Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«პარასკევის დღისთვის სრული განბანვა სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანისთვის, ასევე გამოიხეხოს კბილები (მისვაქით) და დაიტანოს სურნელოვანი ნივთიერება, თუ იპოვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს. ვინც მეორე დროის პერიოდში გაემართება [მზის ამოსვლასა და იმამის გამოსვლას შორის], ის შეწირულ ძროხას წააგავს. ვინც მესამე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ რქიან ყოჩს წააგავს. ვინც მეოთხე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ ქათამს წააგავს. ხოლო ვინც მეხუთე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ კვერცხს წააგავს. ხოლო როდესაც იმამი გამოვა, ანგელოზები დაჯდებიან, რათა მოისმინონ [ალლაჰის ხსენება]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც სიზარმაცით გააცდენს სამ პარასკევის ლოცვას, ალლაჰი მის გულს დალუქავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«თუ პარასკევს, როდესაც იმამი ქადაგებას კითხულობს, შენ გვერდით მყოფ ადამიანს, რომელიც ქადაგების დროს საუბრობდა, ეტყვი: 'გაჩუმდი!' — მაშინ თვითონაც ჩაითვლები, როგორც ის, ვინც უადგილოდ ისაუბრა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული