მიირთვით სუჰური, რადგან სუჰურში ბარაქაა
ანასი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მიირთვით სუჰური, რადგან სუჰურში ბარაქაა».
«تَسَحَّرُوا، فَإِنَّ فِي السَّحُورِ بَرَكَةً».
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაახალისა სუჰური (საჰური) – ღამის ბოლოს საკვების მიღება მარხვისთვის მომზადების მიზნით, რადგან მასში არის ბარაქა – მრავალი სიკეთე და სასარგებლო რამ, მათ შორის: ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან, ღამის ბოლო ნაწილში ლოცვის შესაძლებლობა, სხეულის გაძლიერება მარხვაში, ენერგიისა და სიფხიზლის გაძლიერება მარხვისთვის, მარხვის სირთულის შემსუბუქება.
სუჰურის (საჰურის) მიღება სასურველია, რადგან ეს წარმოადგენს შარიათის ბრძანების შესრულებას.
იბნ ჰაჯარმა, წიგნში ფათჰუ ალ-ბაარი თქვა: «სუჰურისგან ბარაქის მიღება მრავალი ფორმით ხდება: სუნნაზე მიყოლა, წიგნბოძებული ხალხის საპირისპიროდ მოქცევა, ღვთისმსახურებისთვის ფიზიკურად სიძლიერე, მეტი ენერგიის მიღება, შიმშილის გრძნობით გამოწვეული ცუდი ზნეობისგან თავის დაცვა, იმ დროს მთხოვნელზე მოწყალების გაცემას ან მასზე საკვებით გამასპინძლება, ზიქრის და ვედრების შესრულება იმ დროს, როდესაც იმედია, რომ ყველაზე მეტად იქნება შესმენილი ვედრება, მარხვისთვის განზრახვის გაკეთება მისთვის, ვისაც დაავიწყდა ძილის წინ განზრახვის გაკეთება».
მოციქულ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების მაღალი დონე გამოიხატება იმაში, რომ ის ყოველთვის აკავშირებდა შარიათის განკარგულებას მის სიბრძნესთან, რათა გულები გახსნილიყო მიღებისთვის და ადამიანებს გაეგოთ ისლამური შარიათის აღმატებულება და სიდიადე.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «სუჰურის მიღება მცირედი საკვებითაც შეიძლება, რასაც მიირთმევს ადამიანი საკვებიდან და სასმელიდან».
საჰიჰ ალ-ბუხარი (3/ 29) (1923).
საჰიჰ მუსლიმ (2/ 770) (1095).
მეტი... (4)
تيسير العلام.
لعبد الله البسام (ص317).
تنبيه الأفهام شرح عمدة الإحكام.
لابن عثيمين (3/ 416).
Cited in books
8 Booksმეტი... (8)
- أسئلة وأجوبة عن شهر رمضان للصغار، ولا يستغني عنها الكبار«تَسَحَّرُوا؛ فَإِنَّ فِي السَّحُورِ بَرَكَةً»
- الصيام ومجموعة أسئلة في أحكامه«تَسَحَّرُوا فَإِنَّ فِي السَّحُورِ بَرَكَةً»[47].
- المنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح - المعتمدالمنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح“تسحروا؛ فإن في السحور بركة”.
- تطبيق القرآن والأذكارسنن الصيام (تسحروا فإن في السحور بركة)[1].
- سنن الصيام - من كتاب الفقه الميسرسنن الصيام(تسحروا فإن في السحور بركة)[1].
- مجموعة زاد الفقه (3)الفقه 3«تسحَّروا فإنَّ في السحُور بركةً»
- من أحكام الصيام«تَسَحَّرُوا؛ فَإِنَّ فِي السَّحُورِ بَرَكَةً» [16].
- نبراس طالب (3)نبراس طالب 3«تَسَحَّرُوا؛ فَإِنَّ فِي السَّحُورِ بَرَكَةً»