 10) (5).

მუსნად აჰმად (40/ 240) (24203).

მეტი... (6)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 342).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (2/ 852).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص675).