Skip to content

ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».

«كُلُّ أُمَّتِي مُعَافًى إِلَّا المُجَاهِرِينَ، وَإِنَّ مِنَ المُجَاهَرَةِ أَنْ يَعْمَلَ الرَّجُلُ بِاللَّيْلِ عَمَلًا، ثُمَّ يُصْبِحَ وَقَدْ سَتَرَهُ اللَّهُ عَلَيْهِ، فَيَقُولَ: يَا فُلاَنُ، عَمِلْتُ البَارِحَةَ كَذَا وَكَذَا، وَقَدْ بَاتَ يَسْتُرُهُ رَبُّهُ، وَيُصْبِحُ يَكْشِفُ سِتْرَ اللَّهِ عَنْهُ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ცოდვაში ჩავარდნილი მუსლიმისთვის ალლაჰის შეწყალება და მიტევება მოსალოდნელია, გარდა იმ პირისა, ვინც სიამაყითა და უტიფრობით საჯაროდ აცხადებს თავის ცოდვებს. ასეთი ადამიანი ღამით ცოდვას ჩაიდენს, ალლაჰი მას ფარავს, მაგრამ დილით თვითონ ამხელს საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს უყვება, რა ცოდვა ჩაიდინა წინა დღეს. ამგვარად, ის ალლაჰის საფარველს თვითონ ხსნის!

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ალლაჰის მიერ ცოდვის დაფარვის შემდეგ ამ ცოდვების საჯაროდ გახსნის სიმახინჯე.

ცოდვების საჯაროდ განცხადებაში ჩადებულია ამორალური ქცევების გავრცელება მორწმუნეთა შორის.

ვინც ალლაჰმა ამ დუნიაში დაფარა, მას აახირეთშიც (სამსჯავროს დღეს) ასევე დაფარავს. ეს ალლაჰის უსაზღვრო შეწყალებისა და მწყალობელობის გამოხატულებაა თავისი მონების მიმართ.

ვინც ცოდვაში ჩავარდა, მას მართებს, დაფაროს საკუთარი თავი (არ გაამჟღავნოს თავისი ცოდვები) და მოინანიოს ალლაჰის წინაშე.

სინდისის მქონე მორწმუნეებისთვის განსაკუთრებით მძიმეა მათი ცოდვა, ვინც განზრახად ავლენს ცოდვებს საჯაროდ.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 20) (6069).

საჰიჰ მუსლიმ (4/ 2291) (2990).

მეტი... (8)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (3/ 15).

منار القاري شرح مختصر صحيح البخاري.

لحمزة قاسم (5/ 251).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 329).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

مجموعة من الباحثين (1/ 255).