Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

7 of 841 cards

Clear filters
«თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს, რომ მისი შემსუბუქება მიიღონ ისევე, როგორც უყვარს, რომ მისი ბრძანებები შესრულდეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ
«ერთი კაცი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: «ო, ალლაჰის შუამავალო, როგორ მოვიქცე, თუ ვინმე ჩემს ქონების წართმევას მოინდომებს? შუამავალმა უპასუხა: «ნუ მისცემ მას შენს ქონებას» ამ კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის ჩემთან ბრძოლის დაწყებას მოინდომებს?" შუამავალმა უპასუხა: «შეებრძოლე მას». კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ ის მომკლავს?" შუამავალმა უპასუხა: «მაშინ შენ იქნები შაჰიდი (მოწამე)» კაცმა კვლავ ჰკითხა: "თუ მე მოვკლავ მას?“ შუამავლმა უპასუხა: «ის იქნება ცეცხლში (ჯოჯოხეთში)»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მიატოვე ის, რაც ეჭვს გიჩენს, და მიაპყარი ყურადღება იმას, რაც ეჭვს არ იწვევს, რადგან სიმართლეს სიმშვიდე მოაქვს, ხოლო სიცრუე — ეჭვებს აჩენს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
«მიატოვე ის, რაშიც ეჭვი გეპარება, და აირჩიე ის, რაც არ იწვევს შენში ეჭვებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ და ან-ნასააიმ
«არ შეიძლება ზიანის მიყენება ზოგადად, და არ შეიძლება ზიანის მიყენება პასუხად».
კარგი (ჰასან) გადმოსცა იბნ მააჯამ, ად-დარააყუთნიმ და სხვებმა მუსნადად.
«აკრძალულია ზიანის მიყენება (თავის თავს ან სხვას), და აკრძალულია პასუხის გაცემა ზიანით. ვინც მუსლიმისთვის ზიანს მოიტანს, მას ალლაჰი მოუტანს ზიანს, და ვინც მუსლიმს სირთულეს შეუქმნის, მას ალლაჰი შეუქმნის სირთულეს».
სანდო მისი მოწმეებით გადმოსცა ალ-დაარაყუტნიმ