Skip to content

რა არის ზომიერების კონცეფცია ისლამში?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم الإسلام
الباب / الفصل
(قسم الإسلام)

السؤال

რა არის ზომიერების კონცეფცია ისლამში?

الجواب

დიდება ალლაჰს, ზომიერება ისლამში არის შუალედი ორ ცდომილებას შორის: ექსტრემიზმსა და უგულებელყოფას შორის, ის არის შუალედი იუდაიზმის დაუდევრობასა და ღვთის მიმართ მის თავხედობას შორის, როდესაც ებრაელებმა თქვეს: „ღმერთი ღარიბია და ჩვენ მდიდრები ვართ“. და წინასწარმეტყველთა მიმართ, რომელთა ერთი ნაწილიც უარყვეს და მეორე ნაწილი მოკლეს. და ქრისტიანთა ექსტრემიზმს შორის, რომლებმაც გააღმერთეს მესია და თავიანთი მღვდლები და ბერები ღვთის ნაცვლად უფლებად აქციეს.

ისლამში ზომიერება ზოგადი და ყოვლისმომცველია. უფლებებთან მიმართებაში იგი ნიშნავს იმას, რომ მისცე თითოეულ უფლებამოსილს მისი კანონიერი უფლება, თუნდაც იგი განსხვავდებოდეს შენგან რელიგიით, ან გემტერებოდეს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

მორწმუნენო, იყავით ალლაჰისათვის სამართლიანობის მოწმეები და ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ ხალხის სიძულვილმა უსამართლობა ჩაგადენინოთ. იყავით სამართლიანნი, ეს უფრო ახლოსაა ღვთისმოსაობასთან. და გეშინოდეთ ალლაჰის, რადგან ალლაჰმა კარგად იცის, რასაც აკეთებთ.

[სურა ალ-მაიდა: 44].

და არ არის იუდეველების მსგავსი, რომლებიც ამბობენ: „ჩვენ არ მოგვეთხოვება პასუხი უწიგნურთა(არაბთა) მიმართ“, და არც ქრისტიანების მსგავსი, რომლებიც ამბობენ: „ვინც მარჯვენა ლოყაში სილა გაგარტყას, მარცხენაც მიუშვირე“, თუმცა მათი უმეტესობა ამას არ ასრულებს; არამედ, თავად ურტყამენ სილას ადამიანებს და იტაცებენ მათ რესურსებს.

ვინაიდან ზომიერება ბალანსის დაცვასა და სამართლიანობას წარმოადგენს, ისლამი ყველა ასპექტში სიკეთეა ორ უკიდურესობას შორის. მუსლიმს მოეთხოვება იყოს ზომიერი, არ გადააჭარბოს, არ წავიდეს უკიდურესობაში და არც მეტისმეტი შემწყნარებლობა და გულგრილობა გამოიჩინოს. მან უნდა დაიცვას ზომიერება საკუთარ თავთან, მისთვის დაკისრებულ საქმეებსა თუ უფლებებში, და ეს ყოველივე განავრცოს თავის სიტყვებსა და ქმედებებზე. ამ ასპექტებიდან აღსანიშნავია: პირველი – ისლამმა გაითვალისწინა სულის მოთხოვნილება თაყვანისცემით, სულის განწმენდითა და სხვა მსგავსი რამეებით. ამავდროულად მან გაითვალისწინა სხეულის მოთხოვნილება ურთიერთობების მოწესრიგებით, საკვებისა და სასმელის კონტროლით, ქორწინებისკენ მოწოდებითა და დაუქორწინებლობის, ანუ მხოლოდ თაყვანისცემისთვის განმარტოებისა და ქორწინებაზე უარის თქმის აკრძალვით. არიან ადამიანები, რომლებმაც სულიერ მხარეს მიანიჭეს უპირატესობა და უგულებელყვეს სხეული, მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისცემა სწორედ სხეულით სრულდება. მათ მიატოვეს ბანაობა და სისუფთავის დაცვა, აიძულეს საკუთარი თავი ჩაეცვათ უხეში სამოსი და მიეღოთ მათთვის შეუფერებელი საკვები, რასაც თან ერთვის თაყვანისცემაში გადაჭარბება, ხალხისგან იზოლირება და ადამიანური ბუნების (ფიტრას) საწინააღმდეგოდ მოქმედება, როგორც ეს ქრისტიან ბერებს, ზოგიერთ ბუდისტს, ინდუისტსა და უკიდურესი შეხედულებების მქონე სუფიებს ახასიათებთ. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებმაც სხეულის მხარეს მიანიჭეს უპირატესობა და უგულებელყვეს სული. ისინი მხოლოდ საკუთარი ვნებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად ცხოვრობენ, არ ემორჩილებიან რელიგიურ კანონს და არ ადარდებთ თაყვანისცემა.

მეორე: ისლამი ნებას რთავს ურწმუნოებთან ურთიერთობას ყიდვით, გაყიდვით, საჩუქრის მიცემით და სხვა მსგავსით, ავალდებულებს მათ მიმართ სამართლიანობას და კრძალავს მათთვის ზიანის მიყენებას გარდა ჯიჰადის შემთხვევისა. ამასთან ერთად, დაუშვებელია მათი მრწამსისა და ტრადიციების გავლენის ქვეშ მოქცევა და აკრძალულია მათდამი გულითადი ერთგულება. ადამიანთა შორის არის ისეთიც, ვინც კლავს ყველას, ვინც რელიგიაში ეწინააღმდეგება მას და ვერ იტანს მათ არსებობას, შესაბამისად, ჩაგრავს მათ, რადგან ისინი არ არიან მის რელიგიაზე, გზაზე ან მაზჰაბზე. ხოლო ამის საპირისპიროდ, არის ისეთიც, ვინც ურწმუნოთა გამო თმობს საკუთარ რელიგიას და, პირფერობითა და ანგარებით, ემორჩილება მათ ალლაჰის ურჩობაში, და არ იცის, რომ ამის გამო ისინი მას მხოლოდ ამცირებენ, რითაც ის ვერც რელიგიას იძენს და ვერც ამქვეყნიურს.

მესამე: ისლამმა მოიტანა ყოვლისშემძლე ალლაჰის, მისი თვისებებისა და ქმედებების რწმენა მიმსგავსების გარეშე. ადამიანთა შორის არიან ისეთები, ვისი მრწამსიც ათეიზმია და საკუთარი ენით უარყოფენ ყოვლისშემძლე ალლაჰის არსებობას, თუნდაც მათი გული ეწინააღმდეგებოდეს მათსავე სიტყვებს. ასევე მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც მას არარსებულად მიიჩნევს და არ უდასტურებს მას არც თვისებას და არც ქმედებას. ესენი და მათი მსგავსნი გაერთიანდნენ უარყოფაში. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთმა ადამიანმა ირწმუნა, რომ ყველაფერი არის ალლაჰი, ხოლო სხვებმა ირწმუნეს ღვთაებრიობა ზოგიერთ ქმნილებაში, როგორებიცაა ანგელოზები და მესია, ან კიდევ უფრო მდაბალში, როგორებიცაა კერპები და ხეები, და ზოგიერთ მათგანს ყოვლისშემძლე ალლაჰის სახელებისგან ნაწარმოები სახელები უწოდეს. ესენი და მათი მსგავსნი გაერთიანდნენ მიმსგავსებაში.

მეოთხე: ისლამმა დაადასტურა ბედისწერა და ის, რომ ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება, ალლაჰის ნებით ხდება, და რაც მასში ხდება იმიდან, რასაც იგი ბრძანებს, მას უყვარს და კმაყოფილია ამით, და რომ მონას გააჩნია ნება, და მისი ნებით შესრულებული ქმედებები არ სცდება ალლაჰის ნებას,

ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: უეჭველად, ადამიანი იძულებულია თავის ქმედებებში და მას არ აქვს არანაირი თავისუფალი ნება, ხოლო ამის საპირისპიროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: უეჭველად, ადამიანი ქმნის თავის ქმედებას და ეს არ ხდება ალლაჰის ნებითა და სურვილით.

მეხუთე: ისლამი ეკონომიკაში წარმოადგენს შუალედს სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის.

მეექვსე: ისლამმა დაამკვიდრა სამართლიანობა და ზომიერება ყველა საკითხში, უზენაეს ღმერთთან ურთიერთობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და ადამიანის საკუთარ თავთან ურთიერთობაში. შესაძლოა ამ ასპექტებიდან ზოგიერთის განხორციელება ისლამის მიღმაც იპოვოთ, მაგრამ არა ყოვლისმომცველად, რადგან ისლამი არის უზენაესი ღმერთის რელიგია, რომელიც მან მოიწონა და რომლითაც დაასრულა რელიგიები, და გახადა იგი შესაფერისი ყველა დროის, ადგილისა და ადამიანისთვის, და გონება უძლურია სრულად ჩასწვდეს მის საიდუმლოსა და არსს, და ის არავისგან მიიღებს სხვა რელიგიას მის გარდა. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობა მიანიჭოს ჩვენს წინასწარმეტყველ მუჰამმედს.

المصدر

قسم الإسلام

ملاحظات

--