ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ
გადმოცემულია აბუ ზუბაირისგან, რომ მან თქვა:
იბნ ზუბაირ ყოველ ლოცვაზე სალამის მიცემის შემდეგ ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მისია მეუფება, მას ეკუთვნის ქება-დიდება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა, მას ეკუთვნის წყალობა და მადლი, მას ეკუთვნის საუკეთესო ქება, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მისია წრფელი რელიგია, თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს» /ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუნნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ/. თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ».
كَانَ ابْنُ الزُّبَيْرِ يَقُولُ فِي دُبُرِ كُلِّ صَلَاةٍ حِينَ يُسَلِّمُ: «لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاللهِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَلَا نَعْبُدُ إِلَّا إِيَّاهُ، لَهُ النِّعْمَةُ وَلَهُ الْفَضْلُ وَلَهُ الثَّنَاءُ الْحَسَنُ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ وَلَوْ كَرِهَ الْكَافِرُونَ» وَقَالَ: «كَانَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يُهَلِّلُ بِهِنَّ دُبُرَ كُلِّ صَلَاةٍ».
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ სალამის მიცემის შემდეგ კითხულობდა ამ ძვირფას სიტყვებს, მათი მნიშვნელობა შემდეგია: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა», ანუ: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი, გარდა ალლაჰისა. «ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე», ანუ: არ ჰყავს მას მოზიარე გაჩენაში, ღვთაებრიობაში და თავის სახელ-თვისებებში. «მისია მეუფება», ანუ: მას ეკუთვნის აბსოლუტურად ყველაფერი, სრულიად და ერთიანად, ზეცაში, მიწაზე და რაც ყველაფერი მათ შორისაა. «მას ეკუთვნის ქება-დიდება», ანუ: ის არის სრულყოფილი უნაკლოებით შემკული, მას ეკუთვნის სრულყოფილი ქება-დიდება სიყვარულით და განდიდებით ყველა მდგომარეობაში, სიხარულის დროს და განსაცდელშიც. «მას ყველაფერზე ძალა შესწევს», ანუ: მისი ძალა ყოველმხრივ სრულყოფილი და სრულია, მას ყველაფერზე ძალა შესწევს, მასზე წინააღმდეგობის გაწევა არანაირ ძალას არ შეუძლია. «არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა მისა», ანუ: შეუძლებელია ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა, ალლაჰის მიერ აკრძალული ცოდვებიდან მის მორჩილებაში გადასვლა, არ შესწევს ამაზე ძალა არავის, გარდა ალლაჰისა. ის არის დამხმარე და მასზე უნდა იყოს დაყრდნობა. «არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა», ანუ: ალლაჰის ღვთაებრიობის დადასტურება და შირქის უარყოფა, და რომ მის გარდა არავინ იმსახურებს ღვთისმსახურებას. «მას ეკუთვნის წყალობა და მადლი»: ის ფლობს და ის აჩენს ყოველგვარ წყალობას და ის უმრავლებს ამ წყალობას თავის მსახურთაგან, მას ვისაც ინებებს. «მას ეკუთვნის საუკეთესო ქება» ანუ: ალლაჰი იმსახურებს ქებას თავისი არსით, თვისებებით, ქმედებებით, მისი ბოძებული წყალობების და ზოგადად ყველა მდგომარეობაში. «არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ჩვენ გულწრფელი ვართ მის რელიგიაში», ანუ: მასზე გულწრფელად თაყვანისცემა, თვალთმაქცობის და ამქვეყნიური სახელის მოხვეჭის სურვილის გარეშე. «თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს», ანუ: მტკიცე ერთღმერთიანობაში და ალლაჰის მსახურებაში, თუნდაც არ მოსწონდეს ეს ურწმუნოებს.
الثناء: تكرار المدح والذكر.
სასურველია ამ ვედრების გამეორება ყველა სავალდებულო ლოცვის შემდეგ.
მუსლიმი ამაღლებულია თავისი რელიგიით და ის წარმოაჩენს მის ნიშნებს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.
თუ მოვიდა ჰადისში სიტყვა: "ლოცვის შემდეგ", ჰადისში მოცემული თუ ალლაჰის ხსენებაა (ზიქრი) ეს ნიშნავს, რომ სალამის მიცემის შემდეგ უნდა შესრულდეს, ხოლო ჰადისში მოცემული თუ ვედრებაა (დუ'ა), მაშინ ის სალამის მიცემამდე უნდა იქნეს წაკითხული.
საჰიჰ მუსლიმ (1/ 415) (594).
მეტი... (12)
سبل السلام شرح بلوغ المرام.
للصنعاني (1/ 293).
كنوز رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (17/ 61).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمصطفى الخِن وغيره (2/ 973).
بهجة الناظرين.
لسليم الهلالي (2/ 499).
مرقاة المفاتيح شرح مشكاة المصابيح.
لعلي القاري (2/ 762).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (5/ 492).
Cited in books
10 Books- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلم«არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა — იგი ერთია, არ ჰყავს მას თანამოზიარე. მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა. არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა. არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა და ჩვენ ვცემთ თაყვა
- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلمლაა ილააჰა ილლალლაჰ, ვაჰდაჰუ ლა შარიიქა ლაჰუ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ ვა ჰუვა ალა ქულლი შაიინ ყადირ
- მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერაكَيفِيَّةُ صَلَاةِ النَّبِيِّ ﷺ (არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, იგი ერთადერთია, არ ჰყავს მას თანამოზიარე. მას ეკუთვნის მეფობა და ქება, და ის ყოვლისშემძლეა ყოველივეზე. არ არსებობს ძალა და ძალაუფლება, გარდა ალლაჰის მიერ მიცემულისა. ო ალლაჰ, არავინაა, ვინც შეაჩერებს იმას
- განწმენდასთან, ლოცვასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებული ფიქჰის დადგენილებები«არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა — იგი ერთია, არ ჰყავს მას თანამოზიარე. მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა. არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა. არ არსებობს სხვა ღვთაება ალლაჰის გარდა და ჩვენ ვცემთ თაყვა
მეტი... (6)
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"لا إله إلا الله وحده لا شريك له، له الملك، وله الحمد، وهو على كل شيء قدير. لا حول ولا قوة إلا بالله، لا إله إلا الله ولا نعبد إلا إياه، له النعمة وله الفضل، وله الثناء الحسن، لا إله إلا الله مخلصين له الدين ولو كره الكافرون".
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"لا إله إلا الله وحده لا شريك له، له الملك وله الحمد وهو على كل شيء قدير، آيبون، تائبون، عابدون، لربنا حامدون، صدق الله وعده، ونصر عبده، وهزم الأحزاب وحده" .
- العلم الواجب بدون فقه وبدون زيادات1لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاللَّهِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَلَا نَعْبُدُ إِلَّا إِيَّاهُ، لَهُ النِّعْمَةُ وَ
- تطبيق القرآن والأذكارأذكار الصباح والمساء((لاَ إِلَهَ إِلاَّ اللَّهُ، وَحْدَهُ لاَ شَرِيكَ لَهُ، لَهُ الْمُلْكُ وَلَهُ الْحَمْدُ وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ)) (مائةَ مرَّةٍ إذا أصبحَ)[30].
- رسالة في الأذكار1«لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ المُلْكُ، وَلَهُ الحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاللهِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَلَا نَعْبُدُ إِلَّا إِيَّاهُ، لَهُ النِّعْمَةُ، وَلَه
- ما لا يسع أطفال المسلمين جهله«لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ وَحْدَهُ لَا شَرِيكَ لَهُ، لَهُ المُلْكُ وَلَهُ الحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، لَا حَوْلَ وَلَا قُوَّةَ إِلَّا بِاللَّهِ، لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَلَا نَعْبُدُ إِلَّا إِيَّاهُ، لَهُ النِّعْمَةُ و