نص الموضوع
რელიგიაში სიახლის გამოგონება დიდ ცოდვათაგანია; მრავალღმერთიანობის შემდეგ, უზენაესი ალლაჰის მიმართ დაუმორჩილებლობა არცერთი სხვა ცოდვით არ არის იბლისისთვის უფრო საყვარელი, ვიდრე ბიდ'ათი. თქვა იბნ ალ-ყაიიმმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი):
შაიტანს სურს, რომ შვიდი დაბრკოლებათაგან რომელიმე ერთზე გაიმარჯვოს ადამიანზე؛ რომელთაგან ნაწილი სხვებზე უფრო მძიმეა. ის არ გადადის იმ ძნელ ცოდვებიდან უფრო იოლზე, გარდა მაშინ, როცა იქ მასზე გამარჯვებას ვერ ახერხებს.
პირველი დაბრკოლება: ურწმუნოების დაბრკოლება — ალლაჰის, მისი რელიგიის და მასთან შეხვედრის, მისი სრულყოფილი თვისებებისა და იმის, რაც მისმა მოციქულებმა აუწყეს მის შესახებ, უარყოფა. რადგან თუ მტერი ამ დაბრკოლებაზე დაამარცხებს მას, მისი მტრობის ცეცხლი გაგრილდება და მოისვენებს. ხოლო თუ მან ეს დაბრკოლება გადალახა და ჭეშმარიტი გზის გამჭრიახი ხედვით გადაურჩა, და მასთან დაუზიანებელად გადარჩა რწმენის სინათლე, მაშინ იგი მას მეორე დაბრკოლებაზე დაედევნება:
და ეს არის ბიდ'ათის (სიახლის) დაბრკოლება: ანუ ჭეშმარიტების საწინააღმდეგო მრწამსის — იმ ჭეშმარიტების, რითაც ალლაჰმა თავისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოავლინა და თავისი წიგნი გარდმოავლინა ხოლო რაც შეეხება ღვთისმსახურებას იმით, რაზეც ალლაჰს ნება არ დაურთვია, ანუ რელიგიაში ახლად შემოღებული ფორმებითა და წეს-ჩვეულებებით, რისგანაც ალლაჰი არაფერს მიიღებს" [39].
[34] მადაარიჯ ას-საალიქიინ (ტომი 1, გვ. 379).
ბიდ'ათის ჭეშმარიტი არსი: იგი არის რელიგიაში გამოგონილი გზა, რომელიც შარიათულს ემსგავსება და მიზნად ისახავს უზენაესი ალლაჰის მიმართ მორჩილებაში გადაჭარბებას [40].
[40] აშ-შატიბის ალ-ი'თისამ (1/50).
აკრძალული ბიდ'ათი არის ის, რაც დაკავშირებულია რელიგიურ საკითხებთან; ხოლო ამქვეყნიური საქმეები, როგორიცაა ადამიანების მიერ ავტომობილის, თვითმფრინავის, კომპიუტერის, ტელეფონის და სხვა ამის მსგავსი საგნების გამოგონება, ეს ყველაფერი ბიდ'ათად არ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ენობრივი თვალსაზრისით შესაძლოა „სიახლედ“ იწოდებოდეს.
მოციქულმა ﷺ დაგვტოვა ნათელ და გამჭვირვალე გზაზე, რომლის ღამეც მის დღეს ჰგავს, და არავინ გადაუხვევს მისგან, გარდა დაღუპულისა. არც ერთი სიკეთე არ არსებობს, რისკენაც ის ﷺ არ მოგვიწოდებდა, და არც ერთი ბოროტება, რისგანაც ის ﷺ არ გვაფრთხილებდა. მან ﷺ არ დატოვა ადგილი იმისთვის, რომ ვინმეს სხვა რამე ეთქვა
ამრიგად, ვინც შეიტანს რაიმე სიახლეს დიდებული ალლაჰის რელიგიაში, რაზეც ნებართვა არ მიუცია დიდებულ ალლაჰს და არ დაუკანონებია მის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), არ არის მასში არანაირი სიკეთე; არამედ ის მიბრუნებული იქნება თავის პატრონთან (ჩამდენთან).
მაშ, ყოველი საქმე, რომელზეც არ იყო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), არც მისი სწორ გზაზე მდგარი ხალიფები და მისი საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), არ იქნება სწორი, რომ უზენაესი ალლაჰისთვის ამით თაყვანისცემა შესრულდეს; ამიტომ, დავკმაყოფილდეთ ჩვენც იმით, რაც იმ ხალხი თავისთვის დაკმაყოფილდა, რადგან ისინი ცოდნაზე დაყრდნობით გაჩერდნენ და ნათელი, გამჭოლი ხედვით შეიკავეს თავი.
და იცოდე, რომ რელიგიაში ყოველი სიახლე (ბიდ'ა) აკრძალული და გზააბნეულობაა, ხოლო გზააბნეულობაც და მისი მიმდევარნიც ცეცხლში არიან; მისი აკრძალვის შესახებ მტკიცებულებები მრავლადაა; მათგან ვახსენებთ:
უზენაესი ალლაჰი აფრთხილებს, რომ სხვა რამეს არ მიჰყვეთ მისი წიგნისა და მისი შუამავლის სუნნის გარდა:
მიჰყევით (ო, ადამიანებო) იმას, რაც თქვენა უფალმა გარდმოგივლინათ [ დაემორჩილეთ ბრძანებებს და შორს დაიჭირეთ თავი აკრძალულიდან, რაც ყურანშია და რაზეც თქვა მოციქულმა ﷺ ], და ნუ მიჰყვებით მის ნაცვლად სხვა მფარველებს [სატანებს, ბერებსა და წიგნის მცოდნეებს].და რა ცოტაა, რომ ყურს უგდებთ დარიგებებს [და სარგებელს იღებთ მათგან].
[ალ-ა'რაფ: 3].
და თქვა დიდებულმა:
ან იქნებ მათ [ამ მრავალღმერთიანებს] ჰყავთ თანამონაწილე [ვინმე, ვინც ალლაჰის გარდა ღმერთებად აიყვანეს], რომლებმაც მათთვის რელიგიაში კანონად დააწესეს ის, რაც ალლაჰმა არ დაუშვა?
[აშ-შურაა: 21].
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ჩვენს ამ საქმეში (რელიგიაში) შემოიტანს იმას, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება, ის უარყოფილი იქნება» [41].
(1) გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2766) და მუსლიმის მიერ, ნომრით (89).
გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ მან თქვა: ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა ხოლმე:
«ხოლო ამის შემდეგ, საუკეთესო სიტყვა ალლაჰის წიგნია, და საუკეთესო ხელმძღვანელობა მუჰამმადის ხელმძღვანელობაა, და ყველაზე ცუდი ქმედებები სიახლეებია, და ყველა სიახლე გზასაცდენილობაა» [42].
[3] გადმოსცა მუსლიმმა ნომრით (233).
და გადმოცემულია ჰუზაიფა იბნ ალ-იამაანისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):
«ყოველი თაყვანისცემა, რომელსაც ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები არ ასრულებდნენ, თქვენ ნუ შეასრულებთ მას, რადგან პირველებმა შემდგომთათვის რაიმე სათქმელი არ დატოვეს. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა, ო, მკითხავთა [განსწავლულნო] საზოგადოებავ, და აიღეთ მათი გზა, ვინც თქვენამდე იყვნენ». [43]
[43] ''ალ-ბა'ის ალა ინქარ ალ-ბიდა' ვალ-ჰავაადის'' (გვერდი: 16).
და სუფიან ას-სავრი (ალლაჰმა შეიწყალოს ის) გადმოსცემს:
«სიახლე იბლისისთვის უფრო საყვარელია, ვიდრე ცოდვა; ცოდვას ინანიებენ, ხოლო სიახლეს — არა». [44]
[44] გადმოსცა ალ-ლალაქაიმ შარჰ უსულ ალ-ი'თიყად-ში (გვ: 238).
ბიდ'ას რამდენიმე საფრთხე და ზიანი აქვს, მათგან:
- გამოცდილებამ და სამყაროს დასაწყისიდან დღემდე მიმდინარე პრაქტიკამ ცხადყო, რომ ადამიანის გონება დამოუკიდებელი არაა საკუთარი სარგებლის განსაზღვრაში, აქედან გამომდინარე, აუცილებელია შარიათი, რომლის მიხედვითაც იცხოვრებს ადამიანი, რომელიც მისმა უფალმა შექმნა, ხოლო უზენაესმა უკეთ იცის მისი სარგებელიც და ზიანიც. როდესაც იგი არ მიდის თავისი უფლის ნების მიხედვით, საკუთარ თავს ზიანს მიაყენებს და დაღუპვის საფრთხის წინაშე დააყენებს.
- სიახლის შემომტანი ვნებებზე მიმყოლია; რადგან თუ გონება შარიათს არ მისდევს, მას აღარ დარჩება არაფერი გარდა ვნებისა და ლტოლვისა, და ალლაჰი ეუბნება თავის მორჩილ დავუდს, მშვიდობა იყოს მასზე:
ნუ მიჰყვები ვნებას (გადაწყვეტილების გამოტანისას), თორემ ის გადაგახვევინებს ალლაჰის გზიდან [ალლაჰის კანონიდან]! ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰის გზას გადაუხვევენ, მათთვის ძლიერი სასჯელია ჯოჯოხეთში იმის გამო, რომ დაივიწყეს ანგარიშის დღე
[საად: 26]
-ისლამური კანონი მოვიდა სრულყოფილი, მასში არ შეიძლება არც დამატება და არც დაკლება. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:
მე დღეს სრულვყავი თქვენი რჯული, დავასრულე ჩემი წყალობა თქვენდამი და კმაყოფილი ვარ თქვენთვის ბოძებული ისლამის რჯულით
[ალ-მაიდა: 38],
ვინც გამოიგონა ახალი რამ რელიგიაში, ის ამტკიცებს, რომ შარიათი ნაკლულია და რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე) გამოცხადების რაიმე ნაწილი დამალა.
სიახლის შემომტანი შარიათისადმი ჯიუტი მოწინააღმდეგეა და მას ეწინააღმდეგება, რადგან შარიათის დამკანონებელმა მსახურებისთვის განსაზღვრა განსაკუთრებული გზები და მათი შესრულების განსაზღვრული ფორმები, და შექმნილები მასზევე შეზღუდა ბრძანებითა და აკრძალვით, დაპირებითა და მუქარით, და ამცნო, რომ სიკეთე სწორედ მათშია, ხოლო ბოროტება მათ გადაცილებაში, და სხვა ამგვარი, ვინაიდან ალლაჰმა იცის, ჩვენ კი არ ვიცით, და რომ მან მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსოფლიოთათვის წყალობად გამოგზავნა.
ამრიგად, რელიგიაში სიახლეთა შემომტანი ამას ყველაფერს უარყოფს; ვინაიდან ის ამტკიცებს, რომ არსებობს კიდევ სხვა გზებიც, ხოლო ის, რასაც შარიათის დამკანონებელმა საზღვრები დაუდო, თურმე შეზღუდული არ არის, და რაც მან განსაზღვრა, თურმე განსაზღვრულადაც არ ითვლება, თითქოს შარიათის დამკანონებელმა იცის და ჩვენც ვიცით.
უფრო მეტიც, შესაძლოა მის მიერ გზების შარიათისთვის დამატების მცდელობიდან გამოითქვას აზრი, თითქოს მან იცის ის, რაც შარიათმდებელმა (ალლაჰმა) არ იცის და თუ ეს მიზნად აქვს იმას, ვინც რელიგიაში სიახლე შემოაქვს, ეს არის ურწმუნოება შარიათისადმი და შარიათმდებლისადმი (ალლაჰისადმი); ხოლო თუ მიზნად არა აქვს, ეს არის ცხადი გზააბნევა.
გაფრთხილება:
და ამ მძიმე დიდ ცოდვაში ჩავარდნისგან თავის არიდების საშუალებებიდან:
- ყურანზე და სუნნაზე ჩაჭიდება, აგრეთვე ამის გავრცელება და ხალხზე გადაცემა რაც შეიძლება ფართო მასშტაბით; თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
ყველამ ერთად ჩაეჭიდეთ თოკს (რელიგიას) ალლაჰისა (ყურანსა და სუნნეთს) და ნუ დაიყოფით...
[აალ იმრაან: 103]
ალლაჰის თოკი: ისლამი, ყურანი და სუნნა.
- აუცილებელია მხოლოდ ყურანსა და სუნნაზე დაყრდნობა რწმენის იმ საკითხებში, სადაც არ არის ადგილი იჯთიჰადის, ისთიჰსანისა და ყიასის, და მრავალმნიშვნელოვანი (აიათებში) (მუთაშაბიჰში) ჩაღრმავებისგან თავის შეკავება; რადგანაც მასში ჩაღრმავება არის ჭეშმარიტებიდან გადახრილთა და ბიდათის მიმდევართა ნიშანი, და ეს არის მუსლიმებში შემოსული ყოველი ჭირისა და უბედურების მიზეზი.
- სუნნის განხორციელება პიროვნების და საზოგადოების ქცევაში: ეს გულისხმობს იმის დანერგვას, რაც ადამიანს სუნნადან აქვს ნასწავლი, საკუთარ ყოფაქცევაში ცხოვრების ყველა სფეროში. სუნნას განხორციელება ბიდ'ათს საზოგადოებაში საძრახ და დაგმობილ საქმედ აქცევს, აშკარად გამოაჩენს მის მახინჯ ნიშნებს და ცუდ იერს, და იგი თავადვე მიუთითებს იმ მახინჯობასა და საფრთხეზე, რასაც ისლამისა და მუსლიმებისთვის შეიცავს.
- სიკეთის ბრძანება და სიბოროტის აკრძალვა: ბიდათები თავდაპირველად მცირეა, შემდეგ კი იზრდება, მას ერთეული დააწესებს და მალევე მის გარშემო ვნებათა მიმდევარნი ერთიანდებიან. ხოლო როცა სიკეთის ბრძანებელნი და სიბოროტის ამკრძალავნი საზოგადოებაში თავიანთ როლს შეასრულებენ, ბიდათებს მოსპობენ და სუნნათებს გააცოცხლებენ.
- ისლამის წინააღმდეგ მიმართული აშკარა თუ ფარული კამპანიებზე პასუხის გაცემა, ბიდაათის გამოვლინებების გამოაშკარავება და მათი ყურანისა და სუნნის საფუძველზე განმარტება და მათზე ყურადღების გამახვილება, რათა აღიკვეთოს მათი შეღწევა და გავრცელება, და თავის არიდება სუნნის საზღვრებიდან ყოველგვარი გადახრისგან, რაც არ უნდა მცირე იყოს მისი გავლენა ან მნიშვნელობა.
- საზოგადოების რიგითი წევრებისთვის ცოდნის გარეშე რელიგიურ საკითხებზე მსჯელობის აკრძალვა და მათი შარიათს საწინნააღმდეგო მოსაზრებების უგულებელყოფა, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოთ.