Skip to content

რატომ ვეთაყვანებით ღმერთს, რომელსაც ვერ ვხედავთ?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة
الباب / الفصل
(قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة)

السؤال

რატომ ვეთაყვანებით ღმერთს, რომელსაც ვერ ვხედავთ?

الجواب

შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა იკითხოს: როგორ ვეთაყვანოთ ღმერთს, რომელსაც ჩვენი მზერა ვერ სწვდება? განა უმჯობესი არ არის, რომ იგი აღქმადი და ხილული იყოს, რათა ვიწამოთ იგი?

პირველი: ღმერთის არ დანახვა არ უარყოფს მის არსებობას.

არსებობს ბევრი რამ, რასაც ვერ ვხედავთ, თუმცა გონებით, შეგრძნებებითა და კვალით დარწმუნებული ვართ მათ არსებობაში, როგორიცაა ჰაერი, ელექტროენერგია და მიზიდულობის ძალა. ჩვენ ვხედავთ მათ კვალს და ვრწმუნდებით მათში. ასევეა ალლაჰიც, დიდება მას, ჩვენ ვხედავთ მისი შემოქმედების, ძლიერებისა და სიდიადის კვალს სამყაროში, ამიტომ მისი არსებობა იმდენად ცხადია, რომ თვალით დანახვას არ საჭიროებს. უზენაესმა ბრძანა:

განა ეჭვი გეპარებათ ალლაჰში, ცათა და მიწათა შემოქმედში?

[იბრაჰიმ: 10].

მეორე: ალლაჰი იმაზე დიადია, რომ მზერამ აღიქვას იგი.

დიდებული და უზენაესი ალლაჰი აბსოლუტურად სრულყოფილია, იგი არ ჰგავს ქმნილებებს და მას ვერ მოიცავს გრძნობები. ამქვეყნად მისი ხილვის შეუძლებლობა არ წარმოადგენს მის ნაკლს, არამედ ეს მისი სიდიადისა და უზენაესობის გამოა. და უზენაესმა ბრძანა:

  • ვერ შესწვდებიან იმას მზერანი, თვითონ კი მწვდომია მზერათა, და ისაა ლმობიერი, ყოვლისმცოდნე.

[ალ-ან'აამ: 103]

მესამე: უხილავის რწმენის სიბრძნე

უხილავის რწმენა ღვთისმოშიშთა ერთ-ერთი უდიდესი თვისებაა, როგორც თქვა უზენაესმა:

რომელთაც სწამთ უხილავისა...

[ალ-ბაყარა: 21]

ამრიგად, დაფარულის რწმენა ადამიანში სიმართლესა და გულწრფელობას ავითარებს და გამოცდის მის ჭეშმარიტ არსს: თაყვანს სცემს იგი ალლაჰს დარწმუნებითა და მორჩილებით, თუ მხოლოდ იმას სცემს თაყვანს, რასაც მისი გრძნობები აღიქვამს? ეს კი ამ ცხოვრებაში განსაცდელის ერთ-ერთი მიზანია.

მეოთხე: ღმერთმა მორწმუნეებს საიქიოში მისი ხილვა აღუთქვა.

მორწმუნეები ამქვეყნად, მათი გამოცდის მიზნით, მოკლებულნი არიან ალლაჰის ხილვის მადლს, მაგრამ სამოთხის უდიდესი ნეტარება არის ის, რომ ალლაჰი პატივს მიაგებს მათ თავისი ყოვლად მშვენიერი სახის ხილვის შესაძლებლობით, როგორც უზენაესმა ბრძანა:

სახენი იმ დღეს გაბრწყინებულნი

მზერალნი მათი უფლისა

[ალ-ყიამა: 22/23].

და თქვა შუამავალმა ﷺ:

«ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ მთვარეს სავსემთვარეობის ღამეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა».

ამ დუნიაში ხილვის შესაძლებლობის მოკლება აახირეთში (სამსჯავროს დღეს) უდიდესი საბოძვარით ანაზღაურდება.

მაშასადამე, ჩვენი თაყვანისცემა ალლაჰისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას ამქვეყნად ვერ ვხედავთ, არც უცნაურობაა და არც ნაკლი, არამედ ეს მისი სიდიადის მოთხოვნა და ჩვენი გამოცდის ასპარეზია უხილავისადმი რწმენაში. მისი არსებობა მტკიცდება გონებრივი, ბუნებრივი, სამყაროსეული და შარიათული მტკიცებულებებით, და ადამიანებს რომ ის ცხადად დაენახათ, გამოცდას აღარ ექნებოდა აზრი, რწმენა კი გახდებოდა იძულება და არა არჩევანი. და ალლაჰის სიბრძნემ განაპირობა ის, რომ რწმენა ამ სამყაროში უხილავისადმი ყოფილიყო, რათა განირჩნენ მართლები მატყუარებისგან და გულწრფელნი მათგან, ვინც მხოლოდ იბრალებს.

და მისი ხილვა უდიდესი ნეტარებაა, რომელსაც ალლაჰი თავისი მსახურებისთვის საიქიოში ინახავს, ამიტომ ახლა მისი რწმენა მსახურის გულწრფელობის მტკიცებულებაა, ხოლო აღდგომის დღეს მისი კეთილშობილი სახის ხილვა ამ გულწრფელობის ჯილდო იქნება.

المصدر

قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة

ملاحظات

--