Skip to content

ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში

აბუ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში».

«مَنْ قَرَأَ بِالْآيَتَيْنِ مِنْ آخِرِ سُورَةِ الْبَقَرَةِ فِي لَيْلَةٍ كَفَتَاهُ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც წაიკითხავს ბოლო ორ აიათს სურა ალ-ბაყარადან ღამეში ალლაჰის ნებით მისთვის საკმარისი იქნება ბოროტებისგან და ცუდისგან დასაცავად, ასევე ითქვა: მისთვის ღამის ლოცვის მსგავსი იქნება, ასევე ითქვა: მისთვის ღამეში წასაკითხი სხვა საკითხავების ტოლფასი იქნება, ასევე ითქვა: რომ ეს ორი აიათი არის ყველაზე მცირე ნაწილი ყურანიდან წასაკითხი რაზეც ჯილდოს მიიღებს, და ასევე სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ალბათ ეს ყველა ერთად სწორია, რადგან ჰადისის შინაარსი მათ ყველას ერთად მოიცავს.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

სურა ალ-ბაყარას ბოლო აიათების მადლის განმარტება, ის არის უზენაესის სიტყვები: «ირწმუნა შუამავალმა ...» - დან სურას ბოლომდე.

სურა ალ - ბაყარას ბოლო აიათები ადამიანს დაიფარავს ცუდი რამეებისგან, ბოროტებისგან და სატანისგან, თუ ის მას ღამეში წაიკითხავს.

ღამე იწყება მზის ჩასვლიდან და მთავრდება მზის ამოსვლისას.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (6/ 188) (5008-5009).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 554) (807).

მეტი... (10)

فتح الباري بشرح صحيح البخاري.

لابن حجر (9/ 56).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (2/ 240).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص593).

مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.

لملا علي القاري (4/ 1465).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (2/ 757).