Skip to content

გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს

გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს».

«أَلْحِقُوا الفَرَائِضَ بِأَهْلِهَا، فَمَا بَقِيَ فَلِأَوْلَى رَجُلٍ ذَكَرٍ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანებს იმათ, ვინც მემკვიდრეობის განაწილებას ახორციელებს, რომ ის გაანაწილონ სამართლიანად და შარიათის მიხედვით, ისე როგორც ისურვა უზენაესმა ალლაჰმა. დადგენილი წილების მქონე მემკვიდრეებს უნდა მიეცეთ თავიანთი წილები, როგორც ალლაჰის წიგნშია აღნიშნული — ორი მესამედი, ერთი მესამედი, ერთი მეექვსედი, ნახევარი, ერთი მეოთხედი და ერთი მერვედი. ხოლო რაც ამის შემდეგ დარჩება, გადაეცემა გარდაცვლილის ყველაზე ახლო ნათესავს მამაკაცთაგან, რომლებიც "ასაბად" იწოდებიან.

ჰადისის სარგებლობიდან

ეს ჰადისი საფუძველია მემკვიდრეობის განაწილების საკითხში.

მემკვიდრეობის განაწილება იწყება მათით, ვისაც შარიათით დადგენილი წილები ეკუთვნის.

ის, რაც რჩება დადგენილი წილების განაწილების შემდეგ, ეკუთვნის "ასაბას" (გარდაცვლილის ყველაზე ახლო ნათესავებს მამაკაცთაგან).

უპირატესობა ენიჭება ყველაზე ახლო ნათესავს: შორეული ასაბა, მაგალითად ბიძა, ვერ იქნება მემკვიდრე, თუ არსებობს უფრო ახლო ასაბა, როგორიცაა მამა.

თუ დადგენილი წილები მთლიანად მოიცავს მემკვიდრეობას და აღარაფერია დარჩენილი, მაშინ "ასაბას" (მამაკაც ნათესავ მემკვიდრეებს) აღარ რჩებათ წილი.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 152) (6737).

საჰიჰ მუსლიმ (3/ 1233 - 1234) (1615).

მეტი... (8)

فتح الباري.

لابن حجر (12/ 28).

الإلمام بشرح عمدة الأحكام.

لإسماعيل الأنصاري (2/ 53).

تيسير العلام شرح عمدة الأحكام.

لعبد الله البسام (ص554).

خلاصة الكلام شرح عمدة الأحكام.

لفيصل آل مبارك (ص276).