Skip to content

თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი

გადმოცემულია აბუ მუჰამმად აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«თქვენგან ვერცერთი ვერ ირწმუნებს, სანამ მისი სურვილები არ დაემორჩილება იმას, რითაც მე მოვედი».

«لَا يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ حَتَّى يَكُونَ هَوَاهُ تَبَعًا لِمَا جِئْتُ بِهِ».

გადმოვეცით წიგნში "ალ-ჰუჯა" სანდო გადმოცემით.
იმამი ან-ნავავიმ თქვა: «სანდო ჰადისია».
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანი ვერ იქნება სრული, სავალდებულო რწმენის მქონე, სანამ მისი სიყვარული არ დაემორჩილება იმას, რითაც მოვიდა მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იქნება ეს ბრძანებები, აკრძალვები თუ სხვა რამ, უნდა შეიყვაროს ის, რაც მან ბრძანა, და უნდა შეიძულოს ის, რისგანაც მან აარიდა.

ჰადისის სარგებლობიდან

ეს ჰადისი საფუძველია შარიათის მიღებაში და მისდამი მორჩილებაში.

ადამიანისთვის გაფრთხილებაა, რომ ვინც გონებას ან ჩვევას დააყენებს იმაზე წინ, რითაც მოვიდა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ვინც ამას აკეთებს, მისი რწმენა უარყოფილია.

შარიათით განსჯა სავალდებულოა ყველაფერში, მისი სიტყვების მიხედვით: «იმასთან, რითაც მე მოვედი».

ჭეშმარიტად, რწმენა იზრდება მორჩილებით და კლებულობს ურჩობით (ცოდვებით).

წყაროები
მეტი... (5)

الحجة على تارك المحجة لأبي الفتح نصر بن إبراهيم المقدسي.

برقم (25).

فتح الباري لابن حجر (13/289).

جامع العلوم والحكم (3/1146).

شرح النووي على مسلم (1/77).