ჭეშმარიტად, მე წარმოვეგზავნე იმისათვის, რომ დავასრულო კეთილი ზნეობის სრულყოფა
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს რომ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, მე წარმოვეგზავნე იმისათვის, რომ დავასრულო კეთილი ზნეობის სრულყოფა».
«إِنَّمَا بُعِثْتُ لِأُتَمِّمَ مَكَارِمَ الْأَخْلَاقِ».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აცნობა, რომ ალლაჰმა ის გაგზავნა იმისათვის, რომ ზნეობრივი ღირსებები და კეთილი ხასიათი დაესრულებინა, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო წინამორბედი მოციქულთა გზის გამგრძელებელი და არაბთა კეთილი თვისებების სრულყოფის მომტანი. ისინი სიყვარულით ეკიდებოდნენ სიკეთეს და სძულდათ ბოროტება, იყვნენ ღირსების, გულუხვობისა და სიმამაცის ხალხი, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოევლინა მათი ზნეობის ნაკლოვანებების გამოსწორებისთვის, როგორიც იყო მოძალებული წარმოშობითი სიამაყე, ამპარტავნება, ღარიბთა დაჩაგვრა და სხვა მანკიერი ჩვევები.
მოწოდება კეთილ ზნეობრივ თვისებებზე და გაფრთხილება მათი საწინააღმდეგოსგან.
კეთილი ზნეობის მნიშვნელობის განმარტება ისლამურ შარიათში და მისი უმთავრეს პრიორიტეტებში ყოფნა.
უმეცარ ხალხს ზოგიერთი კეთილი ზნეობრივი თვისებები ჰქონდათ დარჩენილი, როგორიცაა გულუხვობა, სიმამაცე და სხვა ღირსებები, და ისლამი მოვიდა მათ დასასრულებლად და სრულყოფისთვის.
მუსნად აჰმად (14/ 512) (8952).
ალ-ბაიჰაყის ას-სუნან ალ-ქუბრა (10/ 191) (20819).
მეტი... (2)
ალ-ადაბ ალ-მუფრად (ص104) (273).
عمدة القاري شرح صحيح البخاري (22/ 118).
Cited in books
7 Booksმეტი... (6)
- الحقيقة المُبْهِرَة في العلاقة بين الإسلام والإنسان(إنما بُعثت لأتمِّم مكارم الأخلاق) [14].
- الحقيقة المُبْهِرَة في العلاقة بين الإسلام والإنسان(إنما بعثت لأتمم مكارم الأخلاق).[126]
- كتاب تعليم المسلم الجديد«إِنَّمَا بُعِثْتُ لِأُتَمِّمَ مَكَارِمَ الْأَخْلَاقِ»
- كتاب تعليم المسلم الجديد«إِنَّمَا بُعِثْتُ لِأُتَمِّمَ مَكَارِمَ الْأَخْلَاقِ»
- لماذا الإسلام؟1(إِنَّمَا بُعِثْتُ لِأُتَمِّمَ مكارم الْأَخْلَاقِ)،
- مجموعة زاد الحديث (1)الحديث 1«إِنَّمَا بُعِثْتُ لِأُتَمِّمَ مَكَارِمَ الْأَخْلَاقِ»