Skip to content

«ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა

მორწმუნეების მმართველი აბუ ჰაფს უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:

«ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა, ვისი გადასახლებაც იყო ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის, მაშინ მისი გადასახლება იქნება ალლაჰისთვის და მისი შუამავლისთვის, ხოლო ვისი გადასახლებაც იყო ამქვეყნიურისთვის ან ქალისთვის, მაშინ მისი გადასახლება იქნება იმისთვის, რისთვისაც გადასახლდა».

«إنَّمَا الأَعْمَالُ بِالنِّيَّاتِ، وَإِنَّمَا لِكُلِّ امْرِئٍ مَا نَوَى، فَمَنْ كَانَتْ هِجْرَتُهُ إلَى اللَّهِ وَرَسُولِهِ فَهِجْرَتُهُ إلَى اللَّهِ وَرَسُولِهِ، وَمَنْ كَانَتْ هِجْرَتُهُ لِدُنْيَا يُصِيبُهَا أَوْ امْرَأَةٍ يَنْكِحُهَا فَهِجْرَتُهُ إلَى مَا هَاجَرَ إلَيْهِ».

გადმოსცა მუჰადდისთა ორმა იმამმა, აბუ აბდულლაჰ მუჰამმად იბნ ისმაილ იბნ იბრაჰიმ იბნ ალ-მუღიირა იბნ ბარდიზბა ალ-ბუხარიმ და აბუ ალ-ჰუსაინ მუსლიმ იბნ ალ-ჰაჯაჯ იბნ მუსლიმ ალ-ყუშაირი ან-ნაისააბუურიმ, თავიანთ "საჰიჰებ-ში", რომლებიც ყველაზე სარწმუნოდ შედგენილი წიგნებია.
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ყველა საქმე ფასდება განზრახვით. ეს წესი ვრცელდება ყველა საქმეზე, იქნება ეს თაყვანისცემა თუ ადამიანებს შორის ურთიერთობები. ვინც აკეთებს საქმეს მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით, მიიღებს მხოლოდ იმას, რაც ისურვა, და ვერ მიიღებს ჯილდოს. ხოლო ვინც აკეთებს საქმეს, რათა მიახლოვდეს უზენაეს ალლაჰს, მიიღებს ჯილდოსა და აღიარებას მისგან, თუნდაც საქმე ჩვეულებრივი იყოს, მაგალითად, საკვების მიღება ან წყლის დალევა. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) მოიყვანა მაგალითი, რათა აეხსნა განზრახვის გავლენა საქმეებზე, თუნდაც ისინი გარეგნულად ერთნაირად გამოიყურებოდნენ. მან განმარტა, რომ ვინც ჰიჯრას (გადასახლებას) შეასრულებს და ტოვებს საკუთარ სამშობლოს, რათა მოიპოვოს თავისი უფლის კმაყოფილება, მისი ჰიჯრა არის კანონიერად და შარიათის მიხედვით მისაღები, და ის მიიღებს ჯილდოს თავისი გულწრფელი განზრახვის გამო. ხოლო ვინც ჰიჯრას ასრულებს ამქვეყნიური სიამოვნებისთვის, იქნება ეს სიმდიდრე, სტატუსი, ვაჭრობა თუ ცოლი, მიიღებს მხოლოდ იმ სარგებელს, რაზეც ფიქრობდა, და მისთვის არ იქნება არანაირი ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება გულწრფელობისკენ, რადგანაც ალლაჰი იღებს მხოლოდ გულწრფელად მისი სახისთვის შესრულებულ საქმეებს.

თუ სრულწლოვანი ადამიანი ასრულებს საქმეებს, რომლითაც მიუახლოვდება ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰთან, მაგრამ ამას აკეთებს უბრალოდ ჩვევის გამო, ის ვერ მიიღებს ჯილდოს, სანამ არ გააკეთებს ამას ალლაჰთან მიახლოვების განზრახვით.

განზრახვა განასხვავებს თაყვანისცემებს ერთი მეორისაგან, ასევე თაყვანისცემებს ჩვეულებრივი წეს-ჩვეულბებისგან.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 22) (6953).

(1/ 6) (1).

საჰიჰ მუსლიმ (3/ 1515) (1907).

მეტი... (8)

التحفة الربانية في شرح الأربعين حديثًا النووية (ص5).

شرح الأربعين النووية.

لابن عثيمين (ص5).

فتح القوي المتين في شرح الأربعين وتتمة الخمسين.

للعباد (ص8).

شرح النووي على مسلم (13/ 54).

تاج العروس من جواهر القاموس.

للزبيدي (7/ 196).