Skip to content

ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

"ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰის გზაზე ბრძოლას ვხედავთ საუკეთესო ქმედებად, ნუთუ არ ვიბრძოლებთ ალლაჰის გზაზე? უპასუხა: «არა, [თქვენთვის] საუკეთესო ჯიჰადი სრულყოფილი ჰაჯობაა».

يَا رَسُولَ اللَّهِ، نَرَى الجِهَادَ أَفْضَلَ العَمَلِ، أَفَلاَ نُجَاهِدُ؟ قَالَ: «لَا، لَكُنَّ أَفْضَلُ الجِهَادِ: حَجٌّ مَبْرُورٌ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავლის საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) საუკეთესო ქმედებად მიიჩნევდნენ ჯიჰადს ალლაჰის გზაზე და მტრებთან ბრძოლას, და შეეკითხა აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ჩვენ ქალებსაც გვებრძოლა? მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მათთვის საუკეთესო ჯიჰადი არის სრულყოფილად შესრულებული ჰაჯობა, რომელიც შეესაბამება ყურანსა და სუნნას, ცოდვისა და თვალთმაქცობის გარეშე.

ჰადისის სარგებლობიდან

ჯიჰადი (ალლაჰის გზაზე ბრძოლა) საუკეთესო ქმედებაა კაცებისთვის.

ჰაჯობა კი ქალებისთვის უკეთესია ჯიჰადზე, და ის მათთვის საუკეთესო ქმედებაა.

მოქმედებები განსხვავდება და მრავლდება მათი შემსრულებლის მიხედვით.

ჰაჯობას ეწოდა ჯიჰადი იმის გამო, რომ ის არის სულთან ბრძოლა, და მასში შედის ქონების გაღება და სხეულის ძალისხმევა, რადგან ეს არის ფიზიკური და ფინანსური მსახურება, ისევე როგორც ჯიჰადი ალლაჰის გზაზე.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 133) (1520).

მეტი... (6)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 402).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (2/ 902).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (5/ 321).