ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია
გადმოცემულია ტაარიყ იბნ აშიამ ალ-აშჯა'ისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვინც თქვა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, აკრძალულია მისი ქონება და სისხლი, მისი განკითხვა ალლაჰის ხელშია».
«مَنْ قَالَ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَكَفَرَ بِمَا يُعْبَدُ مِنْ دُونِ اللهِ حَرُمَ مَالُهُ وَدَمُهُ، وَحِسَابُهُ عَلَى اللهِ».
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც დაამოწმა თავისი ენით "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", ანუ: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა და უარყო სხვა ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, განუდგა ყველა სარწმუნოებას ისლამის გარდა, მისი ქონება და სისხლი მუსლიმებისთვის აკრძალულია, ჩვენ მხოლოდ ღია (გარე) შეხედულებით უნდა ვიმოქმედოთ. მიუღებელია მისი ქონების მიტაცება და მისი სისხლის დაღვრა, გარდა იმ შემთხვევაში, თუ ჩაიდინა ცოდვა ან დანაშაული და ეს გამოიწვევს მათ ხელყოფას ისლამური სამართლის აღსასრულებლად. ალლაჰია პასუხისმგებელი მის განკითხვაზე აღდგომის დღეს, თუ ის იყო მართალი დააჯილდოვებს მას, და თუ იყო ორპირი დასჯის მას.
...:
წარმოთქმა, რომ "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა", და უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან - ისლამში შესვლის პირობაა.
(ლაა ილააჰა ილლაა ალლააჰ): "არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა" - ამის მნიშვნელობაა: უარყოფა იმ ყველაფრის, რასაც ეთაყვანებიან, გარდა ალლაჰისა: კერპი, საფლავი თუ სხვა რამ. და უზენაესზე ერთღმერთიანად თაყვანისცემა.
ვინც წარმოთქვა ერთღმერთიანობის დამადასტურებელი სიტყვები და მის კანონებს ემორჩილება ღიად (აშკარად), აუცილებელია მისი სისხლის და ქონების დაცვა, სანამ აშკარად არ გამოჩნდება მისგან შარიათის საწინააღმდეგო რამ.
მუსლიმის ქონება, სიცოცხლე და სინდისი ხელშეუხებელია, გარდა შარიათით დადგენილი უფლებისა.
ამქვეყნად მისი მდგომარეობა გარე შეხედულებებით ფასდება, ხოლო იმქვეყნად კი განზრახვებით.
საჰიჰ მუსლიმ (1/ 53) (23).
მეტი... (4)
الملخص في شرح كتاب التوحيد.
لصالح الفوزان (ص68).
الجديد في شرح كتاب التوحيد.
لمحمد القرعاوي (ص77).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- التوحيد في ضوء عقيدة الإمام الشافعي رحمه الله ونصوصه ومروياته"من قال: لا إله إلا الله، وكفر بما يعبد من دون الله حرم ماله ودمه، وحسابه على الله ".([12])
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 2«مَن قال لا إلهَ إلَّا الله، وكَفَرَ بِمَا يُعْـبَـدُ مِنْ دُونِ الله، حَرُمَ مَالُهُ وَدَمُهُ، وَحِسَابُهُ عَلىٰ الله تعالىٰ».
- مشروع المنهج التعليميمادة التوحيد مستوى 1«مَنْ قَالَ: لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَكَفَرَ بِمَا يُعْبَدُ مَنْ دُونِ اللهِ؛ حَرُمَ مَالُهُ، وَدَمُهُ»