მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა
გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მე მებრძანა, რომ შვიდ ძვალზე შევასრულო საჯდა: შუბლზე და ხელით ცხვირისკენ მიანიშნა, ორივე ხელზე, ორივე მუხლზე, ორივე ფეხის წვერებზე. და ამეკრძალა ტანსაცმლის და თმების აკეცვა».
«أُمِرْتُ أَنْ أَسْجُدَ عَلَى سَبْعَةِ أَعْظُمٍ: عَلَى الْجَبْهَةِ وَأَشَارَ بِيَدِهِ عَلَى أَنْفِهِ، وَالْيَدَيْنِ، وَالرُّكْبَتَيْنِ، وَأَطْرَافِ الْقَدَمَيْنِ، وَلَا نَكْفِتَ الثِّيَابَ وَالشَّعَرَ».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ალლაჰმა მას უბრძანა ლოცვის დროს შვიდი სხეულის ნაწილით ეხებოდეს მიწას, როცა საჯდას ასრულებს; ესენია: პირველი: შუბლი, რომელი არის ცხვირის და თვალების ზედა სახის ნაწილი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუთითა ცხვირისკენ, იმის მანიშნებლად, რომ შუბლი და ცხვირი ერთ ნაწილს შეადგენს ამ შვიდი ორგანოდან. და ასევე იმის დასადასტურებლად, რომ საჯდას შემსრულებელი ცხვირითაც უნდა ეხებოდეს მიწას. მეორე და მესამე ორგანო: ხელის მტევნები. მეოთხე და მეხუთე: მუხლები. მეექვსე და მეშვიდე: ორივე ფეხის თითები. გვიბრძანა, რომ არ შევიკრათ (შევისწოროთ) თმები და არ შევიკრათ (შევისწოროთ) ტანსაცმელი, როდესაც საჯდას შესასრულებლად მივდივართ, ტანსაცმლის ან თმების დაცვის მიზნით; არამედ, დავუშვათ მიწაზე ისე, როგორც არის, და ისინიც შეასრულებენ საჯდას სხეულის სხვა ორგანოებთან ერთად.
ولا نَكْفِت: الكَفت: الجَمع والضَّم.
სხეულის შვიდ ორგანოზე საჯდას შესრულების აუცილებლობა.
თმების და ტანსაცმლის შეკვრა აკეცვა ლოცვის დროს მოუწონარი საქციელია.
აუცილებელია მლოცველი იყოს მშვიდად ლოცვის დროს, ასე რომ მან სხეულის შვიდი ორგანო უნდა შეახოს მიწას საჯდაზე, და გაჩერდეს ამ მდგომარეობაში იმდენ ხანს, სანამ არ შეასრულებს იქ წასაკითხავ ვედრებას.
თმების შეკვრის აკრძალვა ეკუთვნის მხოლოდ მამაკაცებს და არა ქალებს, რადგან ქალისთვის ლოცვის დროს ნაბრძანებია დაფარვა.
საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 162) (812).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 354) (490).
მეტი... (12)
المنهاج شرح صحيح مسلم.
للنووي (4/ 206).
مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.
لعلي القاري (2/ 718).
سبل السلام شرح بلوغ المرام.
للصنعاني (1/ 270).
توضيح الأحكام مِن بلوغ المرام.
لعبد الله البسام (2/ 229).
فتح ذي الجلال والإكرام شرح بلوغ المرام.
لابن عثيمين (2/ 115).
منار القاري.
لحمزة قاسم (2/ 202).
Cited in books
2 Booksმეტი... (2)
- المناهج التعليمية - الصف الرابعالمناهج التعليمية - الصف الرابع - الفقه«أُمِرْتُ أَنْ أَسْجُدَ عَلَى سَبْعَةِ أَعْظُمٍ: عَلَى الجَبْهَةِ - وَأَشَارَ بِيَدِهِ عَلَى أَنْفِهِ -، وَاليَدَيْنِ، وَالرُّكْبَتَيْنِ، وَأَطْرَافِ القَدَمَيْنِ» [26].
- شروط الصلاة وأركانها وواجباتها«أُمِرْتُ أَنْ أَسْجُدَ عَلَى سَبْعَةِ أَعْظُمٍ»[91][92]،