ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები
გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები».
«إنَّ اللَّهَ تَجَاوَزَ لِي عَنْ أُمَّتِي الخَطَأَ وَالنِّسْيَانَ وَمَا اسْتُكْرِهُوا عَلَيْهِ».
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა აპატია მის უმმათს სამი მდგომარეობა: პირველი: შეცდომა, რაც მათგან უნებლიედ ხდება. ანუ, როცა მუსლიმი თავისი მოქმედებით ერთს ისახავს მიზნად, მაგრამ მისი ქმედება სხვა რამეს ემთხვევა, რასაც იგი არ გულისხმობდა. მეორე: დავიწყება, როცა მუსლიმს რაღაც ახსოვს, მაგრამ ქმედების დროს ავიწყდება, და ამაზეც არ არის ცოდვა. მესამე: იძულება, როცა მონას აიძულებენ გააკეთოს ის, რაც არ სურს, და მას არ აქვს ძალა, რომ თავიდან აიცილოს იძულება. ასეთ შემთხვევაში მასზე არ დადგება ცოდვა და სირცხვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჰადისი ეხება იმ საკითხს, რაც მონასა და მის უფალს შორისაა აკრძალულის ჩადენის შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება ნაბრძანების დავიწყების გამო მიტოვებას — ეს არ იხსნება. და თუ მისი ქმედების შედეგად ზიანი დადგა, მაშინ ქმნილების უფლება არ იხსნება: მაგალითად, თუ მან ვიღაც შეცდომით მოკლა, მასზეა (სისხლის გამოსასყიდი), ან თუ შეცდომით მანქანა დააზიანა, მასზეა ზარალის ანაზღაურება.
უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის წყალობის სიდიადე და მისი სიკეთე მონების მიმართ გამოიხატა იმაში, რომ მან მოუხსნა მათ ცოდვა, თუ მათგან ამ სამი მდგომარეობიდან ერთში ცოდვა გამოვიდა.
ალლაჰის მოწყალება და უპირატესობა მოციქულ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მის უმმათზე.
ცოდვის მოხსნა არ ნიშნავს განწესების ან ვალდებულების მოხსნას. მაგალითად, ვისაც დაავიწყდა აბდესი და ილოცა, რადგან ფიქრობდა, რომ სუფთა მდგომარეობაში იყო, ამით მასზე ცოდვა არ არის, მაგრამ მას ევალება აბდესის აღება და თავიდან ლოცვა.
ცოდვის მოხსნისთვის იძულების შემთხვევაში საჭიროა პირობების არსებობა, მაგალითად, რომ მაიძულებელი შეძლებდეს იმით დამუქრების შესრულებას, რითაც ის ემუქრება.
სუნან იბნ მააჯაჰ (3/ 200) (2045).
ალ-ბაიჰაყის ას-სუნან ალ-ქუბრა (7/ 584) (15094).
მეტი... (5)
ან-ნავავის ორმოცი ჰადისი (ص127) (ح39).
التحفة الربانية في شرح الأربعين حديثًا النووية.
لإسماعيل الأنصاري (ص89).
شرح الأربعين النووية.
لابن عثيمين (ص382).
Cited in books
7 Booksმეტი... (6)
- المختصر في آداب السفر وصفة الحج والعمرة وآداب الزيارة والأدعية الجامعة مع ملحق بالفتاوى والمخالفات6- فتاوى الحج والعمرة والزيارة (للحرمين)«رُفِعَ عَنْ أُمَّتِي الخَطأُ والنِّسْيانُ وَمَا اسْتُكْرِهُوا عَلَيهِ».
- سؤال وجواب حول الإسلام«رُفِعَ عن أُمَّتي الخطأَ والنِّسيانَ وما استُكْرِهوا عليهِ»
- شرح الأربعين النووية«إنَّ اللَّهَ تَجَاوَزَ لِي عَنْ أُمَّتِي الْخَطَأَ وَالنِّسْيَانَ وَمَا اسْتُكْرِهُوا عَلَيْهِ».
- صفة الحج«إِنَّ اللهَ تَجَاوَزَ عَنْ أُمَّتِي الْخَطَأَ وَالنِّسْيَانَ وَمَا اسْتُكْرِهُوا عَلَيْهِ»[33].
- فتاوى الحج والعمرة والزيارةفتاوى الحج والعمرة والزيارة (للحرمين)«رفع عن أمتي الخطأ والنسيان وما استكرهوا عليه».
- مجموعة زاد التفسير (1)التفسير 1«إِنَّ اللَّهَ وَضَعَ عَنْ أُمَّتِى الْخَطَأَ وَالنِّسْيَانَ وَمَا اسْتُكْرِهُوا عَلَيْهِ» .