Skip to content

სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)

იბნ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«სამოთხე უფრო ახლოსაა თითოეულ თქვენთაგან, ვიდრე თქვენი ფეხსაცმლის თასმები, და ჯოჯოხეთიც მის მსგავსად (ახლოსაა მასთან)».

«الْجَنَّةُ أَقْرَبُ إِلَى أَحَدِكُمْ مِنْ شِرَاكِ نَعْلِهِ، وَالنَّارُ مِثْلُ ذَلِكَ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ძალიან ახლოსაა ადამიანთან ისევე, როგორც ფეხსაცმლის თასმა. ეს იმის გამო, რომ ადამიანმა შეიძლება გააკეთოს მორჩილება(მადლიანი საქმე), რომლითაც ალლაჰის კმაყოფილებას გამოიწვევს და მისით სამოთხეში შეიყვანს, ან ჩაიდინოს ცოდვა, რომელიც გახდება ჯოჯოხეთში შესვლის მიზეზი.

სიტყვების მნიშვნელობა

....:

ჰადისის სარგებლობიდან

კეთილ საქმეებში წახალისება, თუნდაც მცირე იყოს, და ბოროტებისგან თავის არიდება, თუნდაც მცირედი იყოს.

მუსლიმმა ცხოვრებაში უნდა გაერთიანოს იმედი და შიში, და დიდებულ ალლაჰს მუდამ უნდა სთხოვოს სიმტკიცე ჭეშმარიტებაზე, რათა გადარჩეს და არ დაემორჩილოს საკუთარი მდგომარეობის ცდუნებას.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 102) (6488).

მეტი... (8)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (2/ 99).

فتح الباري.

لابن حجر(11/ 321).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 186).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (1/ 136).