Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«როცა თქვენ მიდიხართ საპირფარეშოში, არ მოტრიალდეთ ყიბლას (მექქას მიმართულებით) წინ და არც ზურგით, არამედ მოტრიალდით აღმოსავლეთით ან დასავლეთით». აბუ აიუბმა თქვა: "შამში ჩასვლისას ვიპოვეთ საპირფარეშოები, რომლებიც ყიბლას მიმართულებით იყო აშენებული, ამიტომ ჩვენ ცოტას ვიბრუნებდით მიმართულებას და ვთხოვდით უზენაეს ალლაჰს პატიებას".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით». «და თუ რომელიმე თქვენგანი გაიღვიძებს, უნდა დაიბანოს ხელები, სანამ აბდესისთვის წყლის ჭურჭელში ჩააწყობს, რადგან არავინ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით». მუსლიმის ვერსიაში ნათქვამია: «თუ რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილიდან, ნუ ჩააწყობს ხელს ჭურჭელში, სანამ სამჯერ არ დაიბანს, რადგან მან არ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა საპირფარეშოში შედიოდა, მე და ჩემნაირი ერთი მსახური მივაცილებდით მას წყლით სავსე ჭურჭელითა და პატარა ჯოხით, და ის წყლით ისუფთავებდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული