Skip to content

ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ადამიანთა ორი ქმედება [მცირე] ურწმუნოებას მიეკუთვნება: წარმომავლობის გაკრიტიკება და ხმამაღალი გლოვა მიცვალებულზე».

«اثْنَتَانِ فِي النَّاسِ هُمَا بِهِمْ كُفْرٌ: الطَّعْنُ فِي النَّسَبِ، وَالنِّيَاحَةُ عَلَى الْمَيِّتِ».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს ორ თვისებაზე, რომლებიც ადამიანებს ახასიათებთ და მიეკუთვნება ურწმუნოების საქმეებსა და ჯაჰილიის (უმეცრების ეპოქის) ზნეებს: პირველი: ადამიანთა წარმომავლობის გაკიცხვა, მათი საგვარეულოს დამცირება და მათ მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულება. მეორე: ხმამაღლა ტირილი განსაცდელის დროს, როგორც უკმაყოფილების გამოხატულება ბედისწერით, ან ტანსაცმლის დახევა ჭარბი მწუხარების გამო.

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება მორჩილებისა და ადამიანების მიმართ ამპარტავნებაზე უარის თქმისკენ.

განსაცდელის დროს მოთმინების გამოჩენის სავალდებულოობა და წინასწარგანზრახულის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის აკრძალვა.

ეს ქმედებები მიეკუთვნება „მცირე ურწმუნოებას“ და ადამიანი, რომელიც ჩადის მცირე ურწმუნოების რომელიმე გამოვლინებას, არ ხდება განდგომილი, სანამ არ ჩაიდენს „დიდ ურწმუნოებას“, რომელიც გამოჰყავს მას ისლამიდან.

ისლამი კრძალავს ყველაფერს, რაც იწვევს მუსლიმებს შორის უთანხმოებასა და გაყოფას, მათ შორის წარმომავლობის გაკიცხვასა და მსგავს ქმედებებს.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (1/ 82) (67).

მეტი... (6)

كتاب التوحيد.

للإمام محمد بن عبد الوهاب (ص96).

الملخص في شرح كتاب التوحيد.

لصالح الفوزان (ص279).

الجديد في شرح كتاب التوحيد.

للقرعاوي (ص315).