Skip to content

მკითხაობა, წინასწარმეტყველება, ასტროლოგია და მათთან მისვლა, ვინც ამ აკრძალულ ქმედებებს მისდევს

نص الموضوع

მკითხაობა, ნათელმხილველობა და ვარსკვლავებით მკითხაობა დიდი ცოდვებია, რომლებიც არყევს იმ ადამიანის მრწამსს, ვინც ასეთ საქმეებს ეწევა, იგი ან ამტკიცებს დაფარულის ცოდნას, ან საქმეებს ვარსკვლავებს მიაწერს, და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ერთღმერთიანობას.

მკითხავი არის ის, ვინც ამცნობს მომავლის დაფარული მოვლენების შესახებ, და ასევე ითქვა: ის, რაც ადამიანის გულშია დაფარული

მკითხავი არის ის, ვინც ამტკიცებს, თითქოს იცის საქმეები სხვადასხვა რიტუალებით, რომლითაც გამოიტანს დასკვნას მოპარული საგნის შესახებ, დაკარგულის ადგილსამყოფელზე და მსგავსზე.

მკითხავი (ასტროლოგი) არის ის, ვინც იყენებს ვარსკვლავებით მკითხაობისა და ზეგავლენის ცოდნას, და ამბობს, მაგალითად: თუ გამოჩნდა ასეთი ვარსკვლავი და შეუერთდა ისეთ ვარსკვლავს, ეს ნიშნავს, რომ მოხდება ესა და ის, ან თუ ვიღაცას შეეძინა შვილი ასეთი ზოდიაქოს ნიშანში, მაშინ მას დაემთხვევა ესა და ის — სიმდიდრე თუ სიღარიბე, ბედნიერება თუ უბედურება და ამის მსგავსი. ამგვარად, ისინი ვარსკვლავთა მოძრაობის მიხედვით ასკვნიან დედამიწის მდგომარეობასა და მასზე მცხოვრებ ადამიანთა მდგომარეობას. [138]

[138] იხილეთ: „თაისირ ალ-აზიზ ალ-ჰამიდ“ (გვ. 351).

ამაში შედის ვინც იუწყება დაფარულზე, ან ამტკიცებს დაფარულის ცოდნას, ან პირი, რომელიც ჰოროსკოპების მეშვეობით, ქვიშაზე გავლებული ხაზებით, კენჭებით მკითხაობით, ყავის ნალექის მკითხაობით ან ხელის გულით მკითხაობით ასკვნის დაფარულ საკითხებს, და მსგავსი,

ყოველი, ვინც ამტკიცებს, რომ ხვდება დაფარულს რომელიმე ნახსენები ან სხვა საშუალების გამოყენებით, ის მატყუარა ურწმუნოა [139].

[139] იხილე: აყიდათ ათ-თავჰიიდ ალ-ფაუზანის (გ: 97).

აუცილებელია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ ჯადოქრებთან, მათნაირებთან და მათ მსგავს თაღლითებთან მისვლა იმ დიდ ცოდვათა რიგს მიეკუთვნება, რის შესახებაც მკაცრი გაფრთხილებაა მოსული, და მასში ჩავარდნას თან სდევს მრავალი მავნებლობა როგორც რელიგიის, ისე ქვეყნიერების საქმეებში.

მტკიცებულებები:

არსებობს სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მკითხაობის, ნათელმხილველობის და ასტროლოგიის აკრძალულობას, ასევე იმათთან მისვლის აკრძალვას, ვინც ამ უარყოფილ საქმეებს მისდევს; მათგან არის:

უზენაესი ალლაჰის სიტყვა:

{და იქნებიან მოკლულნი მატყუარები 10 ისინი, ვინც (ურწმუნოებისა) და მცდარი გზის სიღრმეში არიან ჩაფლულნი და გაუფრთხილებლობით (უდარდელად) ცხოვრობენ 11 ისინი კითხულობენ: როდის დადგება განკითხვის დღე?}

[აზ-ზაარიაათ: 10 - 12].

ანუ: იქმნენ დაწყყევლილნი მკითხავები, რომლებიც თხზავენ (ხარსი ეს არის ტყუილი და ვარაუდი) ტყუილსა და სიყალბეს, და თქვა იბნ აბბასმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი ორივეთი):

ისინი არიან ნათელმხილველები" [140].

[140] იხილეთ: ტაბარის თაფსირი (21/492).

„გადმოცემულია ზაიდ იბნ ხაალიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ თქვა: გამოვედით ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად ჰუდაიბიის წელს, ერთ ღამეს კი გაგვიწვიმდა. დილით ლოცვა აღასრულა ჩვენთან ერთად ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შემდეგ მოგვმართა და ჰკითხა: იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა? ვუპასუხეთ: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: ალლაჰმა თქვა: ჩემი მსახურებიდან დილას ზოგი ჩემდამი მორწმუნეა და ზოგი — ჩემს მიმართ ურწმუნო. ხოლო ვინც თქვა: ჩვენ ალლაჰის წყალობით, ალლაჰის რიზყით და ალლაჰის სიკეთით წვიმა მოგვივიდა, ის ჩემდამი მორწმუნეა, ვარსკვლავების მიმართ კი ურწმუნო. ხოლო ვინც თქვა: წვიმა მოგვივიდა ამა და ამ ვარსკვლავის გამო, ის არის მორწმუნე ვარსკვლავების მიმართ და ურწმუნო ჩემს მიმართ. [141]

(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).

ამ ჰადისში ალლაჰის მონები ორ ნაწილად იყოფიან:

პირველი ნაწილი: უზენაეს ალლაჰში მორწმუნე, იგი არის ის, ვინც ეს წყალობა ალლაჰს მიაკუთვნა და ალლაჰსვე მიაწერა, ამ წყალობისთვის ალლაჰს მადლობა გადაუხადა, სცნო, რომ ეს ალლაჰისგანაა, და შეაქო და განადიდა ალლაჰი მისით

მეორე კატეგორია: ურწმუნო უზენაესი ალლაჰის მიმართ, და ურწმუნონი ორ სახეობად იყოფიან:

პირველი სახეობა — ის, ვინც ჩადის მცირე ურწმუნოებას (ქუფრ ასღარ), მაგალითად, როცა ამბობს: "წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის ან თანავარსკვლავედის გამო", ანუ სჯერა, რომ ვარსკვლავი ან თანავარსკვლავედი არის წვიმის მიზეზი. ასეთი ადამიანის ურწმუნოება მცირეა, რადგან იგი არ მიიჩნევს, რომ ვარსკვლავს აქვს დამოუკიდებელი ძალა ან არის უზენაესი ალლაჰის თანასწორი, მაგრამ ის მიზეზად მიიჩნევს იმას, რაც რეალურად მიზეზი არ არის და მადლს უკავშირებს ალლაჰის გარდა სხვას. მისი სიტყვები მსგავსია ურწმუნოთა სიტყვებისა, და ეს არის მცირე ურწმუნოება ალლაჰის მიმართ.

მეორე სახეობა — დიდ ურწმუნოებად (ქუფრ აქბარ) მიჩნეულია. ეს არის ის, ვისაც სჯერა, რომ წვიმა არის ვარსკვლავებისა და პლანეტების მოქმედების შედეგი, რომ ისინი თვითონ აძლევენ წვიმას საკუთარი ნებით და იმის გამო, რომ მათი თაყვანისმცემლები მიმართავენ მათ ლოცვით, წვიმა გარდმოივლის მათი თხოვნის პასუხად. ასეთი რწმენა ერთსულოვანი აზრით წარმოადგენს დიდ ურწმუნოებას, რადგან იგი გულისხმობს ღმერთობასა და ბატონობას ალლაჰის გარდა სხვა არსებებისთვის.

[142] იხ. ალ-თამჰიდ ლიშარჰ ქითააბ ალ-თაუჰიდ შეიხ საალიჰ აალ-აშ-შეიხის (გვ. 356).

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც ვარსკვლავებზე ცოდნა შეიძინა, მან ჯადოქრობის ერთ-ერთი მიმართულება ისწავლა, და რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო იზრდება [მისი ცოდვა ან ცოდნა ჯადოქრობის სფეროში]» [143].

[37] გადმოსცა აბუ დააუდმა ნომრით (4607).

ანუ: რაც უფრო მეტად ღრმავდება ადამიანი ასტროლოგიის შესწავლაში, მით უფრო ღრმად ჩაეფლობა ჯადოქრობაში, და შესაბამისად, იზრდება მისი ცოდვაც და ბრალეულობაც.

გადმოცემულია აბუ მას'უუდ ალ ანსაარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):

«ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ძაღლის ფასი, მეძავის გასამრჯელო და მკითხავის გასამრჯელო» [144].

მკითხავის ჰულვანი: მისი ანაზღაურება მკითხაობისთვის.

გადმოცემულია მუ'ავია იბნ ჰაქამ ას-სულამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:

ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო, მე ახლახან ვიყავი ჯაჰილიაში (ისლამამდელ პერიოდში), და ალლაჰმა მოიტანა ისლამი, და ჩვენში არიან კაცები, რომლებიც მკითხავებთან მიდიან. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მაშ, არ მიაკითხო მათ» [145].

[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).

საფია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზოგიერთი ცოლისგან, რომ მან თქვა:

«ვინც მივიდა მკითხავთან და მას რაიმე ჰკითხა, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში» [146].

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც მენსტრუაციის დროს მყოფ ქალთან ან ქალთან უკანალის გზით (ანუსით) ურთიერთობას დაამყარებს, ან მივა მკითხავთან, მან უარყო ის, რაც გარდმოევლინა მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)» [147].

[28] გადმოსცა ათ-თირმიზიმ ნომრით (2140).

ალ-ყურტუბი (ალლაჰმა შეიწყალოს ის) მკითხავთა შესახებ ამბობს:

«აუცილებელია იმ პირისთვის, ვინც ასრულებს მუხთასიბის მოვალეობას (ანუ ზედამხედველობს ბაზრებზე წესრიგსა და ზნეობრივ საკითხებს), რომ გააძევოს ისინი ბაზრებიდან და მკაცრად გააკრიტიკოს მათი საქციელი, და არ დაუშვას, რომ ვინმემ მათ მიმართოს ამ მიზნებისთვის».

[148] იხილე: ალ-მუფჰიმ ლიმა აშქალა მინ თალხის მუსლიმ (ტომი 5, გვერდი 633)

ზიანი:

მარჩიელობის, მისნობის, ვარსკვლავებით მკითხაობის და ამ აკრძალულ საქმეებში ჩართულებთან მისვლის ზიანები:

– ვინც ასეთ ქმედებას ჩადის, მიეკუთვნება იმათ, ვინც ტაღუთის (ცრუ ღვთაების) სახელში შედის. ასეთ ადამიანებთან მიმართვა ნიშნავს მიმართვას განსჯისთვის ტაღუთთან. ხოლო ტაღუთი არის ყველაფერი, რასაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემენ. უზენაესი ალლაჰი ამბობს:

{განა არ გინახავს, ვინც ამტკიცებდა, რომ ირწმუნეს რაც ზემოგევლინა შენ და რაც ზემოევლინათ შენზე უწინ და უნდათ ტაღუთმა განსაჯოს მათ შორის? მაშინ, როცა ნაბრძანები ჰქონდათ უარეყოთ იგი, შაიტანს სურს, რომ გზა აუბნიოს მათ შორი გზააბნევით}.

[ან-ნისა: 31].

ატ-ტაბარიმ ყათადასგან გადმოსცა ისეთი ცნობები, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს აიათი ორ კაცთან დაკავშირებით გარდმოევლინა: ერთი — ანსარებიდან, ხოლო მეორე — ებრაელთაგან; მათ შორის უფლებრივ საკითხზე დავა იყო, ამიტომაც მათ მედინაში მყოფ მკითხავს მიმართეს, რომ მას განესაჯა მათ შორის, ხოლო შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვერდით დატოვეს; და ალლაჰმა — დიდებულმა და აღმატებულმა — ეს გაკიცხა [149].

[109] ატ-ტაბარის განმარტება (6/ 625).

  • იგი პირველი ჯაჰილიის ხალხის ქმედებებიდანაა, — ალ-ბუხარი ამბობს:

ჯააბირმა თქვა: «ტაღუთები, რომლებთანაც ისინი მიდიოდნენ განსასჯელად, ასეთნი იყვნენ: ჯუჰაინის ტომში — ერთი, ასლამის ტომში — ერთი, და ყოველი ტომისთვის ჰყავდათ ერთი ტაღუთი — მკითხავები, რომლებსაც შაიტანი ეშვებოდა». ხოლო 'იქრიმამ თქვა: «სიტყვა ალ-ჯიბთ აბისინიურ ენაზე ნიშნავს ‘შაიტანს’, ხოლო ატ-ტაღუთი ნიშნავს: ქააჰინს (მკითხავს)». [150]

[150] იხილე: საჰიჰ ალ-ბუხარი (ტომი 6, გვერდი 45).

– ეს წარმოადგენს ადამიანთა მიერ ადამიანებითა და ადამიანთა მიერ ჯინებით გამოცდას (ცდუნებას). გადმოცემულია აიშასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით), რომ მან თქვა:

«ერთხელ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მკითხავებზე ჰკითხეს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მათ უპასუხა: «ისინი არაფერს წარმოადგენენ». მათ იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ისინი ამბობენ ისეთ რამეს, რაც სიმართლეს შეესაბამება. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ის არის სიტყვები ჭეშმარიტებიდან, რომელსაც იპარავს ჯინი და შემდეგ ჩასჩურჩულებს თავის მეგობარს (მკითხავს) ყურში, როგორც ქათმის კაკანი, და ისინი მასში ურევენ ასზე მეტ ტყუილს» [151].

ანუ: მკითხავი (ქაჰინი) იმ სიტყვას, რომელიც მას შაიტანებიდან ერთ-ერთი მისი მეგობარი გადასცემს, ამატებს ას ცრუ სიტყვას. ან თვით შაიტანი, რომელიც ციდან მოიპარავს ერთ სიტყვას, მას ამატებს ას ტყუილს, და შემდეგ უყვება ყველაფერს თავის ადამიან მეგობარს. შედეგად, ადამიანები აცდუნებენ ერთმანეთს — ადამიანი ეცდუნება მკითხავს, ხოლო ისინი ორივენი — თავიანთ შაიტან მეგობრებს. ბოლოს ისინი იღებენ ყველაფერს, რასაც ისინი მოუტანენ — ჭეშმარიტსაც და სიცრუესაც — რადგან ზოგჯერ მათ ნათქვამში მართლაც არის ჭეშმარიტების წილი, მოპარული ციური ამბებიდან.

– ვინც მივა მკითხავთან (არრაფთან) და რამეს ჰკითხავს მას, მისი ლოცვა არ იქნება მიღებული ორმოცი ღამის განმავლობაში, როგორც ეს ნათქვამია წინა ჰადისში.

გაფრთხილება:

ჯადოქრობისგან, მკითხაობისგან, ასტროლოგიისგან და მათ მსგავსი ამბებისგან დასაცავად არსებობს რამდენიმე მიზეზი (საშუალება), მათ შორის:

  • სრული დარწმუნებაა იმაში, რომ არავინ არ იცის დაფარული, გარდა ალლაჰისა, როგორც თქვა უზენაესმა:

{თქვი არავინ უწყის ფარულისგან, რაც ცათა შინა და დედამიწაზეა, გარდა ალლაჰისა...}

[ან-ნამლ: 65].

და თქვა დიდებულმა:

{და შეასწავლა ადამს ყველა სახელი, შემდეგ წარუდგინა ისინი ანგელოზებს და უთხრა: მაცნობეთ მე ამათი სახელები თუკი მართალნი ხართ}.

დიდება შენდა! მხოლოდ ის ვიცით, რაც შენ გვასწავლე. ჭეშმარიტად შენა ხარ ყოვლისმცოდნე, ბრძენი}.

[ალ-ბაყარა: 264].

ამრიგად, მათ აღარ დარჩათ სხვა გზა, გარდა საკუთარი უძლურების აღიარებისა — რომ ისინი არ ფლობდნენ სხვა ცოდნას, გარდა იმისა, რაც მან ასწავლა მათ, მათი სიტყვებით:

{შენა ხარ მხოლოდ ყოვლადუნაკლო, ხოლო ჩვენ არ ვფლობთ სხვა ცოდნას, გარდა იმისა, რაც შენ გისწავლებია...}

ამაში იყო ყველაზე ცხადი მოწმობა და ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმაზე, რომ სიცრუეა ყოველი განცხადება ასტროლოგი მკითხავისგან, ვინც დაიჩემებს დაფარულის ცოდნიდან რაიმეს [153].

  • უზენაესი ალლაჰისადმი თაყვანისცემის განხორციელება ტაღუთის უარყოფასთან ერთად; ხოლო ვინც იჩემებს დაფარულის ცოდნას, ან საქმეებს ვარსკვლავებს მიაწერს და მიიჩნევს, რომ მათ თავისთავად აქვთ ზემოქმედება — ის გადაცდა, ტირანულად მოიქცა და ზღვარს გადააჭარბა, ურწმუნოება ჩაიდინა და თავადაც ტაღუთად იქცა. უზენაესი ამბობს:

{...მაშ, ვინც უარყო ტაღუთი და ირწმუნა ალლაჰი, იგი მოეჭიდა საიმედო მოსაკიდს, რომლის გატეხვა შეუძლებელია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნეა}.

გადმოცემულია სა'იიდ იბნ ჯუბაირისგან, რომელმაც თქვა:

ატ-ტაღუთ: მარჩიელი [154].

  • თავჰიდის (ერთღმერთიანობის) შესწავლა და მისი სწავლება, და ცოდნა იმისა, რაც მას ეწინააღმდეგება; კეთილის ბრძანება და დასაგმობის აღკვეთა; და შარიათული სასჯელების აღსრულება იმათზე, ვინც ამ სატანურ საქმეებს სჩადის.