Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

86 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (53)
«ალლაჰს რომ სათანადოდ მიენდოთ, ის გიბოძებდათ საარსებო საშუალებებს ზუსტად ისე, როგორც აძლევს პურს ჩიტს, რომელიც დილას ცარიელი მუცლით გამოდის და საღამოს გამძღარი ბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ, იბნ ჰიბბაანმა თავის საჰიჰში და ალ-ჰაქიმმა.
«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და იბნ ჰიბბაანმა.
"ვინც ხმამაღლა კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ გასცემს სადაყას (მოწყალებას); ხოლო ვინც ჩუმად კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც ჩუმად გასცემს სადაყას."
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
«არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?» იქ მყოფებმა უპასუხეს: რა თქმა უნდა, თქვა: «ორ დაპირისპირებულს შორის მდგომარეობის გამოსწორება, უთუოდ ორ დაპირისპირებულს შორის მტრობა არის გამანადგურებელი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«სამოთხეში არის ასი საფეხური, და თითოეულ ორ საფეხურს შორის მანძილი ისეთივეა, როგორიც ცასა და მიწას შორის, ფირდაუსი არის მათგან ყველაზე მაღალი საფეხური, და სწორედ იქიდან გადმოდინდება სამოთხის ოთხი მდინარე, მის ზემოთ კი ალლაჰის ტახტია, ამიტომ, როდესაც ალლაჰს სთხოვთ რამეს, სთხოვეთ მას ფირდაუსი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«უფალი ყველაზე ახლოს არის თავის მონასთან ღამის ბოლო ნაწილში. და თუ შეძლებ, გახდე იმათგან ერთ-ერთი, ვინც ამ დროს ალლაჰს იხსენებს, მაშინ იყავი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
ერთ დღეს ჩვენ ერთად ყოფნისას წამოდგა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ისეთი რჩევა-დარიგება მოგვცა, რომ გულები ათრთოლდა და თვალებს ცრემლი მოგვადგა, მას უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, შენ მოგვეცი ისეთი რჩევა-დარიგება თითქოს გვემშვიდობებოდე, მაშ, დაგვიტოვე ანდერძად რაიმე. მან თქვა: «გეშინოდეთ ალლაჰის, მოისმინეთ და დამორჩილდით, თუნდაც ეთიოპელი მონა იყოს თქვენი მმართველი, ნამდვილად, ის, ვინც თქვენგან დიდხანს იცოცხლებს, ბევრ განხეთქილებას იხილავს, ამიტომ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა. არ გადაუხვიოთ მას და სრულიად თავი აარიდეთ სიახლეებს(ბიდ'ა), რადგან ყოველგვარი სიახლე არის გზააბნეულობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა