სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება
გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«სამი კატეგორიის ადამიანზე აწეულია კალამი: მძინარეზე — სანამ გაიღვიძებს, ბავშვზე — სანამ სექსუალურ სიმწიფეს მიაღწევს, და შეშლილზე — სანამ გონს მოეგება».
«رُفِعَ الْقَلَمُ عن ثلاثة: عن النائم حتى يَسْتَيْقِظَ، وعن الصبي حتى يَحْتَلِمَ، وعن المجنون حتى يَعْقِلَ».
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მვიდობა მას) გვამცნო, რომ შარიათის ვალდებულებები ადამის შთამომავლობაზე ვრცელდება, გარდა ამ სამი კატეგორიისა: პირველი: ბავშვი, სანამ არ გაიზრდება და არ მიაღწევს სექსუალურ სიმწიფეს. მეორე: შეშლილი, გონებას მოკლებული ადამიანი, სანამ გონება არ დაუბრუნდება. მესამე: მძინარე, სანამ არ გაიღვიძებს. ამგვარად, მათგან ვალდებულება მოხსნილია, და მათი ცოდვილი ქმედებები არ იწერება. თუმცა პატარა ბავშვისთვის სიკეთე იწერება, განსხვავებით შეშლილისა და მძინარისგან, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, ვისგანაც თაყვანისცემა შეიძლება იყოს მიღებული შეგნების არქონის გამო.
ადამიანის პასუხისმგებლობის მოხსნა ხდება ან ძილის გამო, რომელიც ართმევს მას შესაძლებლობას გაიღვიძოს თავისი მოვალეობების შესასრულებლად, ან ახალგაზრდობისა და ბავშვობის გამო, როდესაც მას ჯერ კიდევ არ აქვს სრული უნარი, ან სიგიჟის გამო, რომელიც არღვევს მის გონებრივ ფუნქციებს, ან მსგავსი მდგომარეობების, მაგალითად, სიმთვრალის გამო. ვინც კარგავს განსხვავების უნარს და სწორ აღქმას ამ სამიდან ერთი მიზეზის გამო, მას პასუხისმგებლობა მოეხსნება. ალლაჰმა თავისი სამართლიანობის, მოთმინებისა და მოწყალების გამო, მოხსნა მათგან პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისინი ჩაიდენენ, იქნება ეს შეცდომა თუ გულგრილობა უზენაესი ალლაჰის უფლების მიმართ.
ის, რომ მათ ცოდვები არ ეწერებათ, არ ეწინააღმდეგება ზოგიერთი საერო განკარგულების მათზე გავრცელებას; მაგალითად, თუ შეშლილი მოკლავს ვინმეს, მასზე არ ვრცელდება სასჯელი ან ქაფფარა (გამოსყიდვა), მაგრამ მისი ნათესავები (მამის მხრიდან)ვალდებულები არიან გადაიხადონ სისხლის საფასური (დია).
სექსუალური სიმწიფის სამი ნიშანია: სპერმის გამოყოფა, იქნება ეს სიზმრების საშუალებით თუ სხვაგვარად, ბოქვენის თმის ამოსვლა ან 15 წლის ასაკის მიღწევა. ქალებში მეოთხე ნიშანი ემატება: მენსტრუაცია.
ას-სუბქიმ თქვა: «"ალ-საბი (ბავშვი მამრ.სქ.)იგივეს ნიშნავს რაც ღულაამ.“ სხვებმა თქვეს: „ბავშვს, რომელიც დედის მუცელშია, ეწოდება ჯანიინ (ნაყოფი), ხოლო როცა დაიბადება, ეწოდება საბიი (ბავშვი). ძუძუს წოვის შეწყვეტის შემდეგ მას ღულაამ ეწოდება შვიდ წლამდე. შემდეგ მას იაფი' (მოზარდი ბავშვი რომელიც სქესობრივად არ მომწიფებულა) ეწოდება ათ წლამდე, ხოლო თხუთმეტ წლამდე ჰაზაუარ ( ძლიერი მოზარდი ბიჭი)". უდავოა, რომ ყველა ამ ეტაპზე მას მაინც საბიი (ბავშვი) ეწოდება,“ — თქვა ას-სუიუტიმ.
სუნან აბი დაუდ (6/ 455) (4403).
სუნან ალ-თირმიზი (3/ 93) (1423).
ალ-სუნან ალ-ქუბრა ლი-ნნასაი (6/ 487) (7303).
სუნან იბნ მააჯაჰ (3/ 199) (2042).
მუსნად აჰმად (2/ 254) (940).
მეტი... (6)
فتح ذي الجلال والاكرام بشرح بلوغ المرام.
لابن عثيمين (5/ 57).
توضِيحُ الأحكَامِ مِن بُلوُغ المَرَام.
للبسام (3/ 327).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (7/ 582).
Cited in books
6 Booksმეტი... (6)
- رسالة موجزة عن الإسلام كما جاء في القرآن الكريم والسنة النبوية (مشتملة على الأدلة)رِسَالَةٌُ مُوجَزَةٌُ عَنِ الْإِسْلَامِ كَمَا جَاءَ فِي الْقُرْآنِ الْكَرِيمِ وَالسَّنَةِ النَّبَوِيَّة-مشتملة على الأدلة -للحرمين-«رُفِعَ القَلَمُ عَنْ ثَلَاثٍ: عَنِ النَّائِمِ حَتَّى يَسْتَيْقِظَ، وَعَنِ الصَّبِيِّ حَتَّى يَحْتَلِمَ، وَعَنِ المَجْنُونِ حَتَّى يَعْقِلَ» [82].
- مجموعة زاد التربية الإسلامية (1)، والسيرة النبوبة (1)، والعقيدة (1)، والفقه (1)مجموعة زاد الفقه (1)«رُفِعَ القلم عن ثلاثةٍ: عن النَّائم حتى يستيقظَ، وعن الصَّبي حتى يَحتَلِمَ، وعن المجنونِ حتى يَعقِلَ»
- مجموعة زاد الفقه (3)الفقه 3«رُفِعَ القلمُ عن ثلاثةٍ: عن النَّائمِ حتى يستيقِظَ، وعن الصَّبىِّ حتى يَحتَلِمَ، وعن المجنونِ حتى يَعقِلَ».
- محاضرات تعظيم قدر الصلاةمحاضرات في تعظيم قدر الصلاة" رُفِعَ الْقَلَمُ عَنْ ثَلَاثَةٍ: عَنِ النَّائِمِ حَتَّى يَسْتَيْقِظَ، وَعَنِ الصَّبِيِّ حَتَّى يَحْتَلِمَ، وَعَنِ الْمَجْنُونِ حَتَّى يَعْقِلَ " [102]
- نبراس طالب (3)نبراس طالب 3«رُفِعَ الْقَلَمُ عَنْ ثَلَاثَةٍ: عَنِ النَّائِمِ حَتَّى يَسْتَيْقِظَ، وَعَنِ الصَّبِيِّ حَتَّى يَحْتَلِمَ، وَعَنِ الْمَجْنُونِ حَتَّى يَعْقِلَ»
- نبراس طالب (5)1«رُفِعَ الْقَلَمُ عَنْ ثَلَاثَةٍ: عَنِ النَّائِمِ حَتَّى يَسْتَيْقِظَ، وَعَنِ الصَّبِيِّ حَتَّى يَحْتَلِمَ، وَعَنِ الْمَجْنُونِ حَتَّى يَعْقِلَ»