ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს», ვერ შეიგრძნობს სამოთხის სურნელს – ნიშნავს, რომ ის შორს იქნება სამოთხიდან და ვერ იგრძნობს მის კეთილსურნელებას.
«مَنْ تَعَلَّمَ عِلْمًا مِمَّا يُبْتَغَى بِهِ وَجْهُ اللَّهِ عَزَّ وَجَلَّ لَا يَتَعَلَّمُهُ إِلَّا لِيُصِيبَ بِهِ عَرَضًا مِنَ الدُّنْيَا لَمْ يَجِدْ عَرْفَ الْجَنَّةِ يَوْمَ الْقِيَامَةِ» يَعْنِي رِيحَهَا.
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც იღებს ისლამურ ცოდნას, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისთვის უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ იგი სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლისთვის, როგორიცაა ქონება ან სოციალური სტატუსი, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს.
ცოდნის შეძენაში გულწრფელობის აუცილებლობა და ამის წახალისება.
მკაცრი გაფრთხილება შარიათის ცოდნის პირმოთნეობით გამოყენების ან ამქვეყნიური სარგებლის მისაღწევ საშუალებად ქცევის წინააღმდეგ, რადგან ეს დიდ ცოდვათა რიცხვს განეკუთვნება.
ვისაც ცოდნას უზენაესი ალლაჰისთვის ეძებს, ხოლო ამასთან ერთად ამქვეყნიური სიკეთეები მას თან მიჰყვება, ნებადართულია, რომ ის მიიღოს, და ეს არ ავნებს მას.
ას-სინდი ამბობს: «მისი სიტყვები "სამოთხის სურნელი" ნიშნავს სუნს, რაც მიანიშნებს სამოთხის სასტიკ აკრძალვაზე (ასეთი ადამიანისთვის), რადგან ვინც ვერ იგრძნობს რაიმე სურნელს, მას ვერ მიიღებს».
ვინც შეისწავლის ცოდნას, რომელიც უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ამას აკეთებს სამსახურის ან სხვა ამქვეყნიური მიზნების მისაღწევად, მას ევალება გულწრფელი თაუბა (მონანიება) ალლაჰის წინაშე. ალლაჰი, თავისი უდიდესი მოწყალებითა და სიკეთით, მისგან წაშლის ამ ცოდვის გამო წარმოშობილ არასწორ განზრახვებს, რადგან ის – უზენაესი და უძვირფასესი, უდიდესი სიკეთის მფლობელია.
ეს გაფრთხილება შეეხება შარიათის ცოდნის მაძიებელს, ხოლო ის, ვინც ეძებს ამქვეყნიურ სწავლებებს, როგორიცაა საინჟინრო, ქიმია და სხვა, ამქვეყნიური სარგებლისთვის, მას ასეთი განზრახვის უფლება აქვს.
სუნან აბი დაუდ (5/ 504) (3664).
სუნან იბნ მააჯაჰ (1/ 169) (252).
მუსნად აჰმად (14/ 169) (8457).
მეტი... (12)
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (2/ 477).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (16/ 507).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (2/ 957).
بهجة الناظرين.
لسليم الهلالي (2/ 447).
عون المعبود شرح سنن أبي داود.
العظيم آبادي (10/ 70).
حاشية السندي على سنن ابن ماجه.
لمحمد التتوي (1/ 110).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- الخطب المنبريةموسوعة الخطب المنبرية (القسم الأول)«مَنْ تَعَلَّمَ عِلْمًا مِّمَّا يُبْتَغَىٰ بِهِ وَجْهُ اللَّهِ، لَا يَتَعَلَّمُهُ إِلَّا لِيُصِيبَ بِهِ عَرَضًا مِنَ الدُّنْيَا، لَمْ يَجِدْ عَرْفَ الْجَنَّةِ يَوْمَ الْقِيَامَةِ - يَعْنِي: رِيحَهَا-»؛
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 6«مَنْ تعلَّمَ علماً ممَّا يُبْتغىٰ به وجهُ الله _عز وجل_ لا يتعلَّمُهُ إلا ليُصيبَ به عَرَضاً من الدُّنيا لم يجد عَرْفَ الجَنَّة يومَ القيامةِ» يَعني: ريحَها.
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 7«مَنْ تعلَّم علماً ممَّا يُبْتَغَىٰ به وجهُ الله _عز وجل_ ، لا يتعلمهُ إلَّا ليصيبَ بهِ عَرَضاً منَ الدُّنيا، لم يجدْ عَرْفَ الجنَّة يومَ القيامة» يعني: ريحها.