Skip to content

«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».

გადმოცემულია აბუ ჰამზა ანას იბნ მალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) - შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსახურისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის».

«لاَ يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ، حَتَّى يُحِبَّ لِأَخِيهِ مَا يُحِبُّ لِنَفْسِهِ»

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ მუსლიმის სრული რწმენა არ შედგება მანამ, სანამ ის არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც საკუთარ თავისთვის სურს, იქნება ეს მორჩილების საქმეები თუ კეთილდღეობა რელიგიასა და ამქვეყნიურ ცხოვრებაში. ასევე, უნდა სძულდეს მისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. თუ მუსლიმი ძმაში რელიგიურ ნაკლოვანებებს შენიშნავს, უნდა ეცადოს მის გამოსწორებას. ხოლო თუ მასში სიკეთეს დაინახავს, ​​უნდა გაამხნევოს, დაეხმაროს და რჩევა მისცეს რელიგიურ ან ამქვეყნიურ საქმეებში.

ჰადისის სარგებლობიდან

ადამიანის ვალდებულებაა, სურდეს თავისი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც თავად სურს საკუთარი თავისთვის, რადგან იმაზე მინიშნება, რომ რწმენა არ გააჩნია მას, ვინც თავის მისლიმ ძმას არ უსურვებს იმას, რაც საკუთარ თავს სურს, მიუთითებს ამ ვალდებულების აუცილებლობაზე.

ალლაჰის გზაზე ძმობა სისხლით ნათესაობის ძმობაზე მაღლა დგას, ამიტომ მისი უფლება უფრო სავალდებულოა.

აკრძალულია ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ამ სიყვარულს, იქნება ეს სიტყვით თუ ქმედებით, მაგალითად: ტყუილი, ზურგს უკან ლაპარაკი, შური, მუსლიმის სიცოცხლის, ქონების ან ღირსების ხელყოფა.

ზოგიერთი სტიმულირებადი ტერმინის გამოყენება მოქმედების წახალისებისთვის, მაგალითად, ფრაზა "თავისი ძმისთვის".

ალ-ქირმაანიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა: «რწმენის ნაწილი ასევე ისაა, რომ ადამიანს სძულდეს თავისი ძმისთვის ის, რაც საკუთარი თავისთვის სძულს. ამის ხსენება არ არის საჭირო, რადგან რაღაცის სიყვარული გულისხმობს მის საწინააღმდეგოს სიძულვილს, ამიტომ პირდაპირი ხსენება გამოტოვებულია, რადგან ეს თავისთავად იგულისხმება».

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 12) (13).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 67) (45).

მეტი... (23)

التحفة الربانية في شرح الأربعين حديثًا النووية.

مطبعة دار نشر الثقافة.

الإسكندرية.

الطبعة: الأولى.

1380 هـ.

شرح الأربعين النووية.

للشيخ ابن عثيمين.

دار الثريا للنشر.

فتح القوي المتين في شرح الأربعين وتتمة الخمسين.

دار ابن القيم.

الدمام المملكة العربية السعودية.

الطبعة: الأولى.

1424هـ/2003م.

الفوائد المستنبطة من الأربعين النووية.

للشيخ عبد الرحمن البراك.

دار التوحيد للنشر.

الرياض.

الأحاديث الأربعون النووية وعليها الشرح الموجز المفيد.

لعبد الله بن صالح المحسن.

نشر: الجامعة الإسلامية.

المدينة المنورة.

الطبعة: الثالثة.

404هـ/1984م.