Skip to content

ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა

ჯააბირისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:

"ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა კაცი და ჰკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის ორი სავალდებულო რამ? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ის, ვინც გარდაიცვალა და ალლაჰისთვის არაფერი დაუდგენია თანაზიარად - სამოთხეში შევა, ხოლო ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარს - ჯოჯოხეთში შევა».

أَتَى النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ رَجُلٌ فَقَالَ: يَا رَسُولَ اللهِ، مَا الْمُوجِبَتَانِ؟ فَقَالَ: «مَنْ مَاتَ لَا يُشْرِكُ بِاللهِ شَيْئًا دَخَلَ الْجَنَّةَ، وَمَنْ مَاتَ يُشْرِكُ بِاللهِ شَيْئًا دَخَلَ النَّارَ»

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ერთმა კაცმა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა ორ თვისებაზე: რომლითაც იქნებოდა სავალდებულო სამოთხეში და ჯოჯოხეთში შესვლა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა, რომ თვისება, რომელიც სამოთხეში შესვლას უზრუნველყოფს არის ადამიანი, რომელიც გარდაიცვლება და ის ეთაყვანებოდა ერთადერთ ალლაჰს და არ უდგენდა მას არავის თანაზიარად, ხოლო თვისება, რომელიც ჯოჯოხეთში შესვლას გამოიწვევს, არის ის, რომ ადამიანი, რომელიც გარდაიცვლება და ის უდგენდა ალლაჰს თანაზიარს, უტოლებდა ვინმეს თაყვანისცემაში, ღვთაებრიობაში, სახელებსა თუ თვისებებში.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ერთღმერთიანობის სიკეთე იმაში მდგომარეობს, რომ ის ვინც გარდაიცვალა მორწმუნედ და არ უდგენდა ალლაჰს თანამოზიარედ არაფერს სამოთხეში შევა.

ალლაჰთან თანაზიარის საშიშროება ისაა, რომ ვინც გარდაიცვალა ისე, რომ ალლაჰს უდგენდა თანაზიარად რაიმეს ჯოჯოხეთში შევა.

ცოდვილი ერთღმერთიანები ალლაჰის ნება-სურვილის ქვეშ არიან, ისურვებს დასჯის ან აპატიებს მათ, შემდეგ მათი ხვედრი სამოთხეშია.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (1/ 94) (93).

მეტი... (4)

إكمال المعلم بفوائد مسلم (1/ 363).

شرح النووي على مسلم (2/96) المفهم للقرطبي (1/290).

تطريز رياض الصالحين (ص 281).

الكوكب الوهاج شرح صحيح مسلم بن الحجاج (3/63).